ურგენტული საკითხები

იხ. დიფერენციული დიაგნოზები დამატებითი დეტალებისთვის

თავის ტკივილის მქონე პაციენტთა დაახლოებით 6%-10%-ს აქვს სერიოზული პათოლოგია.[9][10] ქვემოთჩამოთვლილი მდგომარეობები წარმოადგენს კონკრეტულ პრობლემებს და სასწრაფო საჭიროებს ჩარევას.

მენინგიტი

  • პაციენტები მოდიან ცხელებით, თავის ტკივილით, კისრის გაშეშებით.

  • პაციენტს შეიძლება განუვითარდეს მენინგოკოკური სეფსისი, რომელიც გამოვლინდება ჰიპოტენზიით, შეცვლილი მენტალური სტატუსით და პურპურული ან პეტექიური გამონაყარით.

  • პაციენტს უნდა გაუკეთდეს ლუმბური პუნქცია (LP) საავადმყოფოში მისვლიდან 1 საათის განმავლობაში, იმ პირობით, რომ ეს უსაფრთხოა, და დაუყოვნებლივ დაიწყოს ანტიბიოტიკოთერაპია.[11][12]​​​​​​​ თუ არსებობს დიდი ეჭვი, ანტიბიოტიკები უნდა დაინიშნოს ემპირიულად LP-მდე.

  • თუ LP გადაიდო CT-სთვის, უნდა მოხდეს სისხლის კულტივირება და ფართო სპექტრის ანტიბიოტიკების მიცემა CT-მდე..​​[11]

ეპიდურალური ჰემატომა

  • თავის ბლაგვი ტრავმის ანამნეზი თხემ-საფეთქლის არეში

  • სასწრაფო კომპიუტერული ტომოგრაფია.

სუბდურალური სისხლჩაქცევა

  • ანამნეზში ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება, კოაგულოპათია, ტრავმა

  • სასწრაფო კომპიუტერული ტომოგრაფია.

სუბარაქნოიდული სისხლჩაქცევა (SAH)

  • უეცარი დასაწყისი, ცხოვრებაში ყველაზე ძლიერი თავის ტკივილი.

  • სასწრაფო კომპიუტერული ტომოგრაფია.[13]

შეიძლება გამოვლინდეს "ჭექა-ქუხილის" თავის ტკივილი (მძიმე ფორმის თავის ტკივილის უეცარი დაწყება) ან "სენტილური" თავის ტკივილი (მსუბუქი თავის ტკივილი, რომელიც წინ უსწრებს მძიმეს, ნანახია 10%-დან 43%-მდე).[14][15]

ოტავას სუბარაქნოიდული ჰემორაგიის წესის გამოყენებამ შეიძლება შეამციროს გამოუვლინებელი SAH-ის ინციდენტობა(და გადაუდებელი CT-ს საჭიროება) ≥15 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებში ნორმალური ნევროლოგიური გამოკვლევით და სიმპტომების დაწყებიდან 1 საათის განმავლობაში პიკური სიმძიმის თავის ტკივილით.​[13][14]​​​[16]

გამოვლინების საშუალო ასაკი დაახლოებით 55 წელია; SAH უფრო ხშირია ქალებში, ვიდრე მამაკაცებში.[17][18]

ჰიპერტენზიული ენცეფალოპათია

  • მომატებული სისხლის წნევა, სისხლის საშუალო არტერიული წნევა >150- 200 მმ. ვწყ. სვ.

  • სასწრაფო კომპიუტერული ტომოგრაფია.

  • BP სწრაფად უნდა შემცირდეს 20%-დან 25%-მდე (ლაბეტალოლი, ნიკარდიპინი)

ეკლამფსია/პრეეკლამფსია

  • მომატებული სისხლის წნევა ორსულებში ან მშობიარე პაციენტებში

  • შეიძლება აღენიშნებოდეს პროტეინურია, ტერფების შეშუპება და გულყრები

  • მეან-გინეკოლოგის კონსულტაცია BP-ის უსაფრთხო შემცირებისა და ორსულობის გადაუდებელი მართვისთვის

გიგანტურუჯრედვანი არტერიტი

  • პაციენტის ასაკი >50 წელზე ახალდ გამოვლენილი მძიმე ფორმის თავის ტკივილით

  • მოწმდება ერითროციტების დალექვის სიჩქარე

  • თუ დიაგნოზი საეჭვოა საჭიროა დაუყოვნებელი კორტიკოსტეროიდებით მკურნალობა სიბრმავის პრვენციის მიზნით

მწვავე დახურულკუთხიანი გლაუკომა

  • თავის ტკივილი ხანდაზმულ ადამიანებში (ასაკი>50 წელზე)

  • დაქვეითებული მხედველობის სიმახვილე, გულისრევა/ღებინება, თვალის ტკივილი, საშუალოდ დილატირებული ფიქსირებული გუგა

  • თვალშიდა წნევა უნდა შემცირდეს (პილოკარპინი, თიმოლოლი ან აცეტაზოლამიდი)

  • ოფთალმოლოგის კონსულტაცია

ინტრაკრანიული წნევის მომატება

  • მკურნალობის გარეშე მან შეიძლება გამოიწვიოს მხედველობის მუდმივი დაკარგვა, მუდმივი ნევროლოგიური დეფიციტი და სიკვდილი.

  • უწვეტი ძიერი თავის ტკივილი. შეიძლება ძლიერდებოდეს ხველით, დაძაბულობით ან მოხრით. პაციენტების ერთ მესამედში თავის ტკივილი უარესია გაღვიძებისას.[19]

  • პაციენტებს ასევე აღენიშნებათ ვიზუალური სიმპტომები, მათ შორის ბუნდოვანი ან გაორებული ხედვა და მხედველობის ტრანზიტორული დაკარგვა.

  • დაათვალიერეთ თვალის ფსკერი მხედველობის ნერვის დისკის შეშუპების ნიშნებზე.

  • მოცულობითი წარმონაქმნის იდენტიფიცირების მიზნით სასწრაფო ნევროლოგიური გამოსახულებითი კვლევის შემდეგ ლუმბალური პუნქციის გაკეთება უსაფრთხოა.

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას