ასციტი არის სითხის პათოლოგიური დაგროვება პერიტონეუმის ღრუში. მდგომარეობის ყველაზე ხშირი მიზეზია ციროზი, რომელიც შემთხვევათა 75%-ზეა პასუხისმგებელი.[1]Krige JEJ, Beckingham IJ. Clinical review: ABC of disease of liver, pancreas and biliary system. Portal hypertension-2. Ascites, encephalopathy and other conditions. BMJ. 2001 Feb 17;322(7283):416-8.
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pmc/articles/PMC1119638
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/11179165?tool=bestpractice.com
კლინიკური სურათი
პაციენტებს აღენიშნებათ მუცლის შებერილობა; სითხე შესაძლოა გამოვლინდეს გასინჯვისას მოძრავი მოყრუების სახით. დიაგნოზის დადასტურება ასევე შესაძლებელია კომპიუტერული ტომოგრაფიით ან მაგნიტურ-რეზონანსული გამოკვლევით. პაციენტთა დიდ ნაწილში ანამნეზითა და გასინჯვით შესაძლებელია მნიშვნელოვანი ნიშნების გამოვლენა ასციტის ეტიოლოგიის დასადგენად (მაგ. ღვიძლის ქრონიკული დაავადების გულის უკმარისობის ნიშნები). გამომწვევი მიზეზები მოიცავს დაავადებებს, რომლებიც განაპირობებენ პორტულ ჰიპერტენზიას, ჰიპოალბუმინემიასა და სიმსივნეებს.
ციროზი
2017 წელს ციროზმა გამოიწვია 1.32 მილიონი სიკვდილი გლობალურად, შედარებით 899 000-სთან 1990 წელს. ციროზის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვმა გლობალური მასშტაბით სიკვდილობის 2.4% შეადგინა 2017 წელს, ხოლო 1990 წელს 1.9%[2]GBD 2017 Cirrhosis Collaborators. The global, regional, and national burden of cirrhosis by cause in 195 countries and territories, 1990-2017: a systematic analysis for the Global Burden of Disease Study 2017. Lancet Gastroenterol Hepatol. 2020 Mar;5(3):245-66.
https://www.ncbi.nlm.nih.gov/pmc/articles/PMC7026710
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/31981519?tool=bestpractice.com
ციროზის დროს ასციტი ყალიბდება თირკმლის ფუნქციის მოშლის, პორტულ და მუცლის ღრუს ცირკულაციაში არსებული დარღვევების შედეგად. პათოგენეზში მთავარი როლი ნატრიუმის შეკავებას აქვს.[1]Krige JEJ, Beckingham IJ. Clinical review: ABC of disease of liver, pancreas and biliary system. Portal hypertension-2. Ascites, encephalopathy and other conditions. BMJ. 2001 Feb 17;322(7283):416-8.
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pmc/articles/PMC1119638
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/11179165?tool=bestpractice.com
ვისცერალური არტერიების ვაზოდილატაცია (ღვიძლის ფიბროზის მეორეულად განვითარებული) იწვევს ლიმფის გაძლიერებულ წარმოქმნას, რენინ-ანგიოტენზინის სისტემისა და სიმპატიკური ნერვული სისტემის გააქტიურებას, ასევე ანტიდიურეზული ჰორმონის გამოთავისუფლებას. ეს პროცესი იწვევს თირკმელებში ნატრიუმისა და წყლის შეკავებას. აღინიშნება გაძლიერებული რეზისტენტობა პორტული სისხლის ნაკადის მიმართ, რაც იწვევს პორტულ ჰიპერტენზიას, კოლატერალური ვენების ჩამოყალიბებასა და სისხლის შუნტირებას სისტემურ ცირკულაციაში.[3]Ginès P, Cardenas A., Arroyo V, et al. Management of cirrhosis and ascites. N Engl J Med. 2004 Apr 15;350(16):1646-54.
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/15084697?tool=bestpractice.com
ციროზის მქონე პაციენტთა დაახლოებით 50%-ს ასციტი 10 წლის ფარგლებში უყალიბდება.[1]Krige JEJ, Beckingham IJ. Clinical review: ABC of disease of liver, pancreas and biliary system. Portal hypertension-2. Ascites, encephalopathy and other conditions. BMJ. 2001 Feb 17;322(7283):416-8.
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pmc/articles/PMC1119638
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/11179165?tool=bestpractice.com
[4]Sikuler E, Ackerman Z, Braun M, et al. Guidelines for diagnosis and management of cirrhotic ascites and its complications. The Israeli Association for the Study of the Liver [in Hebrew]. Harefuah. 2012 Dec;151(12):705-8.
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/23330265?tool=bestpractice.com
სხვა მიზეზები
ასციტთან დაკავშირებული პორტული ჰიპერტენზიის სხვა მიზეზებია: გულის შეგუბებითი უკმარისობა, კონსტრიქციული პერიკარდიტი, ალკოჰოლური ჰეპატიტი, ფულმინანტური ჰეპატიტი, ქვემწვავე ჰეპატიტი, ღვიძლის მასობრივი მეტასტაზები და ბად-ქიარის სინდრომი.
ასციტი შეიძლება განვითარდეს ჰიპოალბუმინემიის გამომწვევი მდგომარეობებისა (ნეფროტული სინდრომი) და ცილების დაკარგვით მიმდინარე ენტეროპათიების დროს. პერიტონეუმის დაავადებები, მათ შორის ინფექციური პერიტონიტი და ავთვისებიანი დაავადებები აგრეთვე იწვევენ ასციტის ჩამოყალიბებას.