ეპიდემიოლოგია

პოლიოვირუსული ინფექცია აღმოფხვრილია დასავლეთ ჰემისფეროში. ბოლო შემთხვევა 1991 წელს დაფიქსირდა პერუში.[2] აშშ-ში ბუნებრივი პოლიოვირუსული ინფექციის ბოლო შემთხვევა დაფიქსირდა ამიშების საზოგადოებაში 1979 წელს, თუმცა პერიოდულად ფიქსირდება მოგზაურობასთან დაკავშირებული შემთხვევები.[3]​ თუმცა, სრულად იმუნიზებულ საზოგადოებაში, სწორი სანიტარული პრაქტიკით და აქტიურად ბუნებრივი ვირუსის მოცირკულირე ფორმის არარსებობის ფონზე პოლიოვირუსის გადაცემა მინიმალურია. 2020 წლის აგვისტოში, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის აფრიკის რეგიონი გამოცხადდა, როგორც ველური პოლიოვირუსისგან თავისუფალი.[4]

პოლიომიელიტის ეპიდემიოლოგია მსოფლიოს მასშტაბით შეიძლება განვიხილოთ 3 ცალკეულ ჯგუფად: ველური პოლიოვირუსის მიერ გამოწვეული პოლიომიელიტის ეპიდაფეთქებები (ენდემური ან იმპორტირებული); ვაქცინასთან დაკავშირებული პოლიომიელიტის სპორადული შემთხვევები (VAPP); და პოლიომიელიტის ეპიდაფეთქებები, რომელიც განპირობებულია ორალური ვაქცინის შედეგად გავრცელებული მოცირკულირე პოლიოვირუსით (cVDPV). არსებობს ველური პოლიოვირუსის სამი შტამი: ტიპი 1, ტიპი 2 და ტიპი 3. ველური პოლიოვირუსის ტიპი 2 და ტიპი 3 დამოწმებულია WHO-ს მიერ, როგორც გლობალურად აღმოფხვრილი, ხოლო ველური პოლიოვირუსის ტიპი 1 (WPV1) ახლა ენდემურია მხოლოდ ავღანეთსა და პაკისტანში.[5]​ ​2021 წელს, WPV1 დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა, რომლებიც მოხსენებული იქნა WHO-სთვის, მკვეთრად შემცირდა ავღანეთსა და პაკისტანში (4 და 1 შემთხვევა, შესაბამისად) 2020 წელთან შედარებით (56 და 84 შემთხვევა, შესაბამისად); 2022 წელს დაფიქსირდა 2 დადასტურებული შემთხვევა ავღანეთში და 20 დადასტურებული შემთხვევა პაკისტანში.[5]​ 2021 წელს, WPV1 დაფიქსირდა 3 წლის გოგონაში მალავიში, პირველი შემთხვევა აფრიკაში 5 წელზე მეტი ხნის განმავლობაში. ანალიზმა აჩვენა, რომ მალავიში აღმოჩენილი შტამი გენეტიკურად იყო დაკავშირებული WPV1-თან, რომელიც 2019-2020 წლებში ტრიალებდა პაკისტანში.[6]​​[7] ​​2022 წელს მოზამბიკში (რომელიც ესაზღვრება მალავის) დაფიქსირდა WPV1-ის 8 დადასტურებული შემთხვევა; ანალიზი ადასტურებს გენეტიკურ კავშირს მალავიში გამოვლენილ იზოლატთან​[8]​ ამჟამად, ვაქცინით მიღებული მოცირკულირე პოლიოვირუსის ეპიდაფეთქებათა უმრავლესობა გამოწვეულია მე-2 ტიპის ვაქცინით მიღებული მოცირკულირე პოლიოვირუსით და და გვხვდება აფრიკის კონტინენტზე.[9]​​[10]​​​ 2022 წელს, ლონდონში, დიდ ბრიტანეთში, ეპიდზედამხედველობის გეგმიური მეთვალყურეობის ფორმატში დადასტურდა პოლიომიელიტის (VDPV) ტიპის 2-ის იზოლაცია გარემოდან აღებულ სინჯებში. ტიპი 2 VDPV ასევე გამოვლინდა გარემოს ნიმუშებში აშშ-ში, კანადასა და ისრაელში, პარალიზური პოლიომიელიტის ერთი შემთხვევა დაფიქსირდა ნიუ-იორკში და ერთი ისრაელში.[10][11][12][13]​​​​ გენეტიკური ანალიზი ვარაუდობს, რომ აღმოჩენილ იზოლატებს აქვთ საერთო წარმომავლობა.[10][11][14][15]​​​​​​​ VDPV წარმოიქმნება პერორალური შესუსტებული პოლიოვირუსის ვაქცინისგან (OPV), რომელიც არ გამოიყენებოდა აშშ-ში 2000 წლიდან ან დიდ ბრიტანეთში 2004 წლიდან და, შესაბამისად, სავარაუდოა, რომ ახლახან გამოვლენილი VDPV წარმოიშვა იმ პირისგან, რომელიც ჩამოვიდა. ქვეყნიდან, სადაც OPV გამოიყენებოდა დამატებითი იმუნიზაციის კამპანიებისთვის.[14][16]

2021 წელს, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ კვლავ დააფიქსირა, რომ პოლიოვირუსების საერთაშორისო გავრცელება შეშფოთებას იწვევს და კვლავ საერთაშორისო მასშტაბის რჩება საზოგადოებრივი ჯანმრთელობისათვის საგანგებო სიტუაციის კატეგორიაში.[17]

ზომიერი კლიმატის პირობებში, პოლიოვირუსული ინფექციები ყველაზე ხშირია ზაფხულის და შემოდგომის თვეებში.[18]​ ტროპიკული კლიმატის პირობებში, სეზონურობა ნაკლებად არის გამოხატული, მაგრამ ინფექციები შეიძლება უფრო ხშირი იყოს წვიმიან სეზონზე. პოლიოვირუსული ინფექცია ძირითადად აზიანებს 5 წლამდე ასაკის ბავშვებს, აბსოლუტური უმრავლესობა 36 თვემდე, განსაკუთრებით მათ, ვინც არ არის იმუნიზირებული.[19]

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას