დიფერენციული დიაგნოზები
ხშირი
ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება(ფქოდ)
ანამნეზი
პროგრესირებადი დისპნოე რამდენიმე წლის განმავლობაში, დატვირთვისადმი ტოლერანტობის თანდათან გაუარესება; ქრონიკული პროდუქტიული ხველა (შეიძლება იყოს მშრალიც), როგორც წესი, უარესდება დილით და ვარჯიშის დროს; რისკფაქტორები, მაგ. ამჟამად ან ანამნეზში მოწევა, ოჯახურ ანამნეზში ფქოდი, ბავშვობის რესპირატორული ინფექციები, პროფესიული ექსპოზიცია სიგარეტის კვამლზე, გამონაბოლქვებზე, ქიმიურ ნივთიერებებზე; შეიძლება შეგვხვდეს თანმხლები დაავადებები; გამწვავება ხასიათდება ცხელებით, დისპნოეს ქვემწვავე გაძლიერებით, ნახველის მატებით, ნახველის მახასიათებლების ცვლილებით; მძიმე ეპიზოდი ახალგაზრდა პაციენტში ან პაციენტში, რომელიც არ ან მინიმალურად ეწევა, მიუთითებს ალფა-1 ანტიტრიფსინის დეფიციტზე
გასინჯვა
სახის შეწითლება, ციანოზი, ხოორხის სიმაღლე 4 სმ ან ნაკლები, მოკუმული ტუჩებით სუნთქვა, გულმკერდის გადაბერვა, გახანგრძლივებული ამოსუნთქვა, ხმაურიანი სუნთქვა (rhonchi) ისმის ხიხინი ან მსტვინავი სუნთქვა; შეიძლება ჰქონდეს დოლის ჩხირისებრი თითები; მძიმე შემთხვევები: ჰიპოქსემია მოსვენებისას ან დატვირთვისას; შესაძლებელია პარადოქსული პულსი, ფსიქიკური სტატუსის ცვლილებები
პირველი გამოკვლევა
- სპირომეტრია:
ფორსირებული ამოსუნთქვის პირველ წამში ჰაერის მოცულობის შემცირება (FEV1), დაქვეითებული FEV1 / ფორსირებული სასიცოცხლო ტევადობის (FVC) თანაფარდობა
მეტი
სხვა გამოკვლევები
- სუნთქვის ფუნქციური სინჯები:
ნარჩენი მოცულობის გაზრდა (RV), ფილტვების საერთო ტევადობის გაზრდა (TLC), ფილტვის დიფუზური ტევადობის შემცირება ნახშირბადის მონოქსიდზე (DLCO)
მეტი - გულმკერდის რენტგენი:
ფილტვის მოცულობის გასრდა, შეიძლება გამოვლინდეს გაბრტყელებული ჰემიდიაფრაგმა
მეტი - არტერიული სისხლის აირები (ABG):
ჰიპოქსემია, ჰიპერკაპნია
მეტი
გულის შეგუბებითი უკმარისობა
ანამნეზი
ორთოპნოე, ღამის პაროქსიზმული დისპნოე, დისპნოე დატვირთვისას, შეიძლება იყოს ქრონიკული და ახასიათებდეს გამწვავებები, ტკივილი გულმკერდის არეში, კოჭების შესიება; სწრაფად პროგრესირებადი უკმარისობა; დისპნოე წამყვანი სიმპტომია კლინიკურად
გასინჯვა
კისრის ვენების გადაბერვა, ორმხრივი წვრილბუშტუკოვანი სველი ხიხინი ფუძეებში, გულის საძგერის გადაადგილება, S3 გალოპის რითმი, პერიფერიული შეშუპება, მუცლის გარშემოწერილობის გაზრდა, შეიძლება გამოვლინდეს ციანოზი და ფსიქიკური სტატუსის ცვლილება
პირველი გამოკვლევა
- გულმკერდის რენტგენი:
კარდიომეგალია, ქვედა წილების ორმხრივი დაჩრდილვა, პლევრული გამონაჟონი, გადიდებული ჰილარული სისხლძარღვები, სითხე ჰორიზონტალურ ღარში, კერლის B-ხაზები
მეტი - ექოკარდიოგრაფია:
გულის სარქვლოვანი დაავადება ან კედლის მოძრაობის რეგიონული / გლობალური დარღვევები
- B ტიპის თავის ტვინის ნატრიურეზული პეპტიდი (BNP) ან N- ტერმინალური პრო-BNP (NT-pro-BNP):
მოამტებულია
მეტი
სხვა გამოკვლევები
- სისხლის შრატში ელექტროლიტების შემცველობა:
შესაძლოა აღინიშნოს ჰიპონატრიემია
- საწოლის ფილტვის ულტრასონოგრაფია:
ულტრაბგერითმა გამოკვლევამ სამედიცინო დახმარების აღმოჩენის ადგილზე (POCUS) შეიძლება აჩვენოს B-ხაზების არსებობა
მეტი - ელექტროკარდიოგრამა:
გულის უკმარისობის გამწვავებას რაიმე კონკრეტული მახასიათებლები არ აქვს; შესაძლოა გამოვლინდეს Q კბილის, ST სეგმენტის დაწევა, T კბილის ინვერსია, მარცხენა ტოტის ბლოკადა და რითმის ცვლილებები (წინაგულოვანი ფიბრილაცია და თრთოლვა)
- გულის ენზიმები:
შეიძლება იყოს მომატებული, როგორც მიოკარდიუმის დაჭიმვისა და დაზიანების ნიშანი
მეტი
ასთმა
ანამნეზი
ეპიზოდური მსტვინავი სუნთქვა, ხველა, მოჭერა გულმკერდის არეში, დისპნოე, სიმპტომების ცვალებადობა- შეიძლება იყოს სეზონური ან მოყვებოდეს ვირუსულ ინფექციას/ექსპოზიციას ალერგენზე, ცივ ჰაერზე ან ვარჯიშს; შეიძლება ანამნეზში ჰქონდეს სხვა ატოპიური დაავადებები; სიმპტომები, როგორც წესი, ბავშვობაში იწყება
გასინჯვა
შეიძლება ნორმაში იყოს გამწვავებებს შორის, გახანგრძლივებულია ამოსუნთქვის ფაზა, მსტვინავი სუნთქვა და ხიხინი; ასთმის მწვავე და ძლიერი შეტევა შეიძლება მოიცავდეს შემდეგ სიმპტომებს: სუნთქვის მძიმე უკმარისობა (ვერ ამთავრებს წინადადებას ერთი ამოსუნთქვით), ტაქიპნოე, ტაქიკარდია, "ჩუმი" გულმკერდი, ციანოზი, დამხმარე კუნთების გამოყენება, შეცვლილი ცნობიერება ან კოლაფსი
პირველი გამოკვლევა
სხვა გამოკვლევები
- ბრონქების პროვოცირების ტესტი:
სასუნთქი გზების ჭარბი მგრძნობელობა
მეტი - ამოსუნთქული აზოტის მონოქსიდის ფრაქციული შემცველობის (FeNO) ტესტი:
მომატებული FeNO (≥40 ნაწილაკი მილიარდზე) მხარს უჭერს ასთმის დიაგნოზს
- FBC:
ნორმის ფარგლებში, ან მომატებული ეოზინიფილია და/ან ნეიტროფილია
- იმუნოგამოკვლევა ალერგენ-სპეციფიურ IgE-ზე.:
შესაძლოა ალერგენის მიმართ იყოს დადებითი
მეტი - კანის სკარიფიკაციული ტესტები:
შესაძლოა ალერგენის მიმართ იყოს დადებითი
მეტი - საინჰალაციო კორტიკოსტეროიდებით 6-კვირიანი საცდელი მკურნალობა:
ობიექტური და სიმპტომური გაუმჯობესება საპასუხოდ
მეტი
პნემონია (ბაქტერიული, ვირუსული, სოკოვანი, ტუბერკულოზური)
ანამნეზი
ცხელება, შემცივნება, ხველა, გულმკერდის პლევრიტული ტკივილი და ქოშინის უეცარი ან ქვემწვავე დაწყება; ხველა, როგორც წესი, წარმოქმნის ჩირქოვან ნახველს, მაგრამ შესაძლოა მშრალი იყოს ზოგიერთი ვირუსული პნევმონიის და ადრეული ბაქტერიული პნევმონიის დროს; დაწყება უფრო ფარულია სოკოვანი და ტუბერკულოზური ინფექციების დროს; ტუბერკულოზური ინფექციის შემთხვევაში შეიძლება აღინიშნებოდეს ღამის ოფლიანობა, წონის დაკლება და სისუსტე
გასინჯვა
ცხელება, ტაქიკარდია, ტაქიპნოე, ხიხინი, შეიძლება იყოს გულმკერდში კონსოლიდაციის ფოკალური ნიშნები: პერკუსიით მოყრუება, გულმკერდის გაფართოების ასიმეტრია, ბრონქული სუნთქვა; შესაძლოა აღინიშნებოდეს ეფუზიის ნიშნები: სუნთქვის ხმიანობის შესუსტება ფოკალურად და ვოკალური რეზონანსის და ტაქტილური ფრემიტუსის დაქვეითება; იშვიათ შემთხვევებში, სიყვითლე; მძიმე შემთხვევებში: ჰიპოქსემია, ციანოზი, ფსიქიკური სტატუსის ცვლილება და სუნთქვის უკმარისობა
პირველი გამოკვლევა
- გულმკერდის რენტგენი:
წილოვანი ინფილტრატი, კავიტაცია, ინტერსტიციული ინფილტრატები
- ნახველის შეღებვა გრამის წესით და ბაქტერიოლოგიური კულტურა:
შესაძლოა გამოვლინდეს ბაქტერიების არსებობა
მეტი
სხვა გამოკვლევები
- FBC:
სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობრივი მატება ნეიტროფილიასთან ან მის გარეშე მარცხნივ გადახრით
- C- რეაქტიული ცილა:
მოამტებულია
მეტი - LFT:
ატიპური პნევმონიის დროს შესაძლოა აღინიშნებოდეს შრატში ტრანსამინაზების დონის მატება
მეტი - პროკალციტონინი:
მომატებულია ბაქტერიული პნევმონიის დროს
მეტი - არტერიული სისხლის აირები (ABG):
მძიმე პნევმონიის დროს შესაძლოა აღინიშნებოდეს ჰიპოქსემია და რესპირატორული ალკალოზი.
- სისხლის კულტურები:
შესაძლოა იყოს დადებითი სპეციფიკური ორგანიზმის მიმართ
მეტი - შრატში შარდოვანას ან შრატის შარდოვანა/შრატის ალბუმინის შეფარდება:
რომელიმე ტესტის შედეგად მაღალი მაჩვენებლების არსებობა მიუთითებს არასასურველი პროგნოზის შესახებ
მეტი - შარდის ანალიზი ლეგიონელას და პნევმოკოკის ანტიგენებზე:
დადებითი ლეგიონელას ან პნევმოკოკის ანტიგენებზე
მეტი - გრიპის მოლეკულური ანალიზი:
დადებითი გრიპზე
მეტი - რესპირატორული ვირუსის პოლიმერაზას ჯაჭვური რეაქცია:
შესაძლოა დადებითი იყოს რესპირატორულ-სინციტიური ვირუსის, ადამიანის მეტაპნევმოვირუსის, ადენოვირუსის, რინოვირუსის ან პარაგრიპის ვირუსის მიმართ.
2019 წლის კორონავირუსით გამოწვეული დაავადება (COVID-19)
ანამნეზი
დისპნოეს შეიძლება ახლდეს მშრალი ხველა და ცხელება; სხვა ხშირი სიმპტომებია ანოსმია, აგევზია, დაღლილობა, ანორექსია, მიალგია და ყელის ტკივილი; შეიძლება იყოს მოგზაურობის ისტორია ინფექციის გავრცელების რეგიონში ან მჭიდრო კონტაქტი საეჭვო ან დადასტურებულ შემთხვევასთან სიმპტომების დაწყებამდე 14 დღით ადრე.
გასინჯვა
ქოშინი, შეიძლება ასევე იყოს ცხელება; პნევმონიის ან რესპირატორული დისტრეს სინდრომის მქონე პაციენტებს შეიძლება აღენიშნოთ ჩასუთქვისას კრეპიტაცია (crackles,), ან წვრილბუშტუკოვანი ხიხინი (rales, ) და/ან ბრონქული სუნთქვა; რესპირატორული დისტრესსინდრომის დროს შეიძლება გამოვლინდეს ჰიპოქსიას თანმხლები ციანოზი, ტაქიკარდია, ტაქიპნოე.
პირველი გამოკვლევა
- უკუტრანსკრიპციის პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია (RT-PCR) რეალურ დროში:
დადებითია მძიმე მწვავე რესპირატორული სინდრომის კორონავირუსის (SARS-CoV) რნმ-ზე.
მეტი
სხვა გამოკვლევები
- არტერიული სისხლის აირები (ABG):
შესაძლოა აღინიშნოს ჟანგბადის დაბალი პარციალური წნევა
მეტი - FBC:
ლეიკოპენია; ლიმფოპენია; ლეიკოციტოზი
მეტი - კოაგულაციური სკრინინგი:
D-დიმერის მომატება; პროთრომბინის დროის გახანგრძლივება
მეტი - სისხლის სრული ბიოქიმიური ანალიზი:
ღვიძლის ტრანსამინაზების მომატება; ალბუმინის დაქვეითება; თირკმლის ფუნქციის დარღვევა
მეტი - შრატის პროკალციტონინი:
შეიძლება მომატებული იყოს
მეტი - შრატში C-რეაქტიული პროტეინის დონე:
შეიძლება მომატებული იყოს
მეტი - შრატის ლაქტატდეჰიდროგენაზა:
შეიძლება მომატებული იყოს
მეტი - სისხლის და ნახველის კულტურა::
უარყოფითია ბაქტერიულ ინფექციაზე
მეტი - გულმკერდის რენტგენი:
ცალმხრივი, ან ორმხრივი ინფილტრატები
- გულმკერდის CT (კომპიუტერული ტომოგრაფია):
ორმხრივი მქრქალი მინისებრი დაჩრდილვა ან კონსოლიდაცია
კრუპი
ანამნეზი
უეცარად აღმოცენებული მყეფავი ხველა, ხრიწიანობა(დისფონია); როგორც წესი, ვლინდება 6 თვიდან 3 წლამდე ასაკის ბავშვებში; სიმპტომები უარესდება ღამით და აგზნების დროს
გასინჯვა
სტრიდორი, რესპირატორული დისტრესი, მკერდის და/ან ნეკნთაშუა სივრცის ჩადრეკა; გულმკერდისა და მუცლის კედლების ასინქრონული მოძრაობა, დაღლილობა და ჰიპოქსია მიუთითებს მოსალოდნელ სუნთქვის უკმარისობაზე
პირველი გამოკვლევა
- არ არის:
კლინიკური დიაგნოზი
სხვა გამოკვლევები
- კისრის რენტგენი წინა-უკანა და ლატერალურ პროექციაში:
შპილის ნიშანიუ (steeple sign)წინა-უკანა საპროექციო ხედით ან ნორმა
მეტი
მწვავე კორონარული სინდრომი (ACS)
ანამნეზი
როგორც წესი, ვლინდება გულმკერდის ცენტრალური ტკივილით, რომელიც გადადის მხრებსა და კისერზე; შესაძლოა იწვევდეს მხოლოდ დისპნოეს ატიპური გამოვლინებების დროს (განსაკუთრებით ქალებში და დიაბეტის მქონე პაციენტებშ); შესაძლოა არსებობდეს რისკფაქტორები: მოწევა, >45 წელი (კაცები) ან >55 წელი (ქალები), კორონარული არტერიების ნაადრევი დაავადების ოაჯხური ანამნეზი, ჰიპერტენზია, ჰიპერლიპიდემია, დიაბეტი, ინსულტი ან პერიფერიული არტერიების დაავადება
გასინჯვა
შესაძლოა აღინიშნებოდეს ოფლიანობა და ჰიპოტენზია; ასევე შეიძლება გამოიკვეთოს S3 ან S4 გალოპის რითმი და ფილტვის ხიხინი
პირველი გამოკვლევა
- ელექტროკარდიოგრამა:
ST სეგმენტის ელებაცია (ST სეგმენტის ელეაციით მიმდინარე მიოკარდიუმის ინფარქტი), T-კბილის ინვერსია და ST სეგმენტის დეპრესია (ST სეგმენტის ელევაციის გარეშე მიმდინარე მიოკარდიუმის ინფარქტი და არასტაბილური სტენოკარდია); Q კბილების არსებობა მიუთითებს მიოკარდიუმის დაზიანებაზე
მეტი - გულის ენზიმები:
მომატებული ტროპონინ I/T, მომატებული კრეატინ კინაზა ST სეგმენტის ელევაციით ან მის გარეშე მიმდინარე მიოკარდიუმის ინფარქტის დროს; არ არის მომატებული არასტაბილური სტენოკარდიის შემთხვევაში
მეტი - გულმკერდის რენტგენი:
ნორმაშია ან ვლინდება გულის უკმარისობის ნიშნები, მაგ. ალვეოლების საზღვრების გამოხატვა
სხვა გამოკვლევები
- ექოკარდიოგრაფია:
გულის კედლის მოძრაობის დარღვევები
მეტი - კორონარული ანგიოგრაფია:
ST-ელევაციით მიმდინარე (STEMI): კორონარული არტერიის კრიტიკული დახშობა; ST-ელევაციის გარეშე მიმდინარე (NSTEMI) და არასტაბილური სტენოკარდია: შეიძლება გამოვლინდეს კორონარული არტერიის შევიწროების სურათი
სტაბილური ანგინა
ანამნეზი
20 წუთზე ნაკლები ხანგრძლივობის ფიზიკური დატვირთვის შედეგად განვითარებული ტკივილი გულმკერდის არეში, ტკივილი არ არის სწრაფად მზარდი ხასიათის, მსუბუქდება ნიტროგლიცერინი (გლიცერილ ტრინიტრატის) გამოყენებით ან შესვენებით; შესაძლოა არ აღინიშნებოდეს დისპნოე; ზოგჯერ ვლინდება რისკფაქტორები: მოწევა, >45 წელი (კაცები) ან >55 წელი (ქალები), კორონარული არტერიების ნაადრევი დაავადების ოაჯხური ანამნეზი, ჰიპერტენზია, ჰიპერლიპიდემია, დიაბეტი, ინსულტი ან პერიფერიული არტერიების დაავადება
გასინჯვა
თუ აღინიშნება პერიფერიული სისხლძარღვების დაავადება პერიფერიული პულსაცია შეიძლება იყოს ნორმალური ან აღინიშნებოდეს პათოლოგიური ცვლილება
პირველი გამოკვლევა
- ელექტროკარდიოგრამა:
შეიძლება იყოს ნორმალური/უცვლელი; შეიძლება აღინიშნებოდეს არასპეციფიკური ST ცვლილებები და P-ტალღის გაბრტყელება; პათოლოგიური Q ტალღები ან მარცხენა ტოტის ბლოკადა შეიძლება მიუთითებდეს გადატანილი ინფარქტის შესახებ
- გულის ენზიმები:
არ არის მომატებული
სხვა გამოკვლევები
- გულმკერდის რენტგენი:
ნორმა ან კარდიომეგალია
- სტრეს-ტესტი:
≥1 მმ ჰორიზონტალური ან ქვემოთ მიმართული ST-სეგმენტის დაწევა ან ST-სეგმენტის აწევა ვარჯიშის დროს ან შემდეგ მიუთითებს იშემიაზე; მაღალი რისკის დაავადება: რეგიონული კედლის მოძრაობის დარღვევა და მარცხენა პარკუჭის დისფუნქცია
მეტი - კორონარული ანგიოგრაფია:
შესაძლოა აღინიშნებოდეს კორონარული არტერიის დავიწროების მტკიცებულება
- კორონარული CT ანგიოგრაფია:
სტენოზის იდენტიფიკაცია
მეტი
არითმიები
ანამნეზი
შეიძლება უეცრად გამოვლინდეს სისუსტე, თავბრუსხვევა, სინკოპე, გულის ფრიალი; ანამნეზში შეიძლება შეგვხვდეს კორონარული არტერიების დაავადება ან არითმია
გასინჯვა
ტაქიკარდია ან ბრადიკარდია; არასაკმარისი წუთმოცულობის ნიშნები (სიფერმკრთალე, ფსიქიკური სტატუსის დაქვეითება); პერიფერიული შეშუპება და ხიხინი
პირველი გამოკვლევა
- ელექტროკარდიოგრამა:
არითმია (მაგ. წინაგულოვანი ფიბრილაცია, თრთოლვა, გულის სრული ბლოკი)
მეტი
სხვა გამოკვლევები
- ჰოლტერის მონიტორით:
ეპიზოდური არითმია
ფილტვის ინტესტიციური დაავადება
ანამნეზი
ნელა პროგრესირებადი დისპნოე და ქრონიკული, მშრალი ხველა; შესაძლოა აღინიშნებოდეს რისკფაქტორები, მათ შორის მოწევა, რევმატოლოგიური დაავადებები, ექსპოზიცია გამხსნელ საშუალებებან, ორგანულ მტვერთან და ობის სოკოსთან, ქიმიოთერაპია და სხივური თერაპია, ასევე ზოგიერთი მედიკამენტის გამოყენება. მიუხედავად აღნიშნული რისკფაქტორებისა, არაერთი შემთხვევა იდიოპათიურია
გასინჯვა
მშრალი ხიხინი; ჰიპოქსემია, ციანოზი და დოლის ჩხირისებრი თითები
პირველი გამოკვლევა
- გულმკერდის რენტგენი:
დიფუზური რეტიკულონოდულური ცვლილებები, ფილტვის მოცულობის შემცირება
- გულმკერდის CT:
დიფუზური რეტიკულონოდულური ცვლილებები
მეტი
სხვა გამოკვლევები
- ფილტვის ბიოფსია:
ინტერსტიციული პნევმონიტი
მეტი - სუნთქვის ფუნქციური სინჯები:
რესტრიქციული განლაგება; ნახშირჟანგის დიფუზიის უნარის იზოლირებული შესუსტება შესაძლოა იყოს პირველი ნიშანი
ბრონქოექტაზია
ანამნეზი
ქრონიკული ხველა, ჩირქიანი ნახველის ქრონიკული გამოყოფა ყოველდღიურად და დისპნოე; ბავშვობაში ადრეული ფილტვების ინფექციების ან ვირუსული პნევმონიების შესაძლო ისტორია
გასინჯვა
ამოსუნთქვის ფაზის გახანგრძლივება, ხიხინი და მსტვინავი სუნთქვა; შესაძლოა გამოვლინდეს დოლის ჩხირისებრი თითები, ციანოზი და ჰიპოქსემია
პირველი გამოკვლევა
- მაღალი სიმძლავრის და ვიზუალიზაციის გულმკერდის კომპიუტერული ტომოგრაფია:
სასუნთქი გზების კედლების შესქელება, არარეგულარული დაჩრდილვები (განსაკუთრებით ქვედა ზონებში), ატელექტაზის ადგილები, ბრონქული დილატაცია, "ტრამვაის ლიანდაგების" სურათი, სასუნთქი გზების ზომის შემცირება
მეტი - გულმკერდის რენტგენი:
სასუნთქი გზების კედლების შესქელება, არარეგულარული დაჩრდილვები (მეტწილად გამოხატული ქვედა ზონებში), ატელექტაზის ადგილები
მეტი - სუნთქვის ფუნქციური სინჯები:
ვენტილაციის ობსტრუქციული ხასიათის დეფიციტი
სხვა გამოკვლევები
არაინფქციური პნევმონიტი (ეოზინოფილური, რადიაციული, ასპირაციული, ჰიპერმგრძნობელობითი პნევმონიტი)
ანამნეზი
ცხელება, ჟრჟოლა, ხველა (მშრალი ან პროდუქტიული) და დისპნოე; შესაძლოა გამოვლინდეს მიალგიები, გულმკერდის პლევრიტული ტკივილი და ოფლიანობა ღამით; რადიაციული პნევმონიტის დროს ანამნეზში გულმკერდის დასხივება სიმპტომების გამოვლინებამდე 1-6 თვით ადრე; ცნობიერების დაბინდვის, დახრჩობისა და ასპირაციის ეპიზოდები ასპირაციული პნევმონიტის დროს; ექსპოზიცია ორგანულ ანტიგენებთან (მაგ. აბაზანა, ფრინველი, თივა) ჰიპერმგრძნობელობითი პნევმონიტის დროს
გასინჯვა
ხიხინი; მსტვინავი სუნთქვა (იშვიათად); ჰიპოქსემია და სუნთქვის უკმარისობა მძიმე შემთხვევებში ვლინდება
პირველი გამოკვლევა
სხვა გამოკვლევები
- პულმონური ფუნქციური სინჯები:
რესტრიქციული; შერეული რესტრიქციული/ობსტრუქციული
მეტი - ბრონქოსკოპიული ბიოფსია:
გრანულომები ჰიპერმგრძნობელობითი პნევმონიტის დროს
მწვავე ბრონქიტი
ანამნეზი
ზედა სასუნთქი გზების სიმპტომები; შესაძლოა განვითარდეს გახანგრძლივებული ხველა და დისპნოე (განსაკუთრებით ცივ ჰაერთან ექსპოზიციის, ფიზიკური დატვირთვის ან გამღიზიანებლებთან ექსპოზიციის დროს)
გასინჯვა
ცხელება, ხველა, ღრმა ჩასუნთქვის უნარის დავქეითება ('ხველის მზადყოფნა'); ფილტვის გასინჯვით მოპოვებული მონაცემები შესაძლოა იყოს ნორმაში ან გამოვლინდეს მსტვინავი სუნთქვა და ხიხინი
პირველი გამოკვლევა
- არ არის:
კლინიკური დიაგნოზი
მეტი
სხვა გამოკვლევები
- გულმკერდის რენტგენი:
შესაძლოა დაგვეხმაროს პნევმონიის, ასევე ხველისა და ცხელების სხვა მიზეზების გამორიცხვაში
ლარინგიტი
ანამნეზი
ზემო სასუნთქი გზების სიმპტომები; ხრინწიანობა (დისფონია); დისპნოე; ანამნეზში ხმის ჭარბი დატვირთვა/გამოყენება, მაგ. მომღერლებში
გასინჯვა
შეიძლება გამოვლინდეს პირხახის ჰიპერემია; გადიდებული ტონზილები(ნუშურები) ექსუდატით ან ექსუდატის გარეშე
პირველი გამოკვლევა
- არ არის:
კლინიკური დიაგნოზი
მეტი
სხვა გამოკვლევები
- ლარინგოსკოპია:
ხმოვანი იოგების შეშუპება და სიწითლე
ფილტვის ემბოლია (თრომბოზული, ჰაერი, ამნიოტური სითხე, სიმსივნე)
ანამნეზი
დისპნოეს და გულმკერდის ტკივილის უეცარი გამოვლინება; შესაძლოა აღინიშნებოდეს პრესინკოპე ან სინკოპე, ჰემოფტიზი, პალპიტაციები, პაციენტი, ზოგჯერ, ასიმპტომურია; შეიძლება აღინიშნებოდეს უწინდელი ვენოთრომბოემბოლიური დაავადების, არასათანადო ანტიკოაგულაციის, იმობილიზაციის, ჰოსპიტალიზაციის, მოგზაურობის, სისხლძარღვებზე ინტერვენციის, ქვედა კიდურის დაზიანების, ავთვისებიანი დაავადების ან სპონტანური აბორტის ანამნეზი
გასინჯვა
შესაძლოა აღინიშნებოდეს ტაქიკარდია, ტაქიპნოე, ჰიპოტენზია, ციანოზი, ჰიპოქსემია და კისრის ვენების გაგანიერება ქვედა კიდურების შეშუპებასთან ერთად
პირველი გამოკვლევა
სხვა გამოკვლევები
- ვენტილაციურ-პერფუზიული (V/Q) სკანირება:
ვენტილაციისა და პერფუზიის შეუთავსებლობა
მეტი - არტერიული სისხლის აირები (ABG):
შესაძლოა გამოვლინდეს ჰიპოქსემია და ჰიპოკაპნია
- გულმკერდის რენტგენი:
როგორც წესი, ნორმაშია, თუმცა შესაძლია გამოვლინდეს პერიფერიული, სამკუთხა დაჩრდილვა (ჰამპტონის კუზი), რეგიონული ოლიგემია (ვესტერმარკის ნიშანი) ან ფილტვის გადიდებული არტერია (ფლიშნერის ნიშანი); შესაძლოა გამოვლინდეს პლევრული ეფუზია
მეტი - ექოკარდიოგრაფია:
მარჯვენა პარკუჭის კედლის ჰიპოკინეზი (მაკკონელის ნიშანი) შესაძლოა მიუთითებდეს დიდი ზომის ემბოლიაზე
- ელექტროკარდიოგრამა:
შეიძლება გამოვლინდეს წინაგულოვანი არითმიები, ტაქიკარდია, ელ ღერძის ახლახანდელი მარჯვნივ გადახრა, მარჯვენა ტოტის ახლადგანვითარებული ბლოკადა; S კბილი I განხრაში, Q კბილი ინვერტირებულ T კბილთან ერთად III განხრაში
- შრატში თავის ტვინის ნატრიურეზული პეპტიდი (BNP):
შესაძლოა იყოს მომატებული ან ნორმალური; არამგრძნობიარე/არასპეციფიკური დიაგნოსტიკისთვის; გვეხმარება პროგნოზის დადგენაში, შესაძლოა წინასწარ განსაზღვროს დიდი ზომის ემბოლიის რისკი
მეტი
პლევრული გამონაჟონი
ანამნეზი
სიმპტომები დამოკიდებულია სითხის დაგროვების სისწრაფესა და სითხის მოცულობაზე; შესაძლოა გამოვლინდეს გულმკერდის პლევრიტული და ყრუ ტკივილები
გასინჯვა
გულმკერდის ასიმეტრიული გაფართოება, პერკუსიით ხმის ძლიერი მოყრუება, ტაქტილური ფრემიტუსის დაქვეითება, ვოკალური რეზონანსულობის დაქვეითება და სუნთქვითი ხმიანობების გაქრობა ტიპურია პლევრული ეფუზიისთვის; პლევრის სიმსივნეების დროს გასინჯვით მოპოვებული მონაცემები შესაძლოა ნორმაში იყოს
პირველი გამოკვლევა
- გულმკერდის რენტგენი:
ნეკნ-დიაფრაგმის კუთხის დაბლაგვება და ფილტვის ქვედა ნაწილის დაჩრდილვა პლევრული ეფუზიის დროს; პლევრის შესქელებ პლევრის სიმსივნეების დროს
მეტი
სხვა გამოკვლევები
- ულტრასონოგრაფია:
შესაძლოა გამოვლინდეს ჰიპერექოგენური სითხის ან ჰიპერექოგენური პლევრის სიმსივნის არსებობა
პლევრიტი
ანამნეზი
გულმკერდის ცალმხრივი ტკივილი, მნიშვნელოვნად ძლიერდება ღრმა ჩასუნთქვისას
გასინჯვა
გულმკერდის არასიმეტრიული მოძრაობა (დაუზიანებელი მხარე უკეთ მოძრაობს); მოყრუება პერკუსიით და სუნთქვის ხმიანობის დაქვეითება დაზიანებულ მხარეს, პლევრული გამონაჟონის თანხლებით
პირველი გამოკვლევა
სხვა გამოკვლევები
ანემია
ანამნეზი
სიმპტომები დამოკიდებულია ანემიის სიმძიმესა და სიმწვავეზე; გამოვლინება შესაძლოა იყოს როგორც ფიზიკური დატვირთვის დროს ეტაპობრივად გამოვლენილი დისპნოე, ასევე მძიმე დისპნოე მოსვენებულ მდგომარეობაში; ამასთანავე, ჟანგბადის ქსოვილებთან მიწოდების ფუნქციის (კონფუზია, ლეთარგია, სინკოპე, კომა) და კომპენსატორული მექანიზმების (გულის ფრიალი, გაძლიერებული პულსი) დარღვევასთან დაკავშირებული სიმპტომები
გასინჯვა
ხასიათდება ფრჩხილბუდის და კონიუნქტივის სიფერმკრთალით; ჰემოლიზური ანემიის დროს ვლინდება სიყვითლე და ჰეპატოსპლენომეგალია
სხვა გამოკვლევები
გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადება
ანამნეზი
ვლინდება გულძმარვით, კუჭის შიგთავსის ხილული რეგურგიტაციით ყელში, ასევე დისფაგიით; შესაძლოა აღინიშნებოდეს გულისრევა, ოდინოფაგიადა გულმკერდის ტკივილი; სიმპტომები, ძირითადად, პოსტპრანდიულად ვლინდება, ვითარდება ზურგზე მწოლიარე პოზიციაში და შესაძლოა უკავშირდებოდეს ზოგიერთი საკვების მიღებას
გასინჯვა
როგორც წესი, ნორმაშია
პირველი გამოკვლევა
სხვა გამოკვლევები
- pH-ის 24-საათიანი მონიტორინგი:
საყლაპავში დაბალი pH-ის პერიოდები
მეტი
ასციტი
ანამნეზი
წონის თანდათანობით მომატება და მუცლის გარშემოწერილობის ზრდა; ღვიძლის დაავადების შესაძლო ანამნეზი (მაგ., ვირუსული ჰეპატიტი, ღვიძლის ციროზი) ან ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება
გასინჯვა
ჩვეულებრივ გვხვდება ღვიძლის ქრონიკული დაავადების დამახასიათებელი ნიშნები (მაგ. ობობასებრი ჰემანგიომები, ხელისგულების ერითემა) და სიყვითლე; მუცლის გასინჯვით ვლინდება მუცლის შებერილობა და მუცლის კედლის ზედაპირული ვენების გაფართოება.
პირველი გამოკვლევა
- არ არის:
კლინიკური დიაგნოზი
მეტი
შოკი
ანამნეზი
შესაძლოა ისტორია ინფექცია/სეფსისის, ანაფილაქსიის, გულის უკმარისობის, ტოქსინებთან ექსპოზიციის ან ჰიპოვოლემიისრომელსაც მივყავართ არასაკმარის ქსოვილოვან პერფუზიასა და საბოლოო ორგანოების დისფუნქციათან; შესაძლოა ანამნეზში აღინიშნებოდეს საშარდე გზების, რესპირატორული ან ინტრააბდომინური სეფსისი, ექსპოზიცია მედიკამენტებთან და მწერების ნაკბენებთან, კარდიული ტკივილი გულმკერდის არეში ან ჰემორაგია (მაგ. ჰემატემეზი, მელენა)
გასინჯვა
ხშირია ჰიპოტენზია, ტაქიკარდია, ტაქიპნოე და ჟანგბადით გაჯერების დაბალი მაჩვენებელი; თავის ტვინის არასაკმარისი პერფუზია იწვევს ფსიქიკური სტატუსის სხვადასხვა ხარისხის დაქვეითებას; სიფერმკრთალე და ჰიპერემია შესაძლოა თან ახლდეს შოკს; დისტრიბუციული შოკი იწვევს კიდურების გათბობას და ჰიპერემიას; კარდიოგენული შოკი იწვევს კიდურების სიცივეს და წებოვანებას (ოფლიანობა); დიფუზური გამონაყარი შესაძლოა თან ახლდეს ბაქტერიული ტოქსინების წარმოქმნას; შესაძლოა გამოვლინდეს ხიხინი და მსტვინავი სუნთქვა; მტკივნეულობა მუცლის არეში შესაძლოა ასახავდეს ინტრააბდომინურ ინფექციურ პროცესს ან ნაწლავების იშემიას
პირველი გამოკვლევა
- FBC:
სისხლის თეთრი უჯრედების მომატება ან დაქვეითება, ჰემოგლობინის დაბალი დონე
მეტი - შრატში შარდოვანას აზოტი:
მოამტებულია
მეტი - სისხლის შრატის კრეატინინი:
მოამტებულია
მეტი - შრატის ბიკარბონატი:
დაქვეითებული
მეტი - შრატის ლაქტატი:
მოამტებულია
მეტი - ელექტროკარდიოგრამა:
ტაქიკარდია, შესაძლოა აღინიშნებოდეს ST სეგმენტის და T კბილის ცვლილებები
მეტი - გულმკერდის რენტგენი:
შესაძლოა იყოს ცალმხრივი ინფილტრატი, ფილტვის შეშუპების ნიშნები
მეტი - სისხლის კულტურები:
შესაძლოა დადებითი იყოს
მეტი
ფილტვის სიმსივნეები
ანამნეზი
ხველა; ჰემოფთიზი (როგორც წესი, მცირე რაოდენობით) შეიძლება გამოვლინდეს სასუნთქი გზების სიმპროქსიმული ნაწილების სივნეების დროს; ტკივილი გულმკერდის არეში; ხრინწიანობა (დისფონია); კონფუზია, ფოკალური ნევროლოგიური დეფექტები; ტკივილი ძვლებში შეიძლება ასახავდეს ექსტრათორაკალურ გავრცელებას; ასიმპტომური დაავადება შეიძლება შემთხვევით გამოვლინდეს, როგორც კვანძი გულმკერდის რენტგენოგრაფიაზე
გასინჯვა
შეიძლება იყოს ნორმაში; შეიძლება გამოვლინდეს ცალმხრივი მსტვინავი სუნთქვა და სუნთქვის ხმიანობის შემცირება სასუნთქ გზებში დიდი ზომის დაზიანებების დროს; ხიხინი და დაბალი სუნთქვითი ხმიანობა (rhonchi) ვლინდება პოსტობსტრუქციული პნევმონიის დროს; პერკუსიით მოყრუება და დაქვეითებული ბგერითი ვიბრაცია მიუთითებს ავთვისებიან პლევრალურ გამონაჟონზე.
პირველი გამოკვლევა
სხვა გამოკვლევები
- ბიოფსია (ბრონქოსკოპიული ან ტრანსთორაკალური):
ფილტვის კიბო
მეტი
შფოთვითი და პანიკური შეტევები
ანამნეზი
ყველაზე ხშირია ახალგაზრდა და შუახნის ქალებში, თუმცა შეიძლება შეგვხვდეს ორივე სქესის ადამიანებში, ნებისმიერ ასაკში; შესაძლოა ანამნეზში ჰქონდეს შფოთვა, ფობიები და პანიკა; დისპნოეს შეიძლება ახლდეს მოხრჩობის შეგრძნება, დისკომფორტი სხვადასხვა ადგილას, თავბრუსხვევა და შიშის შეგრძნება
გასინჯვა
ტაქიკარდია, ტაქიპნოე და ოფლიანობა; შეიძლება ჰქონდეს პიპერვენტილაცია და ხშირი ამოსუნთქვა; შეიძლება გამოვლინდეს ხვოსტეკის და ტრუსოს ნიშნები
პირველი გამოკვლევა
- საწყისი ტესტის არარსებობა:
როგორც წესი, კლინიკური დიაგნოზია; თუმცა, ეჭვის შემთხვევაში ტარდება ტესტები სხვა დიაგნოზების გამოსარიცხად
სხვა გამოკვლევები
- არტერიული სისხლის აირები (ABG):
რესპირატორული ალკალოზი
მეტი
ნორმალური დაბერება, უმოძრაობა, სიმსუქნე
ანამნეზი
დისპნოე იწყება თანდათან და ვლინდება დატვირთვისას. შეიძლება დაკავშირებული იყოს უეცარ გააქტიურებასთან
გასინჯვა
როგორც წესი, ნორმაშია
პირველი გამოკვლევა
- არ არის:
კლინიკური დიაგნოზი
მეტი
სხვა გამოკვლევები
- დატვირთვის ტესტი:
ვარჯიშის დაბალი შესაძლებლობა.
იშვიათია
სეფსისი
ანამნეზი
ლოკალური ინფექციის სიმპტომები, არასპეციფიკური სიმპტომები მოიცავს ცხელებას ან კანკალს, თავბრუსხვევას, გულისრევას და ღებინებას, კუნთების ტკივილს, დაბნეულობის შეგრძნებას ან დეზორიენტაციას; შეიძლება იყოს რისკფაქტორების ანამნეზი მაგ., იმუნოსუპრესია, ორსულობა ან პოსტნატალური პერიოდი, სისუსტე, ახლახან გადატანილი ოპერაცია ან ინვაზიური პროცედურები, ნარკოტიკების ინტრავენური გამოყენება ან კანის მთლიანობის დარღვევა.
გასინჯვა
ტაქიკარდია, ტაქიპნოე, ჰიპოტენზია, ცხელება (>38℃) ან ჰიპოთერმია (<36℃), გახანგრძლივებული კაპილარული ავსება, აჭრელებული ან ნაცრისფერი/ფერფლისფერი კანი, ციანოზი, ჟანგბადით გაჯერების დაქვეითება, ფსიქიკური მდგომარეობის მწვავე ცვლილება, შარდის გამოყოფის შემცირება
პირველი გამოკვლევა
- სისხლის კულტურა:
შეიძლება დადებითი იყოს ორგანიზმზე
მეტი - შრატის ლაქტატი:
შეიძლება იყოს მომატებული >2 მმოლ/ლ (>18 მგ/დლ), რაც დაკავშირებულია უარყოფით პროგნოზებთან; ხოლო >4 მმოლ/ლ (>36 მგ/დლ) შემთხვევაში პროგნოზი კიდევ უფრო უარესია
მეტი - სისხლის საერთო ანალიზი:
ლეიკოციტების რაოდენობა >12×10^9/ლ (12,000/მიკროლიტრზე) (ლეიკოციტოზი); ლეიკოციტების რაოდენობა <4×10^9/ლ (4000/მიკროლიტრზე) (ლეიკოპენია); ან ლეიკოციტების ნორმალური რაოდენობა >10% მოუმწიფებელი ფორმებით; თრომბოციტების დაბალი დონე
მეტი - C- რეაქტიული ცილა:
მოამტებულია
- სისხლში შარდოვანა და შრატში ელექტროლიტები:
შრატის ელექტროლიტები შეიძლება სცილდებოდეს ნორმის ფარგლებს; სისხლში შარდოვანა შეიძლება მომატებული იყოს
- სისხლის შრატის კრეატინინი:
შეიძლება მომატებული იყოს
მეტი - ღვიძლის ფუნქციური სინჯები:
შეიძლება აჩვენოს მომატებული ბილირუბინი, ალანინ ამინოტრანსფერაზა, ასპარტატ ამინოტრანსფერაზა, ტუტე ფოსფატაზა და გამა გლუტამილტრანსპეპტიდაზა
მეტი - კოაგულოგრამა:
შესაძლოა იყოს ანომალიური
- არტერიული სისხლის აირები (ABG):
შეიძლება, განვითარდეს აციდოზი, ჰიპერკაპნია, ანიონების სიჭარბე, მეტაბოლური აციდოზი
სხვა გამოკვლევები
- ელექტროკარდიოგრამა:
შეიძლება გამოჩნდეს იშემიის ნიშნები, მოციმციმე არითმია ან სხვა სახის არითმია; შეიძლება იყოს ნორმალური
მეტი - გულმკერდის რენტგენი:
შესაძლოა აჩვენოს კონსოლიდაცია; ავლენს ცენტრალური ვენური კათეტერის და ტრაქეის მილის პოზიციას
- შარდის მიკროსკოპული კვლევა და კულტურა:
შესაძლოა გამოვლინდეს ნიტრიტები, ცილები, ან სისხლი; ლეიკოციტოზი; მიკროორგანიზმების არსებობა ვლინდება
- ხერხემლის პუნქცია:
შესაძლებელია სისხლის თეთრი უჯრედების (ლეიკოციტების) რაოდენობის მატება, მიკროსკოპულად მიკროორგანიზმების გამოვლენა და დადებითი ბაქტერიოლოგია
მეტი - ნახველის კულტურა:
შეიძლება დადებითი იყოს ორგანიზმზე
აორტის განშრევება
ანამნეზი
როგორც წესი, ვლინდება დისპნოე და ძლიერი ტკივილი გულმკერდის არეში, რომელიც შეიძლება გადაეცემოდეს ზურგისკენ
გასინჯვა
შეიძლება იყოს ნორმაში; შეიძლება აწუხებდეს სიფერმკრთალე, ტაქიკარდია, ტაქიპნოე, ჰიპოტენზია მომატებული პულსური წნევით, პერიფერიული პულსების დასუსტება (განსაკუთრებით ქვედა კიდურების); დიასტოლური პრექორდიალური შუილი მიუთითებს აორტის რეგურგიტაციაზე და ისმინება პრექორდიუმზე
პირველი გამოკვლევა
სხვა გამოკვლევები
სარკოიდოზი
ანამნეზი
ხშირად დგინდება დიაგნოზი უსიმპტომო ეტაპზე გულმკერდის რენტგენის პათოლოგიის გათვალისწინებით; ხველა, დისპნოე და გულმკერდის არეში ტკივილი საკმაოდ ხშირია; შეიძლება გამოვლინდეს ცხელება, მიალგიები, კანქვეშ კვანძები და კვანძოვანი ერითემა.
გასინჯვა
შეიძლება იყოს ნორმაში; შეიძლება გამოვლინდეს მსტვინავი სუნთქვა და მშრალი ხიხინი
პირველი გამოკვლევა
სხვა გამოკვლევები
- ფილტვის ბიოფსია:
არაკაზეოზური მრავლობითი გრანულომები
მეტი
ფილტვის კონტუზია
ანამნეზი
ბლაგვი ან გამჭოლი ტრავმის ანამნეზი
გასინჯვა
ფილტვის შეშუპების ნიშანია.
პირველი გამოკვლევა
- გულმკერდის რენტგენი:
ინფილტრატები, რომლებიც შეიძლება იყოს კეროვანი ან გაერთიანებული; ფილტვის შეშუპება
სხვა გამოკვლევები
- გულმკერდის კომპიუტერული ტომოგრაფია:
ინფილტრატები, ფილტვის შეშუპება
- ულტრასონოგრაფია:
შეიძლება გამოვლინდეს B-ხაზები და C-ხაზები
მეტი
ეპიგლოტიტი
ანამნეზი
ხშირია მცირეწლოვან ბავშვებში (3-5 წლის ასაკი), თუმცა შესაძლოა განვითარდეს ნებისმიერ ასაკში; სწრაფად პროგრესირებადი ყელის ტკივილი, ცხელება, ოდინოფაგია, დისფონია, დორბლიანობა, ხრინწიანობა და სტრიდორი
გასინჯვა
ბავშვი, როგორც წესი, იღებს იძულებით პოზას (წინ ხრის კისერს და თავს, ხოლო ხელის მტევნებს იწყობს მუხლებზე); პირის ღრუს გასინჯვით მონაცემები შესაძლოა იყოს ნორმაში; მტკივნეულობა კისრის წინა და ლატერალურ ნაწილში, აგრეთვე ენისქვეშა ძვალზე, ლარინგოსკოპიით ვლინდება შეშუპება; შენიშვნა: სასუნთქი გზების პირდაპირი გასინჯვით შესაძლოა გამოვიწვიოთ ობსტრუქცია
პირველი გამოკვლევა
- არ არის:
კლინიკური დიაგნოზი
მეტი
სხვა გამოკვლევები
- კისრის გვერდითი რენტგენოგრაფია:
გადიდებული ხორხსარქველი - "ცერა თითის" ნიშანი[Figure caption and citation for the preceding image starts]: კისრის ლატერალური სურათი, ვლინდება "ცერა თითის ნიშანი" (ისრები)From the collection of Dr Petri [Citation ends].
- ლარინგოსკოპია:
შეშუპებული ხორხსარქველი, არიეპიგლოტური ნაკეცები და ციცხვისებრი ხრტილები
ანაფილაქსია
ანამნეზი
წინასწარ განწყობილი მასპინძელის ექსპოზიციის ანამნეზი მედიკამენტთან, საკვებ პროდუქტთან ან მწერის ნაკბენთან ; შესაძლოა აღინიშნებოდეს უეცარი დისპნოე და მსტვინავი სუნთქვა, დახრჩობის შეგრძნება, ხმის ცვლილება, ენის შესიება, გამონაყარი და ქავილი; ასევე, ზოგ შემთხვევაში, ვლინდება გულისრევა, ღებინება და დიარეა.
გასინჯვა
გახანგრძლივებული ამოსუნთქვის ფაზა, ხიხინი, ტაქიკარდია, ჰიპოტენზია, სახის და ენის შეშუპება, კანის გამოვლინებები (ურტიკარია, ანგიოედემა)
პირველი გამოკვლევა
- არ არის:
კლინიკური დიაგნოზი
სხვა გამოკვლევები
- შრატის ტრიპტაზა:
როგორც წესი მომატებულია
მეტი
ანგიოედემა
ანამნეზი
შეშუპების სწრაფი ჩამოყალიბება კანის ან ლორწოვანი გარსის ზედაპირებზე; უხშირესად ზიანდება ტუჩები, პირის ღრუ, ხორხი და ნაწლავები; ანამნეზში შესაძლოა გამოიკვეთოს ატოპიური დაავადებები ან ანგიოტენზინგარდამქმნელი ენზიმის ინჰიბიტორის მოხმარება; ხორხის ჩართულობის შემთხვევაში შესაძლოა გამოვლინდეს დისპნოე
გასინჯვა
დაზიანებული ნაწილის ასიმეტრიული, გამოხატული შეშუპება; ზოგჯერ, ვლინდება ურტიკარია; ხორხის ჩართულობის შემთხვევაში შესაძლოა გამოიხატოს სუნთქვითი დარღვევები
პირველი გამოკვლევა
- არ არის:
კლინიკური დიაგნოზი
სხვა გამოკვლევები
- კომპლემენტის კომპონენტების გამოკვლევები:
C4 შემცირებულია შეძენილი ანგიოედემის დროს; C1 ესთერაზას ინჰიბიტორის დონე შემცირებულია მემკვიდრული ანგიოედემის შემთხვევაში; C1q ნორმაშია მემკვიდრული ანგიოედემის დროს, თუმცა შემცირებულია შეძენილი ანგიოდემის შემთვევში
მეტი
უცხო სხეულის ასპირაცია
ანამნეზი
შემდეგი მდგომარეობების შესაძლო ანამნეზი: ეპილეფსია, სინკოპე, ფსიქიკიური სტატუსის ცვლილებები (მაგ. ინტოქსიკაცია, ჰიპოგლიკემია) ან ხველაა დ დხრჩობის შეგრძნება საკვების გადაყლაპვის შემდგომ (განსაკუთრებით თხილეულის მიღების შემთხვევაში); დახრჩობის ანამნეზი ყოველთვის არ აღინიშნება; პაციენტს შესაძლოა აღენიშნებოდეს მორეციდივე პნევმონია
გასინჯვა
ციანოზი, სტრიდორი, ცალმხრივი მსტვინავი სუნთქვა
პირველი გამოკვლევა
- გულმკერდის რენტგენი:
ცალმხრივი ატელექტაზი ან ჰიპერგამჭვირვალობა
მეტი - გულმკერდის CT:
უცხო სხეული სასუნთქ გზებში
სხვა გამოკვლევები
- ბრონქოსკოპია:
უცხო სხეულის არსებობა
მეტი
ტრაქეობრონქული სიმსივნეები (კეთილთვისებიანი ან ავთვისებიანი)
ანამნეზი
დისპნოე შეიძლება იყოს მუდმივი ან პოზიციაზე დამოკიდებული; ზოგჯერ ვლინდება ხველა (როგორც წესი, მშრალი) და ჰემოფტიზი; სასუნთქი გზების დახშობამ შესაძლოა გამოიწვიოს პნევმონია, რომელიც მკვეთრად აუარესებს სიმპტომებს
გასინჯვა
შესაძლოა აღინიშნებოდეს მსტვინავი სუნთქვა და სტრიდორი; ჰიპოქსემია გვიანი ნიშანია
სხვა გამოკვლევები
- ბრონქოსკოპია:
ტრაქეის სიმსივნე
მეტი
რეტროსტერნალური ჩიყვი
ანამნეზი
ხშირია დისპნოე და მსტვინავი სუნთქვა; შესაძლოა გამოვლინდეს ხველა; სიმპტომები, ზოგჯერ, პოზიციაზეა დამოკიდებული; იშვიათად ვხვდებით ტკივილს გულმკერდის არეში, ხრინწიანობას და ასევე ჰორნერის სინდრომს; ფარისებრი ჯირკვლის ექტოპიური ქსოვილის გადიდებას თან ახლავს ორთოტოპიული ფარისებრი ჯირკვლის გაგანიერება; შესაძლოა ანამნეზში გამოვლინდეს ორთოტოპიური ფარისებრი ჯირკვლის ამოკვეთა
გასინჯვა
როგორც წესი, ვლინდება ჩიყვი; შესაძლოა აღინიშნებოდეს სტრიდორი, დისპნოე და მსტვინავი სუნთქვა (განსაკუთრებით ძალდატანებითი სუნთქვის დროს); პემბერტონის მანევრი (მხრების პასიური აწევა თავს ზემოთ 1 წუთის განმავლობაში), რიგ შემთხვევებში, ავლენს სიმპტომებს ფარისებრი ჯირკვლის გულმკერდის უბეში შეყვანის გზით
პირველი გამოკვლევა
სხვა გამოკვლევები
- სპირომეტრია:
ნაკადის მოცულობის მარყუჟის დაბრტყელება ამოსუნთქვის და ჩასუნთქვის ნაწილებში
სახმო იოგების ფუნქციის დარღვევა
ანამნეზი
ფიზიკური დატვირთვით გამოწვეული დისპნოე, რომელიც შესაძლოა დაკავშირებული იყოს მსტვინავ სუნთქვასთან ან სტრიდორთან; სიმპტომები მხოლოდ გარკვეულ პოზიციებში იჩენს თავს და, როგორც წესი, თან ახლავს შფოთვა
გასინჯვა
გასინჯვით მოპოვებული მონაცემბი, ზოგჯერ, ნორმაშია; იძულებითი ამოსუნთქვა ან ღრმა სუნთქვის სერიები შესაძლოა გახდეს მსტვინავი სუნთქვის/სტრიდორული ხმიანობის მაპროვოცირებელი
პირველი გამოკვლევა
სხვა გამოკვლევები
პულმონური ჰიპერტენზია
ანამნეზი
თანდათანობითი გამოვლინება, რომელიც განაპირობებს ფიზიკური დატვირთვის უნარის დაქვეითებას; შესაძლოა ჩამოყალიბდეს ფიზიკური დატვირთვით გამოწვეული ტკივილი გულმკერდის არეში, ფიზიკური დატვირთვით გამოწვეული სინკოპე და გულის მარჯვენამხრივი უკმარისობის სიმპტომები
გასინჯვა
S2 ხმიანობის ფილტვის კომპონენტის გაძლიერებული ინტენსივობა შესაძლოა ერთადერთ ნიშანს წარმოადფგენდეს; მძიმე შემთხვევებში ვხვდებით კისრის ვენების გაგანიერებას, ჰეპატომეგალიას და პერიფერიულ შეშუპებას
პირველი გამოკვლევა
- ექოკარდიოგრაფია:
ფილტვის არტერიაში მომატებული წნევა, მარჯვენა პარკუჭის დაჭიმულობა
სხვა გამოკვლევები
- მარჯვენა გულის კათეტერიზაცია:
ფილტვის არტერიის მომატებული წნევა
მეტი
ჰეპატოპულმონური სინდრომი
ანამნეზი
ტიპური გამოვლინებაა დისპნოე; შესძლოა შევხვდეთ პლატიპნოეს (დისპნოე, რომელიც მსუბუქდება მწოლიარე პოზიციაში); ღვიძლის ქრონიკული დაავადების ანამნეზი
გასინჯვა
ტიპურია სიმპტომია ჰიპოქსია, რომელსაც თან ახლავს პლატიპნოე-ორთოდექსია (ე.ი. დისპნოე და ჰიპოქსია ვერტიკალურ პოზიციაში, რომელიც უმჯობესდება მწოლიარე პოზიციის დროს); შესაძლოა გამოვლინდეს ღვიძლის ქრონიკული დაავადების მახასიათებლები (მაგ. ობობასებრი ჰემანგიომა), სიყვითლე და ასციტი
პირველი გამოკვლევა
- არტერიული სისხლის აირები (ABG):
ჰიპოქსემია
- ექოკარდიოგრაფია კონტრასტით:
ექსტრაკარდიული შუნტი
მეტი
სხვა გამოკვლევები
ფილტვის არტერიოვენური მალფორმაციები
ანამნეზი
უხშირესად წარმოადგენს აუტოსომურ დომინანტური მემკვიდრული ჰემორაგიული ტელანგიექტაზიის გამოვლინებას, თუმცა შეიძლება შეგვხვდეს იზოლირებულად; ეპისტაქსისი, ჰემოფტიზი, დისპნოე და სისხლდენა კუჭ-ნაწლაცვის ტრაქტიდან; დიდი ზომის მალფორმაციები იწვევს პლატიპნოეს (დისპნოე, რომელიც მსუბუქდება მწოლიარე პოზიციაში)
გასინჯვა
მემკვიდრული ჰემორაგიული ტელანგიექტაზიისთვის დამახასიათებელია მცირე ზომის, წითელი ზედაპირიდან წამოწეული სისხლძარღვოვანი მალფორმაციები კანზე და ლორწოვან გარსებზე; შესაძლოა აღინიშნებოდეს ჰიპოქსემია; გასინჯვით მოპოვებული მონაცემები იზლოირებულ შემთხვევებში შეიძლება ნორმაში იყოს
პირველი გამოკვლევა
სხვა გამოკვლევები
- ტექნეტიუმით მაკროაგრეგირებული ალბუმინის სინტიგრაფია:
შესაძლოა გამოავლინოს ექსტრაკარდიული შუნტირება პერიფერიულად აგრეგატების პათოლოგიური დაგროვებით
ფილტვის ვენოოკლუზიური დაავადება
ანამნეზი
ნელა პროგრესირებადი დისპნოე, რომელსაც შესაძლოა თან ახლდეს ქრონიკული ხველა, ტკივილი გულმკერდის არეში ან სინკოპე
გასინჯვა
ციანოზი, დოლის ჩხირისებრი თითები, ხმამაღალი P2, მარჯვენა პარკუჭის ფრიალი, ღვიძლის შეგუბება, პერიფერიული ედემა
პირველი გამოკვლევა
- გულმკერდის რენტგენი:
გამოხატული ფილტვის არტერიები, კერლი B-ზოლები, პლევრული გამონაჟონი
სხვა გამოკვლევები
- გულმკერდის CT:
ავლენს მოზაიკური მინის ტიპის დაჩრდილვებს, ინფილტრატებს ცენტრალურ წილებში და აგრეთვე გამონაჟონს პლევრაში; გულის მარჯვენამხრივი კათეტერიზაციით ვლინდება ფილტვის არტერიის მომატებული წნევა ნორმალური კაპილარული სოლისებრი წნევით
მეზოთელიომა
ანამნეზი
აზბესტოზთან ექსპოზიცია, რომელიც, მეტწილად, უკავშირდება პროფესიულ საქმიანობას და ხასიათდება 20-40-წლიანი ლატენტური პერიოდით; სუნთქვის უკმარისობა, მშრალი არაპროდუქტიული ხველა, ტკივილი გულმკერდის არეში; არასპეციფიკურის სიმპტომები (როგორებიცაა დაღლილობა, ცხელება, ოფლიანობა და წონის კლება) ასევე ხშირია
გასინჯვა
სუნთქვის დაქვეითებული ხმიანობა და მოყრუება პერკუსიით დაზიანებულ მხარეს, რომლის მიზეზია გამონაჟონი პლევრაში ან ბრონქული ობსტრუქცია (ასევე დაზიანებულ ადგილას)
პირველი გამოკვლევა
სხვა გამოკვლევები
პნევმოთორაქსი და პნევმომედიასტინუმი
ანამნეზი
უეცარი გამოვლინების დისპნოე და ცალმხრივი ტკივილი გულმკერდის არეში; პაციენტი შესაძლოა იყოს მაღალი და ასთენიური; კოკაინის მოხმარების შესაძლო ანამნეზი, აივ ინფექცია ან ლიმფანგიოლეიომიომატოზი
გასინჯვა
სუნთქვის ხმიანობის გაქრობა უნილატერალურად და ტიმპანურობა გულმკერდზე პერკუსიის დროს იფსილატერალურად პნევმოთორაქსის შემთხვევაში; ტრაქეის გადაადგილება დაზიანების საპირისპიროდ დაჭიმული პნევმოთორაქსის დროს; კანქვეშა ემფიზემა პნევმომედიასტინუმის დროს
პირველი გამოკვლევა
- ფილტვის ულტრაბგერითი კვლევა მწოლიარე პაციენტთან ადგილზე:
POCUS-მა შეიძლება აჩვენოს პნევმოთორაქსი; პლევრის სრიალის, B-ხაზების და ფილტვის პულსის არარსებობა
მეტი - გულმკერდის რენტგენი:
კოლაბირებული ფილტვი (ტოტალური ან ნაწილობრივი) და ცალმხრივი გამჭვირვალობა ± შუასაყრის გადახრა დაზიანების საპირისპიროდ მიუთითებს დაჭიმულ პნევმოთორაქსზე
მეტი
სხვა გამოკვლევები
ჰემოთორაქსი
ანამნეზი
ბლაგვი ან გამჭოლი ტრავმის ანამნეზი გულმკერდის არეში
გასინჯვა
სითხის ნაკლებობის, სისხლის მიმოქცევის კოლაფსის და შოკის ნიშნები
პირველი გამოკვლევა
- გულმკერდის რენტგენი:
სითხე პლევრულ სივრცეში, ნეკნ-დიაფრაგმის კუთხის დაბლაგვება
მეტი
სხვა გამოკვლევები
- ულტრასონოგრაფია:
POCUS-მა შეიძლება გამოავლინოს ჰიპერექოგენური სითხე პლევრის ღრუში, რაც მიუთითებს ჰემოთორაქსზე
გულის შეძენილი სარქვლოვანი დაავადება
ანამნეზი
დისპნოე დატვირთვისას, ეპიზოდური ტკივილი გულმკერდის არეში, გულის შეგუბებითი უკმარისობის სიმპტომები (წონის მატება, ორთოპნოე, პაროქსიზმული ღამის დისპნოე, კოჭის შესიება); ანამნეზში შეიძლება შეგვხვდეს რევმატული ცხელება; მწვავე სარქვლოვანი დისფუნქცია ზოგჯერ მოსდევს კორონარული სისხლძარღვების დისფუნქციას
გასინჯვა
შუილი, რომელიც სარქველის შევიწროებას ან რეგურგიტაციას ასახავს; საუღლე ვენების გადაბერვა; გულის რითმის დარღვევა (განსაკუთრებით წინაგულოვანი ფიბრილაცია), პერიფერიული შეშუპება, ჰეპატომეგალია
პირველი გამოკვლევა
- ექოკარდიოგრამა დოპლერით:
სარქვლოვანი უკმარისობა ან სტენოზი
მეტი
სხვა გამოკვლევები
- გულმკერდის რენტგენი:
გულის საკნების გადიდება
მეტი
გულის თანდაყოლილი დაავადება
ანამნეზი
შეიძლება გამოვლინდეს ახალშობილობის პერიოდში, თუმცა მოგვიანებითაც; ვარჯიშის ამტანობის დაქვეითება; ტკივილი გულმკერდის არეში, ჰიპერტენზია, სინკოპე დატვირთვისას; იშვიათად ვლინდება გულისშიდა შუნტირების გართულებებით (მაგ. თავის ტვინის აბსცესები)
გასინჯვა
ღია აორტული მილი ხასიათდება გაფართოებული პულსური წნევით, პალპირებადი და დინამიური მარცხენა საძგერის პულსით, უწყვეტი ხმაურიანი შუილით; აორტის კოარქტაცია ხასიათდება ქვედა კიდურებზე პულსის გაქრობით, ჰიპერტენზიით ზედა კიდურებში; ფალოს ტეტრადა ვლინდება სისტოლური შუილით, P2-ის გაქრობით და ციანოზით; ციანოზი შეიძლება გამოვლინდეს აიზენმენგერის სინდრომის დროს
პირველი გამოკვლევა
- ექოკარდიოგრამა დოპლერით:
დეფექტის შესაბამისი დარღვევა
მეტი
სხვა გამოკვლევები
- გულმკერდის რენტგენი:
გულის საკნების გადიდება, ფილტვის სისხლძარღვების შეშუპება
მეტი
კარდიოლოგიური მედიკამენტები
ანამნეზი
პრესინკოპე, სინკოპე; ვარჯიშის ცუდი ამტანობა; დიგოქსინით, კალციუმის არხის ბლოკატორებით ან ბეტა-ბლოკატორებით მკურნალობის ისტორია
გასინჯვა
ბრადიკარდია მოსვენებით მდგომარეობაში
პირველი გამოკვლევა
- ელექტროკარდიოგრამა:
ბრადიკარდია
მეტი
სხვა გამოკვლევები
- დატვირთვის ტესტი:
ვარჯიშის დაბალი ამტანობა, შედარებითი ბრადიკარდია
მეტი
მიოკარდიუმის დაავადება (კარდიომიოპათია, მიოკარდიტი)
ანამნეზი
დაღლილობა და დატვირთვის აუტანლობა; გულის უკმარისობის სიმპტომები (კოჭის შესიება, მუცლის გარშემოწერილობის მატება, ორთოპნოე, პაროქსიზმული ღამის დისპნოე, ტკივილი გულმკერდის არეში); მიოკარდიტი ხშირად მოსდევს ვირუსულ ინფექციას; კარდიომიოპათია შეიძლება შემთხვევით აღმოაჩინოთ გულმკერდის რენტგენზე
გასინჯვა
ტაქიკარდია, S3 ან S4 გალოპის რითმი, სისტოლური შუილი მიტრალური ან ტრიკუსპიდალური რეგურგიტაციის შედეგად, კისრის ვენების გადაბერვა, პერიფერიული შეშუპება, ასციტი და ჰეპატომეგალია.
პირველი გამოკვლევა
სხვა გამოკვლევები
პერიკარდიუმის დაავადება
ანამნეზი
ტკივილი გულმკერდის არეში; დისპნოე, როგორც წესი, მსუბუქედება წამოჯდომის და წინ გადაწევის დროს; კოჭის შესიება და მუცლის გარშემოწერილობის მატება შეიძლება იყოს პირველი სიმპტომი; კონსტრიქციული პერიკარდიტის შემთხვევაში ანამნეზში შეიძლება შეგვხვდეს ქირურგიული ჩარევა ან დასხივება გულმკერდის არეში
გასინჯვა
შეიძლება იყოს ტაქიკარდია, კისრის ვენების გაფართოება, პარადოქსული პულსი (10 მმ.ვწუ.სვ. სისტოლური წნევის დაქვეითება ჩასუნთქვის დროს), პერიფერიული შეშუპება, ასციტი, პულსირებული ჰეპატომეგალია და პლევრული გამონაჟონი; პერიკარდიუმის ხახუნის ხმიანობა უკეთესად ისმის მკერდის ძვლის მარცხენა საზღვარზე, როდესაც პაციენტი იხრება წინ, ამოსუნთქვის ბოლოს; გულის შორეული ხმები
პირველი გამოკვლევა
სხვა გამოკვლევები
- გულმკერდის რენტგენი:
გულის გადიდებული სილუეტი ეფუზიის/ცისტის/ტამპონადის დროს; პატარა გული კონსტრიქციული პერიკარდიტის დროს
ზედა ღრუ ვენის სინდრომი
ანამნეზი
თანდათან გამოვლენილი დისპნოე, სახის შეშუპება, თავის დამძიმება
გასინჯვა
სახის შეწითლება, კისრისა და თავის ვენების გადაბერვა[Figure caption and citation for the preceding image starts]: გულმეკრდის წინა ნაწილზე და აბდომინურ კედელზე კოლატერალური ვენების გამოკვეთა ზედა ღრუ ვენის სინდრომის მქონე პაციენტში.From the collection of E Kempny. Reproduced under the Creative Commons CC BY-SA 4.0 license (https://creativecommons.org/licenses/by-sa/4.0/) [Citation ends].
პირველი გამოკვლევა
- გულმკერდის რენტგენი:
შუასაყრის პარალელური წარმონაქმნები
მეტი
სხვა გამოკვლევები
- კომპიუტერულ-ტომოგრაფიულმა ანგიოგრაფიამ:
ზემო ღრუ ვენის დავიწროება
მეტი
მეტჰემოგლობინემია და ნახშირჟანგით მოწამვლა
ანამნეზი
მეტჰემოგლობინემია ვლინდება მარტივი დაღლილობით და თავის ტკივილით; სიმპტომები შეიძლება გართულდეს სუნთქვის შეჩერებით, მძიმე შემთხვევებში სიკვდილით; სიმპტომები ვლინდება კონკრეტულ მედიკამენტებზე ექსპოზიციის შემდეგ, პერორალური მიღების (დაფსონი) ან ლორწოვანზე ექსპოზიციის (ლიდოკაინი, ბენზოკაინი) გზით; ნახშირჟანგით მოწამვლა შეიძლება გავდეს ვირუსულ სინდრომს (თავის ტკივილი, დაღლილობა, თავბრუსხვევა, გულისრევა)
გასინჯვა
ციანოზი, დისპნოე და ნევროლოგიური ცვლილებები შეიძლება გამოვლინდეს მეტჰემოგლობინემიის დროს; არითმიები და ფსიქიკური სტატუსი იცვლება მსუბუქი კონფუზიიდან გულყრებამდე და კომამდე, რაც ხშირია ნახშირჟანგით ინტოქსიკაციის დროს; ალუბლისფერი-წითელი კანი შეიძლება შენიშნოთ ნახშირჟანგით მოწამვლის შემთხვევებში
პირველი გამოკვლევა
- კო-ოქსიმეტრია:
გაძლიერებული სიგნალი მეტჰემოგლობინისგან ან კარბოქსიჰემოგლობინისგან
მეტი - კარბოქსიჰემოგლობინემია შრატში:
ნახშირჟნგით მოწამვლის დროს: მომატებულია >3%-ზე არამწეველებში და >15%-ზე მწეველებში
მეტი - შრატის ლაქტატი:
მოამტებულია
მეტი - ტროპონინი შრატში:
მოამტებულია
მეტი - ელექტროკარდიოგრამა:
ტაქიკარდია, შესაძლოა აღინიშნებოდეს ST სეგმენტის და T კბილის ცვლილებები
მეტი
სხვა გამოკვლევები
ტეტანუსი
ანამნეზი
ანამნეზში Clostridium tetani სპორებზე ექსპოზიცია ტრავმის, უცხო სხეულის გამო ან ნეონატალურ პერიოდში; შეიძლება გამოვლინდეს კუნთების ლოკალური სპაზმებით, ან ტონური, მტკივნეული შეკუმშვებით მძიმე შემთხვევებში; პროდრომი- მოუსვენრობა, ოფლიანობა და ტაქიკარდია; ტეტანური სპაზმები შეიძლება შეგვხვდეს ნებისმიერ კუნთოვან ჯგუფში და პროვოცირებულია არასპეციფიკური სტიმულით (მაგ. სინათლე, ხმაური)
გასინჯვა
სახის კუნთების შეკუმშვა იწვევს ყბის ტრიზმს, იგივე სარდონიულ ღიმილს (risus sardonicus); ზურგის კუნთების შეკუმშვნა იწვევს ოპისტონუსს; მუცლის კუნთების შეკუმშვა ქირურგიული მუცლის დიაგნოზზე ბადებს ეჭვს
პირველი გამოკვლევა
- არ არის:
კლინიკური დიაგნოზი
ბოტულიზმი
ანამნეზი
ორმხრივი ბულბური ნეიროპათიის სწრაფი გამოვლინება სიმეტრიული დასწვრივი სისუსტით; ანამნეზში შეიძლება გვქონდეს დაბინძურებული, არაპასტერიზებული საკვების მიღება (საკვებისმიერი ბოტულიზმი) სიმპტომებამდე 12 სთ-7დღით ადრე, ან ჭრილობის დაბინძურება Clostridium botulinum-ით; თავბრუსხვევა, გულისრევა, ღებინება, მუცლის სპაზმური ტკივილი, დიარეა შეიძლება თან ახლდეს მხედველობის დაბინდვას, დიპლიპიას და სახის დამბლას
გასინჯვა
შეიძლება ჩართული იყოს ნებისმიერი კრანიული ნერვი, რაც ვლინდება მხედველობის დაბინდვით, ოფთალმოპლეგიით, დიპლოპიით, დიზართრიით, ნისტაგმით, პტოზით და სახის სისუსტით
პირველი გამოკვლევა
- არ არის:
კლინიკური დიაგნოზი
მეტი
დიაფრაგმის ნერვის დამბლა
ანამნეზი
ახლახანს გადატანილი ქირურგიული პროცედურა კისერზე ან გულმკერდის არეში, ახლახანს გადატანილი ტრავმა; იდიოპათიურ შემთხვევებში ანამნეზი უმნიშვნელოა
გასინჯვა
მოყრუება პერკუსიაზე ფილტვის ფუძეებში, ფილტვის ქვედა საზღვარი სუნთქვის დროს არ იცვლება
პირველი გამოკვლევა
- გულმკერდის რენტგენი:
აწეული, მოშვებული ჰემიდიაფრაგმა
სხვა გამოკვლევები
- გულმკერდის დინამიური ფლუოროსკოპია ("ცხვირით ჩასუნთქვის ტესტი"):
დაზიანებული დიაფრაგმის პარადოქსული (ზევით) მოძრაობა
ამიოტროფული ლატერალური სკლეროზი
ანამნეზი
დისტალური კუნთების ასიმეტრიული სისუსტე, დახვეწილი მოტორული მოძრაობების შესრულების გართულება, ფეხის დამბლა; მოძრაობის ინიცირების და გამართული პოზის შენარჩუნების გართულება; პიროვნული ცვლილებები შეიძლება შენიშნონ ოჯახის წევრებმა
გასინჯვა
შეიძლება გამოვლინდეს ზედა და ქვედა მოტორული ნეირონების დაზიანების ნიშნები (სისუსტე, ჰიპერრეფლექსია, სპასტიკურობა, კუნთების ატროფია, ფასციკულაციები) და ბულბური ჩართულობა (დისფაგია, დიზართრია); შეიძლება გამოვლინდეს ნერწყვდენა და სიალორეა; პაციენტს შეიძლება ჰქონდეს შეუსაბამო აფექტი, მაგ. სიცილი, ტირილი და აღქმის დარღვევა
პირველი გამოკვლევა
- არ არის:
კლინიკური დიაგნოზი
მეტი
სხვა გამოკვლევები
- ელექტრომიოგრაფია:
მწვავე და ქრონიკული დენერვაცია, ფასციკულაციური პოტენციალები
- ნერვის გამტარებლობის კვლევები:
ნორმის ფარგლებში
მეტი
პოლიო და სხვა მწვავე ვირუსული ინფექციები, რომლებიც წინა რქას აზიანებს
ანამნეზი
პოლიო ვლინდება ასიმეტრიული სისუსტით (როგორც წესი, აზიანებს უფრო ქვედა, ვიდრე ზედა კიდურებს და პროქსიმულ კუნთებს) და მყესის რეფლექსების შესუსტებით; ნევროლოგიური სიმპტომები შეიძლება გამოწვეული იყოს ცხელების, თავბრუსხვევის, დაღლილობისა და ყელის ტკივილის პროდრომით; კუნთების სისუსტე სწრაფად ვითარდება და შეიძლება გამოიწვიოს კვადრიპლეგია და სუნთქვის უკმარისობა; წინა რქის უჯრედების სხვა ინფექციები (მაგ. ენტეროვირუსები, დასავლეთ ნილოსის ვირუსი) მსგავსი სიმპტომებით ხასიათდება
გასინჯვა
კუნთის ასიმეტრიული პარეზი ან დამბლა; მგრძნობელობა, როგორც წესი, ნორმაშია; მყესის ღრმა რეფლექსები შესუსტებულია
პირველი გამოკვლევა
სხვა გამოკვლევები
გიენ-ბარეს სინდრომი
ანამნეზი
პროგრესირებადი სიმეტრიული დამბლა; კუნთის სისუსტე, როგორც წესი, იწყება ბარძაყის კუნთებში, მაგრამ შეიძლება მოიცავდეს კუნთების ნებისმიერ ჯგუფს (მაგ. ხელები, ბულბური, თვალის); პაციენტებს შეიძლება ჰქონდეთ მგრძნობელობის დარღვევა (განსაკუთრებით პარესთეზიები ხელებსა და ფეხებში); შეიძლება გამოვლინდეს შარდის შეკავება და ილეუსი
გასინჯვა
კუნთების სიმეტრიული სისუსტე მთავარი ნიშანია; შეიძლება გამოვლინდეს დიზაუტონომია (ტაქიკარდია ან ბრადიაკრდია, ლაბილური წნევა, ორთოსტაზული ჰიპოტენზია); მყესების ღრმა რეფლექსები, როგორც წესი, ქრება ან შესუსტებულია
პირველი გამოკვლევა
- ხერხემლის პუნქცია:
მომატებულია ცილის დონე, ნორმალურია პლეოციტოზი
- ნერვის გამტარებლობის კვლევები:
გამტარებლობის სიჩქარე შენელებულია, ვლინდება კეროვანი დემიელინიზაცია
მეტი
სხვა გამოკვლევები
მიასთენია გრავის (მძიმე კუნთოვანი სისუსტე)
ანამნეზი
თვალის ან ბულბური კუნთების სისუსტე; პტოზი, დიპლოპია, დიზართრია და დისფაგია ხშირია; კუნთის დაღლილობა, რაც სახის ან კიდურების კუნთებს მოიცავს, შედარებით იშვიათია
გასინჯვა
გასინჯვით მიღებული მონაცემები განსხვავებულია; შეიძლება გამოვლინდეს თვალის გარე კუნთების სისუსტე (რომელიც არ არის მხოლოდ კონკრეტულ კრანიულ ნერვზე გამოხატული), სახის ექსპრესიის დაქვეითება ან პერიფერიული კუნთების სისუსტე და დაღლილობა (უფრო ხელებში, ვიდრე ფეხებში); მეტყველება შეიძლება იყოს სუსტი, განურჩეველი
პირველი გამოკვლევა
სხვა გამოკვლევები
- თიროზინ კინაზას რეცეპტორის ანტისხეულები შრატში:
დადებითი
მეტი
სასუნთქი კუნთების სისუსტე
ანამნეზი
დისპნოე შეიძლება თანდათან დაიწყოს (იდიოპათიური დიაფრაგმული პარალიზი), ან რაიმე მოვლენის შემდეგ (ტრავმა, ოპერაცია); როგორც წესი, დიაფრაგმული პარალიზის დროს, დისპნოე მძიმდება მწოლიარე მდგომარეობაში (ორთოპნოე)
გასინჯვა
დიაფრაგმის პარადოქსული მოძრაობის აღმოჩენა შეიძლება გართულდეს; მუცლის კედლის კუნთების სისუსტე მარტივად ვლინდება მუცლის კედლის პარადოქსული, შიგნით მიმართული მოძრაობით ჩასუნთქვის დროს; არასასუნთქი კუნთების სისუსტე შეიძლება გამოვლინდეს პარაპარეზის შემთხვევაში
პირველი გამოკვლევა
- გულმკერდის რენტგენი:
დიაფრაგმის ცალმხრივი აწევა, ატელექტაზი
მეტი - გულმკერდის დინამიური ფლუოროსკოპია ("ცხვირით ჩასუნთქვის ტესტი"):
დიაფრაგმის ცალმხრივი პარადოქსული მოძრაობა
მეტი - სუნთქვის ფუნქციური სინჯები:
დაქვეითებული ფორსირებული სასიცოცხლო ტევადობა (FVC), >10% განსხვავება მწოლიარე და წამომჯდარ პოზიციაში
მეტი
სხვა გამოკვლევები
პარანეოპლაზიური მიასთენიური სინდრომი
ანამნეზი
სისუსტე მენჯის კუნთებში და ასწვრივი მოტორული პროგრესირება; სკამიდან წამოდგომის გართულება, ადვილად დაღლა და კუნთების სპაზმები; სისუსტე დროებით გაუმჯობესდება ვარჯიშის შემდეგ (ვარჯიშის შემდგომი სტიმულირება); შეიძლება გამოვლინდეს აუტონომიური დისფუნქცია (ერექციული დისფუნქცია, პირის სიმშრალე); მხრის სარტყლის კუნთების სისუსტე და თვალის/ბულბური კუნთების ჩართვა შედარებით იშვიათია
გასინჯვა
მეტწილად ქვედა კიდურების სისუსტე და რეფლექსების გაქრობა; პროქსიმული კუნთები ყველაზე ხშირადაა დაზიანებული; კუნთების ჩართვა სიმეტრიულია; ოკულობულბური ჩართულობა არ ვლინდება
პირველი გამოკვლევა
- კალციუმის არხების პოტენციურად მართვადი ანტისხეულები:
დადებითი
მეტი - ელექტროფიზიოლოგიური ტესტირება:
პრესინაფსური ნერვკუნთოვანი კავშირის დარღვევის დამახასიათებელი სურათი
სხვა გამოკვლევები
ფარისებრი ჯირკვლის დაავადება
ანამნეზი
თიროტოქსიკოზი ვლინდება შემდეგი სიმპტომებით: დისპნოე, ფიზიკური დატვირთვის ამტანობის დაქვეითბა, ოფლიანობა, სიცხის აუტანლობა, დაღლილობა, დიარეა, შარდვის გახშირება, წონის კლება; ჰიპოთიროიდიზმი მასთან დაკავშირებული მეტაბოლიზმის დაქვეითება თავს იჩენს სიცივის აუტანლობით, ყაბზობითა და წონის კლებით; ჰიპოთიროიდიზმის მქონე ქალებში შესაძლოა აღინიშნებოდეს ოლიგომენორეა ან ამენორეა; ჰიპოთიროიდიზმის ჩამოყალიბებასთან ერთად შესაძლოა გამოვლინდეს ან გაუარესდეს ხვრინვა
გასინჯვა
თიროტოქსიკოზის ნიშნებია ტაქიკარდია (მაგ. წინაგულების ფიბრილაცია), ტაქიპნოე, პულსის არტერიული წნევის გაფართოება, თბილი და ოფლიანი კანი, ეგზოფთალმი, ზედა ქუთუთოს აწევა და ჩიყვი; შესაძლოა გამოვლინდეს შფოთვა, მოუსვენრობა და აგზნება; ჰიპოთიროიდიზმის ნიშნებია კანის სიმშრალე, გენერალიზებული შეშუპება, ჰიპერტენზია და აზროვნების შენელება
პირველი გამოკვლევა
- თიროიდმასტიმულირებელი ჰორმონი (TSH):
მომატებულია ჰიპოთიროდიზმის დროს, ქვეითება ჰიპერთიროდიზმის შემთხვევაში
მეტი
სხვა გამოკვლევები
- შრატში თავისუფალი T3 და თავისუფალი T4:
მომატებულია ჰიპერთიროიდიზმის დროს, დაქვეითებულია ჰიპოთიროიდიზმის შემთხვევაში
კუშინგის სინდრომი
ანამნეზი
წონის პროგრესირებადი მატება და დისპნოე დაღლილობის დროს; დეტალური ანამნეზით ვარჯიშის აუტანლობა უკავშირდება კუნთების სისუსტეს; ქალებში შეიძლება გამოვლინდეს ოლიგომენორეა ან ამენორეა
გასინჯვა
სიმსუქნე ცენტრალური გადანაწილებით, მთვარისებრი სახე, ლავიწზედა და კისრის ცხიმოვანი ბალიშები; კანი თხელია და ადვილად ვითარდება სისხლნაჟღენთი; სტრია შეიძლება გამოვლინდეს ტანზეც და კიდურებზეც; ქალებში შესაძლებელია ჰირსუტიზმი; შეიძლება გამოვლინდეს ჰიპერტენზია
პირველი გამოკვლევა
- კორტიზოლი შარდში:
მოამტებულია
მეტი
სხვა გამოკვლევები
- დათრგუნვის ტესტი დექსამეტაზონის დაბალი დოზით:
კორტიზოლის წარმოქმნა არ დაქვეითდება
მეტი
ფეოქრომოციტომა
ანამნეზი
ეპიზოდური ოფლიანობა, თავის ტკივილი და ტაქიკარდია; შეიძლება გამოვლინდეს ეპიზოდური დისპნოე და პანიკის შეგრძნებები
გასინჯვა
გასინჯვა პაროქსიზმებს შორის (კატექოლამინების გამოთავისუფლების ეპიზოდები) შეიძლება ნორმალური იყოს; ზოგიერთ პაციენტს უნარჩუნდება ჰიპერტენზია
პირველი გამოკვლევა
- შარდში მეტანეფრინისა და კატექოლამინების 24-საათიანი შეგროვება:
მოამტებულია
მეტი
სხვა გამოკვლევები
კიფოსქოლიოზი და მეწაღის გულმკერდი (pectus excavatum)
ანამნეზი
მეწაღის გულმკერდი ვითარდება ადრეულ ბავშვობაში და შეიძლება გამოიწვიოს დისპნოე დატვირთვისას; კიფოსქოლიოზი ვითარდება ბავშვობაში ან მოზარდობის პერიოდში და ყველაზე ხშირად იდიოპათიურია ან შეიძლება გამოწვეული იყოს ნერვკუნთოვანი დაავადებით, ხერხემლის დაზიანებით ან შემაერთებელი ქსოვილის დაავადებით
გასინჯვა
მეწაღისებური გულმკერდი (pectus excavatum) ხასიათდება მკერდის ძვლის ჩაზნექვით და გულმკერდის გაშლის შეზღუდვით. შემთხვევათა 15%-ში დაკავშირებულია სქოლიოზთან; კიფოსქოლიოზი ხასიათდება ხერხემლის წინა და ლატერალური დეფორმაციით; სქოლიოზისა და კიფოზის ხარისხი შეიძლება რთული დასაგენი იყოს სხვა ძვლოვანი სტრუქტურების კომპენსატორული ცვლილებების გამო
პირველი გამოკვლევა
- ხერხემლის რენტგენი:
ხერხემლის ან მკერდის ძვლის არასწორი ფორმა
მეტი
სხვა გამოკვლევები
დიფთერია
ანამნეზი
ზემო სასუნთქი გზების სიმპტომები; დისფაგია, დისფონია, დისპნოე და კრუპისმაგვარი ხველა; მნიშვნელოვანია იმუნიზაციისა და მოგზაურობის ანამნეზი
გასინჯვა
ტიპური ყავისფერი-მონაცრისფრო ფსევდომემბრანები ვლინდება ტონზილებსა და/ან ხახაში
პირველი გამოკვლევა
- ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა და მიკროსკოპია:
ტინდელის ნიადაგზე შავი ფერის კოლონიები ორეოლებით, ლოფლერის საკვებ ნიადაგზე მეტაქრომატული გრანულები, არათანაბრად შეღებილი პლეომორფული ბაცილები მიკროსკოპიით.
სხვა გამოკვლევები
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას