დიფერენციული დიაგნოზები

ხშირი

დაძაბვის ტიპის თავის ტკივილი

ანამნეზი

ხშირად ასოცირდება ემოციურ სტრესორებთან, დეპრესიასთან, უძილობასთან; თავის ტკივილი შეიძლება შეფასდეს, როგორც მჭიდრო და ზოლის მსგავსი მოჭერითი, ორმხრივი, სტაბილური, ყრუ ხასიათის, არაპულსირებული, ზეწოლის ტკივილი (არა მძიმე ფორმის)

გასინჯვა

ხშირია პერიკრანიალური მტკივნეულობა, სხვაგვარად გასინჯვის შედეგები შესაძოა იყოს ნორმის ფარგლებში

პირველი გამოკვლევა
  • არ არის:

    დიაგნოზი კლინიკურია

სხვა გამოკვლევები

    შაკიკი

    ანამნეზი

    ცალმხრივი, პულსირებადი ან მოპულსირე ტკივილი, შაკიკი აურით: გულისრევა, ღებინება, ვიზუალური ფენომენი (მოციმციმე სინათლე, ზიგზაგისებრი ხაზები), ფოტოფობია, ფონოფობია, შესაძლოა ახლდეს გარდამავალი ფოკალური ნევროლოგიური დარღვევა; აურის სიმპტომები გრძელდება <60 წუთზე; ერთი კვლევა იყენებს მეხსიერების დამხმარე საშუალებას, პულსირებას: პულსაციის ხარისხი, ხანგრძლივობა 4-დან 72 საათამდე, ცალმხრივი ლოკალიზაცია, გულისრევა ან ღებინება და შეტევის ინტენსივობა (5 ქულა: სავარაუდოა შაკიკი; 3-4: შესაძლებელია შაკიკი; 1-2: შაკიკი ნაკლებად სავარაუდოა)

    გასინჯვა

    თუ დადგინდა შაკიკი აურით, გასინჯვისას შესაძლოა გამოვლინდეს ფოკალური (კეროვანი) ნევროლოგიური დარღვევები, სხვაგვარად გასინჯვის შედეგები ნორმის ფარგლებში

    პირველი გამოკვლევა
    • არ არის:

      დიაგნოზი კლინიკურია

    სხვა გამოკვლევები

      მწვავე სინუსიტი

      ანამნეზი

      ფრონტალური თავის ტკივილი, ცხვირის შეგუბება, ლორწოვან-ჩირქოვანი გამონადენი ცხვირიდან, ცხელება; თავის ტკივილი ძლიერდება წინ გადახრის, ხველების ან ცემინების დროს

      გასინჯვა

      სინუსური წარმოშობის ტკივილი, ფრონტალური და ჰაიმორის სინუსების პერკუსიის დროს ტკივილის გაძლიერება მეტყველებს მწვავე ბაქტერიულ სინუსიტზე

      პირველი გამოკვლევა
      • არ არის:

        დიაგნოზი კლინიკურია

      სხვა გამოკვლევები

        შუა ოტიტი

        ანამნეზი

        ხშირად გვხვდება ბავშვებში; ვლინდება ყურების ტკივილით, გაღიზიანებით, სმენის დაქვეითებით, ანორექსიით, ღებინებით ან ცხელებით, ჩვეულებრივ სასუნთქი გზების მიმდინარე ვირუსული ინფექციის პარალელურად

        გასინჯვა

        გამობერილი, შემღვრეული დაფის აპკი მოძრაობის დაქვეითებით; აპკი შესაძლოა იყოს თეთრი, ყვითელი, ვარდისფერი ან წითელი; დიაგნოზის დასმა ძირითადად ხდება ჩვეულებრივი ოტოსკოპის გამოყენებით

        პირველი გამოკვლევა
        • ოტოსკოპია:

          გამობერილი, შემღვრეული დაფის აპკი

        სხვა გამოკვლევები
        • პნევმატური ოტოსკოპია:

          ადასტურებს ეფუზიის არსებობას

        • ტიმპანომეტრია:

          ადასტურებს ეფუზიის არსებობას

        მენსტრუალური თავის ტკივილი

        ანამნეზი

        ეპიზოდური თავის ტკივილი, ყოველთვიური/ციკლური გამოვლინება, მენსტრუაციის პერიოდში

        გასინჯვა

        როგორც წესი ნორმალურია

        პირველი გამოკვლევა
        • არ არის:

          დიაგნოზი კლინიკურია

        სხვა გამოკვლევები

          მედიკამენტის შეწყვეტა

          ანამნეზი

          ბოლო დროს მედიკამენტების ცვლილება, ჩვეულებრივ ჰიპერტენზიის მედიკამენტები ან ანტიჰისტამინური წამლები, კოფეინი, ფსევდოეფედრინი, ოპიატები, კორტიკოსტეროიდები

          გასინჯვა

          როგორც წესი ნორმალურია

          პირველი გამოკვლევა
          • არ არის:

            დიაგნოზი კლინიკურია

          სხვა გამოკვლევები

            მედიკამენტების ჭარბი გამოყენება

            ანამნეზი

            ჭარბი მოხმარების თავის ტკივილი განიხილება, თუ პაციენტი ფონური თავის ტკივილით ღებულობს მარტივ ანალგეზიას (მაგალითად, პარაცეტამოლი, ასპირინი, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები [NSAIDs]) თვეში ≥15 დღეზე, ან ოპიოიდი, ერგოტი, ტრიპტანი ან ანალგეზიის კომბინაცია ≥10 დღეზე თვეში; პაციენტებს ან უვითარდებათ ახალი ტიპის თავის ტკივილი ან განიცდიან უკვე არსებული თავის ტკივილის გაუარესებას

            გასინჯვა

            როგორც წესი ნორმალურია

            პირველი გამოკვლევა
            • არ არის:

              დიაგნოზი კლინიკურია

            სხვა გამოკვლევები

              კისრის პარასპინალური კუნთის მტკივნეულობა

              ანამნეზი

              მოჭერითი ხასიათის თავის ტკივილი, ორმხრივი, მუდმივი, არა-პულსაციური, მომჭერი ხასიათის ტკივილი (მსუბუქი)

              გასინჯვა

              პალპაციით კუნთის ტკივილი, შესაძლოა დარღვეული იყოს კისრის მოძრაობა

              პირველი გამოკვლევა
              • არ არის:

                დიაგნოზი კლინიკურია

              სხვა გამოკვლევები

                კარიესი/სიბრძნის კბილის ჩაჭედვა

                ანამნეზი

                ტკივილი ტკბილი, ცხელი ან ცივი საკვების ან სითხის მიღებისას; სიბრძნის კბილის ტკივილს ახასიათებს 'ნალისებური' გავრცელება ინტენსიური, ფეთქვადი, ცალმხრივი ტკივილით; ვლინდება ახალგაზრდა მოზრდილებში

                გასინჯვა

                ხილული კარიესი, შემოწმებისას ემალი რბილი, დენტალურმა აბსცესმა შესაძლოა გამოიწვიოს პირში უსიამოვნო სუნი, კისრის გადიდებული ლიმფურიკვანძები, ცხელება და ყბის შეშუპება

                პირველი გამოკვლევა
                • არ არის:

                  დიაგნოზი კლინიკურია

                სხვა გამოკვლევები
                • კბილის რენტგენი:

                  დაზიანებული კბილი, ღრუები, აბსცესები, პერიოდონტური დაავადება

                საფეთქელ-ქვედა ყბის დარღვევა

                ანამნეზი

                საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის ტკივილი, ხმაური სახსარში (დაწკაპუნება, ამოვარდნა ან კრეპიტაცია ჩაკეტვით/ჩაკეტვის გარეშე), საღეჭი კუნთების მტკივნეულობა/მომატებული მგრძნობელობა, ქვედა ყბის მოძრაობის შეზღუდვა; თავის ტკივილი საფეთქლის მიდამოში, ოტალგია და/ან ტინიტუსი სმენის მნიშვნელოვანი დარღვევის გარეშე ​​; შეიძლება იყოს წარმოდგენილი ასოცირებული სიმპტომები, როგორიცაა მიალგია და ართრალგია, დეპრესია და შფოთვა

                გასინჯვა

                ტკივილი შეიძლება გამოწვეული იყოს ყბის მოძრაობით ან საღეჭი კუნთებზე ზეწოლით და შეიძლება ასოცირებული იყოს ყბის დაწკაპუნებასთან ან ყბის მოძრაობის შემცირებასთან; ქვედა ყბის მაქსიმალური გახსნა არის 35-დან 55 მმ-მდე, მოძრაობა შეიძლება შემცირდეს <35 მმ-მდე; პირის მაქსიმალურ გახსნაზე შეიძლება იყოს გამოუსწორებელი გადახრა; სახის გამომეტყველება მიუთითებს ბრუქსიზმზე

                პირველი გამოკვლევა
                • არ არის:

                  დიაგნოზი კლინიკურია; საჭიროებს სტომატოლოგთან მიმართვას

                  მეტი
                სხვა გამოკვლევები
                • მაგნიტურ რეზონანსული კვლევა(MRI):

                  დისკის გადაადგილება

                  მეტი
                • CT ან კონუსური სხივის CT:

                  კონუსის სხივის CT გვიჩვენებს კონდილის გაბრტყელებას, ოსტეოფიტების წარმოქმნას, კორტიკალური ძვლის ეროზიას, კორტიკალური ძვლის ცვლილებებს, სკლეროზს, კონდილის მოტეხილობებს, სახსრების სივრცის ცვლილებას.

                  მეტი

                მწვავე ჰიდროცეფალია

                ანამნეზი

                უცაბედი ძლიერი თავის ტკივილი, გულისრევა, ლეთარგია

                გასინჯვა

                შეიძლება იყოს ნორმაში

                პირველი გამოკვლევა
                • თავის ტვინის კომპიუტერული ტომოგრაფია კონტრასტის გარეშე:

                  გაფართოებული პარკუჭები

                სხვა გამოკვლევები
                • ხერხემლის პუნქცია:

                  შეიძლება აჩვენოს მომატებული ინტრაკრანიალური წნევა​​

                იშვიათია

                იდიოპათიური ინტრაკრანიალური ჰიპერტენზია (ცერებრული ფსევდოსიმსივნე)

                ანამნეზი

                ტიპიურად მდედრობითი სქესის, მსუქანი, 20-დან 30 წლამდე ასაკის; გულისრევა, ღებინება, თავის ტკივილი, მხედველობის გარდამავალი დარღვევები, გარკვეული ასოციაცია მედიკამენტების გამოყენებასთან (ციმეტიდინი, კორტიკოსტეროიდები, დანაზოლი, იზოტრეტინოინი, ლევოთიროქსინი, ლითიუმი, მინოციკლინი, ნალიდიქსინის მჟავა, ნიტროფურანტოინი, ტამოქსიფენი, ტეტრაციკლინი ან ტრიმეთოპრიმ-სულფამეტოქსაზოლი)

                გასინჯვა

                პაპილოედემა

                პირველი გამოკვლევა
                • თავის ტვინის CT კონტრასტით ან კონტრასტის გარეშე:

                  ნეგატიური

                სხვა გამოკვლევები
                • ხერხემლის პუნქცია:

                  ინტრაკრანიალური წნევის მომატება

                  მეტი

                ტვინის სიმსივნე

                ანამნეზი

                შეიძლება გამოვლინდეს წონის აუხსნელი კლებით, ფოკალური ნევროლოგიური დეფიციტით; კიბოს ანამნეზი; თავის ტკივილი, რომელსაც ძილიდან გამოჰყავს პაციენტი ან აღინიშნება გაღვიძებისას, სუსტდება გაღვიძებიდან რამდენიმე საათში და ძლიერდება ფიზიკური დატვირთვისას ან ვალსალვას სინჯის დროს

                გასინჯვა

                კეროვანი ნევროლოგიური დაზიანებები

                პირველი გამოკვლევა
                • თავის ტვინის CT კონტრასტით ან კონტრასტის გარეშე:

                  რგოლოვანი კერები გარშემო შეშუპებით ან მის გარეშე

                  მეტი
                სხვა გამოკვლევები
                • თავის ტვინის MRI გადოლინიუმით და მის გარეშე:

                  რგოლოვანი კერები

                  მეტი

                ჰიპერტენზიული ენცეფალოპათია

                ანამნეზი

                მწვავედ დაწყებულმა თავის ტკივილმა, გულისრევამ, ღებინებამ, შესაძლოა გამოიწვიოს ფსიქიკური მდგომარეობის (მენტალური სტატუსის) ცვლილებები ან მხედველობის დარღვევა

                გასინჯვა

                მომატებული სისხლის წნევა, სისხლის საშუალო არტერიული წნევა >150-დან 200 მმ ვწყ სვ

                პირველი გამოკვლევა
                • თავის ტვინის კომპიუტერული ტომოგრაფია:

                  ნეგატიური

                  მეტი
                სხვა გამოკვლევები

                  ეკლამფსია/პრეეკლამფსია

                  ანამნეზი

                  მესამე ტრიმესტრის ფეხმძიმობა ან ლოგინობის პერიოდი, ტერფების შეშუპება, წონაში მატება (>2.2 კგ/კვირაში), ვიზუალური დარღვევები (მხედველობის დაბინდვა, მკვეთრი შუქები); ეკლამფსიას განასხვავებს გულყრები

                  გასინჯვა

                  სისხლის წნევა >140/90 მმ ვწყ სვ

                  პირველი გამოკვლევა
                  • თავის ტვინის კომპიუტერული ტომოგრაფია:

                    ნეგატიური

                  სხვა გამოკვლევები
                  • შარდის საერთო ანალიზი:

                    პროტეინურია (300 მგ/24 საათი ან 1 გრ/მლ)

                  • FBC:

                    ჰემოლიზის დროს დაბალი ჰემოგლობინი, თრომბოციტების დაბალი რიცხვი

                  • ღვიძლის ფუნქციური სინჯები:

                    ჰიპერბილირუბინემია, მომატებული LDH, მომატებული ასპარტატ ამინოტრანსფერაზა

                  ჰიპოფიზის აპოპლექსია

                  ანამნეზი

                  თავის ტკივილი (ჩვეულებრივ, უეცარი დაწყება), გულისრევა, ღებინება, მენტალური სტატუსის ცვლილება, გვხვდება უპირატესად მამაკაცებში თანაფარდობით 2:1, ყველაზე ხშირად 37-დან 57 წლამდე ასაკში; უმეტესი შემთხვევა ვლინდება, როდესაც სწრაფად მზარდი, არაფუნქციური ჰიპოფიზის ადენომა იწვევს ინფარქტს, ან ჰემორაგიას ​

                  გასინჯვა

                  მხედველობის დარღვევები:გაორება, ფტოზი, მხედველობის ველის ცვლილებები

                  პირველი გამოკვლევა
                  • თავის ტვინის მაგნიტურ რეზონანსული გამოსახვა (MRI):

                    ჰიპოფიზის ჰემორაგია

                  სხვა გამოკვლევები
                  • თავის ტვინის კომპიუტერული ტომოგრაფია:

                    ჰიპოფიზის ჰემორაგია

                    მეტი

                  ვენური სინუსის თრომბოზი

                  ანამნეზი

                  დუფუზურად პროგრესირებადი ძლიერი თავის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, კრუნჩხვები, ჰიპერკოაგულაციური მდგომარეობა

                  გასინჯვა

                  მხედველობის ნერვის დისკის შეშუპება, კრანიალური ნერვების დამბლა, ფოკალური (კეროვანი) ნევროლოგიური დარღვევები

                  პირველი გამოკვლევა
                  • თავის ტვინის კომპიუტერული ტომოგრაფია კონტრასტით:

                    დელტას სიმპტომი მკვრივი სამკუთხედი ჰიპერმკვრივი თრომბიდან) ზედა საგიტალურ სინუსში

                  სხვა გამოკვლევები
                  • MRI მაგნიტურ-რეზონანსული ვენოგრაფიით (MRV):

                    ვენური სინუსის თრომბოზი

                    მეტი

                  ეპიდურალური ჰემატომა

                  ანამნეზი

                  თავის ქალის ტემპოროპარიეტული ნაწილის დახურული ტრავმა, რომელიც კლასიკურად ვლინდება გონების დაკარგვით, რასაც მოჰყვება გამონათების პერიოდი, ხოლო შემდეგ - ნევროლოგიური დარღვევები; შეიძლება განვითარდეს თავის ტკივილი, ღებინება, ლეთარგია

                  გასინჯვა

                  გასინჯვის შედეგი შეიძლება იყოს ნორმალური, დამოკიდებულია ლოკალიზაციაზე, ზომაზე და ზეწოლის ეფექტის არსებობაზე ან არარსებობაზე, გუგების იპსილატერალურ დილატაციაზე.

                  პირველი გამოკვლევა
                  • თავის ტვინის კომპიუტერული ტომოგრაფია კონტრასტის გარეშე:

                    ოსპისებრი/ორმაგად ამოზნექილი სიმკვრივე

                  სხვა გამოკვლევები

                    სუბარაქნოიდული სისხლჩაქცევა (SAH)

                    ანამნეზი

                    შეიძლება გამოვლინდეს "ჭექა-ქუხილის" თავის ტკივილი (მძიმე ფორმის თავის ტკივილის უეცარი დაწყება) ან "სენტილური"თავის ტკივილი (მსუბუქი თავის ტკივილი წინ უსწრებს მძიმეს); ჩვეულებრივ გვხვდება 40-დან 60 წლამდე ასაკის ქალებში

                    გასინჯვა

                    კეფის კუნთების რიგიდობა

                    პირველი გამოკვლევა
                    • თავის ტვინის კომპიუტერული ტომოგრაფია კონტრასტის გარეშე:

                      სისხლი ვილისის წრეში

                      მეტი
                    სხვა გამოკვლევები
                    • ხერხემლის პუნქცია:

                      ქსანთოდერმია ან მაკროსკოპულად სისხლით შეღებილი

                      მეტი

                    სუბდურალური სისხლჩაქცევა

                    ანამნეზი

                    უფრო მეტად სავარაუდოა ანამნეზში ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება, ანტიკოაგულანტები, ხშირი დაცემა, გულყრები; შესაძლოა გამოვლინდეს მენტალური სტატუსის ცვლილება, გულყრები, კომა

                    გასინჯვა

                    შესაძლოა იყოს ნორმის ფარგლებში, დამოკიდებულია მის მდებარეობაზე, ზომაზე და მასის ეფექტის არსებობაზე ან არარსებობაზე, ან პაციენტს შესაძლოა ჰქონდეს ფსიქიკური მდგომარეობის (მენტალური სტატუსის) ცვლილება, ფოკალური, კეროვანი დაზიანება, გულყრები, თვალის გუგის ანომალიები, ან კომა

                    პირველი გამოკვლევა
                    • თავის ტვინის კომპიუტერული ტომოგრაფია კონტრასტის გარეშე:

                      ნახევარიმთვარის ფორმის თრომბი, რომელიც ფარავს ნახევარსფერულ ამოზნექილობას

                      მეტი
                    სხვა გამოკვლევები
                    • თავის ტვინის მაგნიტურ რეზონანსული გამოსახვა (MRI):

                      სუბდურული სითხის შეგროვება

                      მეტი

                    მენინგიტი

                    ანამნეზი

                    უფრო მაღალია ალბათობა აივ ინფიცირებულ ან იმუნოკომპრომისიულ პირებში, კლასიკური ტრიადაა ცხელება, თავის ტკივილი, კისრის კუნთების გაშეშება; სხვა სიმპტომებია გულისრევა, ღებინება, გულყრები, კეროვანი დაზიანება, ფოტოფობია, გამონაყარი; მენინგოკოკური სეფსისი ვლინდება ჰიპოტენზიით, მენტალური სტატუსის ცვლილებით და მეწამული ფერის ან პეტექიური გამონაყარით

                    გასინჯვა

                    მენინგეალური ნიშნები: ბრუდზინსკის ნიშანი (ბარძაყის მოხრა კისრის მოხრასთან ერთად), კერნიგის ნიშანი (ბარძაყის მოხრისას მუხლის მტკივნეული გაშლა ), მხედველობის ნერვის დისკოს შეშუპება გაზრდილი ინტრაკრანიალური წნევით

                    პირველი გამოკვლევა
                    • თავის ტვინის კომპიუტერული ტომოგრაფია კონტრასტის გარეშე:

                      ნეგატიური

                      მეტი
                    სხვა გამოკვლევები
                    • ხერხემლის პუნქცია:

                      ბაქტერიული: გლუკოზის დაბალი დონე, პროტეინების მომატება, პოლიმორფონუკლეარული უჯრედების უპირატესობა; ვირუსული: გლუკოზის ნორმალური დონე, პროტეინები ნორმალური მაჩვენებელი, მონოციტების უპირატესობა​​

                    თავის ტვინის აბსცესი

                    ანამნეზი

                    თავის ტკივილი, ცხელება, ღებინება, ფოკალური ნევროლოგიური დეფიციტი, შესაძლოა იყოს იმუნოკომპრომისული

                    გასინჯვა

                    პაპილოედემა

                    პირველი გამოკვლევა
                    • თავის ტვინის კომპიუტერული ტომოგრაფია კონტრასტით:

                      გაძლიერებული წრეები დაბალი-სიმკვრივის ცენტრის და თეთრი ნივთიერების შეშუპების ადგილის ირგვლივ

                    სხვა გამოკვლევები
                    • თავის ტვინის მაგნიტურ რეზონანსული გამოსახვა (MRI):

                      აჩვენებს ბეჭდის გამაძლიერებელ დაზიანებას

                      მეტი

                    ნახშირჟანგით მოწამვლა

                    ანამნეზი

                    არასპეციუფიკური ადრეული ნიშნები და სიმპტომები; შესაძლოა მოხდეს ექსპოზიცია გამათბობელთან (ძველ სახლებში), შენობის გამათბობლებთან, სახლებში არსებულ ბუხრებთან, ან გაზის ღუმელებთან; გრიპისმაგვარი სიმპტომები, ოჯახის სხვა წევრები მსგავსი სიმპტომებით ან ბოლო დროს გარდაცვლილი სახლის ცხოველები, დილის თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ატაქსია, გონების დაბინდვა, გულისრევა/ღებინება, შესაძლოა გამოვლინდეს გვიან შემოდგომაზე/ზამთრის პირველ თვეებში

                    გასინჯვა

                    სუსტი კოორდინაცია, მეხსიერების დაკარგვა, მსტვინავი ხიხინი, ჰიპერვენტილაცია

                    პირველი გამოკვლევა
                    • კარბოქსიჰემოგლობინის დონე:

                      არტერიული სისხლის აირების ანალიზით; ნორმის ზედა ზღვარზე არამწეველების 3%-ში და მწეველების 10%-ში

                      მეტი
                    სხვა გამოკვლევები
                    • O2-ის სატურაცია:

                      ხშირად ნორმალური

                    • პულსური CO-ოქსომეტრი:

                      მომატებული ნახშირბადის მონოქსიდი

                    ტვინის შერყევის სინდრომი/ტრავმა

                    ანამნეზი

                    ანამნეზში ახლო წარსულში თავის ტრავმა , გონების შესაძლო დაკარგვა, თავბრუსხვევა, დაღლილობა, კონცენტრაციის დაქვეითება, უძილობა, ფსიქომოტორული შეფერხება

                    გასინჯვა

                    გასინჯვის შედეგი შეიძლება იყოს ნორმალური ან გამოავლინდეს ტრავმის, სკალპის ჭრილობის ან კონტუზიის მტკიცებულება

                    პირველი გამოკვლევა
                    • არ არის:

                      დიაგნოზი კლინიკურია

                    სხვა გამოკვლევები
                    • თავის ტვინის კომპიუტერული ტომოგრაფია:

                      ნეგატიური

                      მეტი

                    მთის მწვავე დაავადება/ჰიპოქსია

                    ანამნეზი

                    ვლინდება სიმაღლეზე ასვლისას >2500 მეტრზე; სიმპტომებია: თავის ტკივილი, ანორექსია, გულისრევა, ღებინება, მსუბუქი თავბრუსხვევა, დაღლილობა, გულისწასვლა და ძილის დარღვევა; თავის ტკივილი არის დიფუზური და მუდმივი, ხშირად უარესდება დაძაბვით, სიმძიმის აწევით ან ხველებით

                    გასინჯვა

                    ფსიქიკური სტატუსის ცვლილებები, მხედველობის ნერვის დისკის შეშუპება, სისხლჩაქცევა ბადურაში

                    პირველი გამოკვლევა
                    • არ არის:

                      დიაგნოზი კლინიკურია

                    სხვა გამოკვლევები

                      კლასტერული (ჯგუფური) თავის ტკივილი

                      ანამნეზი

                      უფრო ხშირად 20 წელზე უფროსი ასაკის მამაკაცებში მძიმე ფორმის უნილატერალური ორბიტალური, სუპრა-ორბიტალური ან ტემპორალური ტკივილი, რომელიც გრძელდება 15-დან 180 წუთამდე, ახლავს თვალების გაწითლება, ჭარბი ცრემლდენა, ცხვირის გაჭედვა, სახის შეშუპება; ხშირი შეტევები ვლინდება კლასტერებში, გრძელდება კვირები ან თვეები, რასაც მოჰყვება რემისიის პერიოდები; პაციენტებს ახასიათებთ შეტევების დროს იატაკზე სვლა

                      გასინჯვა

                      კონიუნქტივური ინექცია, ცრემლდენა, სახის შეშუპება, მიოზი, ფტოზი, რინორეა

                      პირველი გამოკვლევა
                      • თავის ტვინის და ჰიპოფიზის MRI ინტრავენური კონტრასტით და მის გარეშე:

                        ნორმა პირველადი კლასტერული თავის ტკივილის დროს; ნორმიდან გადახრილი შედეგები შეიძლება მიუთითებდეს მეორად მიზეზებზე (მაგ. სიმსივნე, კავერნოზული სინუსის პათოლოგია)

                      სხვა გამოკვლევები

                        პაროქსიზმული ჰემიკრანია

                        ანამნეზი

                        უნილატერალური მძიმე ფორმის ორბიტალური, სუპრაორბიტალური და/ან ტემპორალური ტკივილი, რომელიც გრძელდება 2-დან 30 წუთამდე; გამოირჩევა კლასტერული თავის ტკივილისგან შეტევის ხანგრძლივობით და სრული რემისიით ინდომეტაცინის მიღებისას; არ არის უპირატესობა მამაკაცებში

                        გასინჯვა

                        კონიუნქტივის ჰიპერემია, ცრემლდენა, რინორეა, თვალის ქუთუთოების შეშუპება, სახის ოფლიანობა, მიოზი, ფტოზი

                        პირველი გამოკვლევა
                        • არ არის:

                          დიაგნოზი კლინიკურია

                        სხვა გამოკვლევები

                          სამწვერა ნერვის ანთება

                          ანამნეზი

                          მძიმე ფორმის ცალმხრივი ტკივილის პაროქსიზმები სამწვერა ნერვის გასწვრივ, რომელიც გრძელდება წამით, პაროქსიზმებს შორის ტკივილის გარეშე, ანამნეზში შეიძლება იყოს ჰერპესული ეპიზოდი ან გაფანტული სკლეროზი; ტკივილს აქვს "ელექტროშოკის მსგავსი" ხასიათი; გამოწვეულია სამწვერა ნერვის გავრცელების ზონაში არასახიფათო სტიმულაციით

                          გასინჯვა

                          ხშირად უმნიშვნელო

                          პირველი გამოკვლევა
                          • არ არის:

                            დიაგნოზი კლინიკურია

                            მეტი
                          სხვა გამოკვლევები

                            მწვავე დახურულკუთხიანი გლაუკომა

                            ანამნეზი

                            მწვავე, ცალმხრივი ტკივილი თვალში და/ან შუბლში, დაბინდული მხედველობა, წრეები სინათლის სხივის ირგვლივ, ინიცირებული სკლერა, გულისრევა/ღებინება, ასაკი >50 წელი

                            გასინჯვა

                            ზომიერად დილატირებული გუგები, მხედველობის დაქვეითებული სიმახვილე, მომატებული თვალშიდა წნევა, დიაგნოზის დასმა ხდება შესამჩნევი დამახასიათებელი ცვლილებების საფუძველზე თვალის ნერვის თავში, მხედველობის არის დაკარგვასთან ერთად ან მის გარეშე

                            პირველი გამოკვლევა
                            • გონიოსკოპია, წინა კამერის კუთხის გამოკვლევა:

                              ორივე თვალის გონიოსკოპია უნდა ჩატარდეს ყველა პაციენტში, სადაც ეჭვია დახურულკუთხოვან გლაუკომაზე

                              მეტი
                            სხვა გამოკვლევები
                            • ჭვრიტული ლამპით გამოკვლევა:

                              ვიწრო წინა კამერა; და გლაუკომის ნიშნები: რქოვანას შეშუპება, ბროლის ცვლილება და რქოვანას ენდოთელიუმის დაკარგვა

                            • თვალის ტონომეტრია:

                              >21 მმ Hg საეჭვო

                            გიგანტურუჯრედვანი არტერიტი

                            ანამნეზი

                            ასაკი >50 წელზე, მდედრობითი სქესის უპირატესობა, ანამნეზში შეიძლება ჰქონდეს რევმატული პოლიმიალგია,შესაძლოა გამოვლინდეს უმტკივნეულო მონოკულარული მხედველობის დაკარგვით, გრიპის მსგავსი სიმპტომებით, ყბის ტკივილით

                            გასინჯვა

                            ცალმხრივი სიბრმავე, საფეთქლის არეში ტკივილი, ფუნდოსკოპიამ შესაძლოა გამოავლინოს თვალის ნერვის შეშუპება

                            პირველი გამოკვლევა
                            • ერითროციტების დალექვის სიჩქარე (ედს):

                              მომატებულია GCA-ის დროს

                              მეტი
                            • CRP:

                              მომატებულია GCA-ის დროს

                              მეტი
                            • FBC:

                              GCA-ს მქონე პაციენტებს შეიძლება ჰქონდეთ ნორმოქრომული, ნორმოციტური ანემია ლეიკოციტების ნორმალური რაოდენობით და თრომბოციტების მომატებული რაოდენობით; შეიძლება გამოვლინდეს მსუბუქი ლეიკოციტოზი

                              მეტი
                            • სისხლძარღვთა ულტრასონოგრაფია:

                              კედლის ანთებითი ცვლილებები GCA-ში

                              მეტი
                            • საფეთქლის არტერიის ბიოფსია:

                              ჰისტოპათოლოგია, როგორც წესი, აჩვენებს გრანულომატოზურ ანთებას GCA-ში

                              მეტი
                            სხვა გამოკვლევები
                            • FDG-PET სკანირება თავის შუა ბარძაყამდე:

                              პაციენტებში საეჭვო GCA-ით ვლინდება კედლის ანთება ან ექსტრაკრანიალური არტერიების სანათურის ცვლილებები; GCA-ს დროს შეიძლება გამოვლინდეს FDG-ს შეთვისება მსხვილ სისხლძარღვებში (აორტა და ძირითადი ტოტები)

                              მეტი
                            • კრანიალური არტერიების მაღალი გარჩევადობის MRI:

                              პაციენტებში საეჭვო GCA-ით ვლინდება კედლის ანთება ან ექსტრაკრანიალური არტერიების სანათურის ცვლილებები

                              მეტი

                            ზიკა ვირუსის ინფექცია

                            ანამნეზი

                            ბოლო დროს ცხოვრება ან მოგზაურობა ენდემურ რეგიონებში; ბევრი პაციენტი ასიმპტომურია, სიმპტომები მსუბუქია და რამდენიმე დღიდან ერთ კვირამდე გრძელდება; დამახასიათებელი ნიშნებია ცხელების უეცარი დაწყება ართრალგიით, კონიუნქტივიტით, მილაგიით და თავის ტკივილით

                            გასინჯვა

                            არასპეციფიკური კლინიკური ნიშნები, რომლებიც ჰგავს ვირუსულ ან გრიპისმაგვარ დაავადებას, მაკულოპაპულური გამონაყარი

                            პირველი გამოკვლევა
                            • უკუტრანსკრიპტაზას პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია (RT-PCR) სისხლის ან შარდის ნიმუშზე:

                              დადებითია ვირუსულ რნმ-ზე

                            • ენზიმშეკავშირებული იმუნოსორბენტული კვლევა (ELISA):

                              დადებითია ვირუსის სპეციფიკურ ანტისხეულებზე

                            სხვა გამოკვლევები

                              ჩიკუნგუნია

                              ანამნეზი

                              ბოლო დროს ცხოვრება ან მოგზაურობა ენდემურ რეგიონებში; ხშირი ნიშნებია ცხელება, სახსრების ორმხრივი ტკივილი; ნაკლებად ხშირია თავის ტკივილი, ფოტოფობია, მიალგია, ართრიტი, გულისრევა/ღებინება

                              გასინჯვა

                              კონუნქტივიტი, მაკულოპაპულური გამონაყარი.

                              პირველი გამოკვლევა
                              • ენზიმშეკავშირებული იმუნოსორბენტული კვლევა (ELISA):

                                დადებითია ვირუსის სპეციფიკურ IgM ან IgG ანტისხეულებზე

                              • არაპირდაპირი იმუნოფლუორესცენცია:

                                დადებითია IgM ან IgG ანტისხეულებზე

                              სხვა გამოკვლევები
                              • რეალურ დროში პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის (PCR), რეალურ დროში მარყუჟოვანი იზოთერმული ამპლიფიკაციის (RT-LAMP) ან ჩვეულებრივი უკუტრანსკრიპციის-PCR (RT-PCR) ანალიზი:

                                დადებითია ვირუსის გენეტიკურ მასალაზე

                              დენგეს ცხელება

                              ანამნეზი

                              ბოლო დროს ცხოვრება ან მოგზაურობა ენდემურ რეგიონებში; მაღალი ცხელება და ქვემოთჩამოთვლილთაგან სულ მცირე ორი ნიშანი: ძლიერი თავის ტკივილები, ძლიერი ტკივილი რეტროორბიტალურ არეში, ართრალგია, კუნთის და/ან ძვლის ტკივილი, გამონაყარი, მსუბუქი სისხლდენები (მაგ. ცხვირიდან ან ღრძილებიდან, პეტექიები, ადვილი დალურჯებები), ლეიკოციტების დაბალი რაოდენობა

                              გასინჯვა

                              გამონაყარი, მსუბუქი სისხლდენები (მაგ. ცხვირიდან ან ღრძილებიდან, პეტექიები, ადვილი დალურჯებები)

                              პირველი გამოკვლევა
                              • უკუტრანსკრიპციის პოლიმერაზული ჯაჭვის რეაქცია (RT-PCR):

                                დადებითია ვირუსულ რნმ-ზე

                                მეტი
                              • ენზიმშეკავშირებული იმუნოსორბენტული კვლევა (ELISA):

                                დადებითია IgM ან IgG ანტისხეულებზე

                                მეტი
                              სხვა გამოკვლევები
                              • არასტრუქტურული ცილა 1 (NS1)-ის დეტექცია:

                                დადებითი

                                მეტი

                              ინსულტი

                              ანამნეზი

                              ნევროლოგიური დეფიციტი, გულისრევა, ღებინება, თავბრუსხვევა, მენტალური სტატუსის ცვლილება; თავის ტკივილი იშვიათად არის იშემიური ინსულტის გამოვლინება ან დახასიათებელი ნიშანი

                              გასინჯვა

                              ნევროლოგიური დეფიციტი

                              პირველი გამოკვლევა
                              • თავის ტვინის კომპიუტერული ტომოგრაფია კონტრასტის გარეშე:

                                ჰიპერატენუაციური დაზიანება ჰემორაგიული ინსულტის დროს; ჰიპერატენუაციური (მუქი) დაზიანება იშემიური ინსულტის დროს, თუმცა შეიძლება არ გამოვლინდეს იშემიური ინსულტის პირველი 24-48 საათის განმავლობაში

                              სხვა გამოკვლევები

                                ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას