ანამნეზი და გასინჯვა

ძირითადი დიაგნოსტიკური ფაქტორები

ხშირი

არაიმუნიზირებული სტატუსი

მიუხედავად იმისა, რომ აცრის არმიღება ერთ-ერთი რისკფაქტორია, პარალიზური პოლიომიელიტი შეიძლება განვითარდეს აცრილ ბავშვებშიც, ზოგჯერ შესუსტებული პერორალური პოლიოვირუსის (OPV) ვაქცინის გამო, ან ზოგჯერ იმიტომ, რომ OPV ვერ აყალიბებს დამცავ იმუნიტეტს.[1]

ცხოვრება ან მოგზაურობა ენდემურ რეგიონში

ყველაზე მაღალი რისკი აღენიშნებათ აუცრელ ან იმუნოსუპრესულ პირებს.[3]

დაზიანებული კიდურის ტონუსის დაქვეითება და მოტორული ფუნქციის დარღვევა

პარალიზური პოლიომიელიტის ნიშანია.

დაზიანებულ კიდურში მყესების რეფლექსების შესუსტება

პარალიზური პოლიომიელიტის ნიშანია.

დაზიანებული კიდურის კუნთოვანი ატროფია

პარალიზური პოლიომიელიტის ნიშანია.[Figure caption and citation for the preceding image starts]: ბავშვი, რომელსაც პოლიომიელიტის გამო მარჯვენა კიდურის დეფორმაცია აღენიშნებაCDC Public Health Image Library [Citation ends].com.bmj.content.model.Caption@7ba84770

სხვა დიაგნოსტიკური ფაქტორები

ხშირი

ასაკი <36 თვე

ყველაზე მაღალი რისკი აღენიშნებათ აუცრელ ან იმუნოსუპრესულ პირებს.

გასტროინტესტინური პროდრომი

ეს საერთოა მსუბუქი და მძიმე ავადმყოფობისათვის, თუმცა საკმაოდ არასპეციფიკურია, განსაკუთრებით განვითარებადი ქვეყნების პირობებში, სადაც დიარეას იწვევს სხვადასხვა, ბევრად უფრო ხშირი ნოზოლოგიები.[1]

ცხელება

მსუბუქი, არაპარალიზური ავადმყოფობის სიმპტომი.

საერთო სისუსტე

მსუბუქი, არაპარალიზური ავადმყოფობის სიმპტომი.

იშვიათი

სასუნთქი კუნთების ატროფია და სუნთქვის დარღვევა

ბულბური პარალიზური პოლიომიელიტის ნიშანია.

რისკფაქტორები

ძლიერი

აუცრელობა

ამჟამად, როგორც პერორალური პოლიოვირუსული ვაქცინა (Sabin), ასევე ინაქტივირებული პოლიოვირუსული ვაქცინა (IPV) (Salk) გამოიყენება მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონებში, თუმცა პერორალური ვაქცინა გამოიყენება განვითარებადი ქვეყნების უმრავლესობაში, სადაც მოქმედებს ერადიკაციის პროგრამა. აუცრელი მოსახლეობა განსაკუთრებით მოწყვლადია ინფექციის წინაშე.[1][23]

სანიტარული ნორმების არასაკმარისი დაცვა

რადგანაც დაავადება ფეკალურ-ორალური გზით გადადის, არასაკმარისი სანიტარული პირობები ხელს უწყობს პოლიოვირუსის გავრცელებას.[23]

ინფექციის ენდემური რეგიონი

პოლიოვირუსის ენდემური რეგიონები, როგორც წესი, ისეთი რეგიონებია, სადაც გარკვეული ფაქტორების გამო ვაქცინაცია სათანადოდ ვერ ტარდება, მაგ. შორეული დასახლებები,ომების და კულტურული ბარიერების გამო. შესაბამისად, მსგავს რეგიონებში ცხოვრება დაკავშირებულია აუცრელობასთან, რაც ენდემური ან იმპორტირებული პოლიომიელტის რისკს ზრდის (გამოწვეული ველური ან ვაქცინით მიღებული პოლიოვირუსით).[25][26]

სუსტი

სიღარიბე

სრულყოფილი ვაქცინაცია ჯანმრთელობის განსაზღვრის ერთ-ერთი სოციალური ნიშანია და ასოცირდება ჯანდაცვაზე წვდომის შეზღუდვასთან. თუმცა, ამ ფაქტორს გარკვეულწილად ებრძვის ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, რომლის ვაქცინაციის კამპანიის გუნდებიც ნებისმიერ ოჯახში შედიან. ასევე, მსოფლიოს მრავალმა ღარიბმა ქვეყანამ წარმატებით დაამარცხა და აღმოფხვრა პოლიომიელიტი.[24][25]

იმუნოსუპრესია

თანდაყოლილი ან შეძენილი იმუნოდეფიციტის მქონე პაციენტები მეტად მოწყვლადი არიან პოლიოვირუსის პერორალურ ვაქცინაში შემავალი შესუსტებული ვირუსით ინფექციის მიმართ.[27]

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას