პროგნოზი

საშარდე გზების ინფექცია (UTI) ახალგაზრდა მამაკაცებში

ახალგაზრდა მამაკაცებში უფრო იშვიათია გართულებული ინფექცია.[12][13][25] გართულებული ინფექციის არარსებობის შემთხვევაში, ანტიბიოტიკოთერაპია უფრო ეფექტურია და იშვიათადაა წარუმატებელი. ახალგაზრდა მამაკაცებში პროგნოზი კარგია.

საშარდე გზების ინფექციები ხანდაზმულ მამაკაცებში

ხანდაზმულ მამაკაცებში უფრო ხშირია გართულებული ინფექცია. საშარდე გზებიდან ბაქტერიის ერადიკაცია შეიძლება უფრო რთული იყოს, თუმცა სიმპტომების კუპირება შესაძლებელია უფრო ხანგრძლივი ანტიბიოტიკოთერაპიით.[69] უფრო მაღალია განმეორებითი ინფექციის ალბათობა. აღნიშნული რისკი ეხება საშარდე გზების ინფექციის მქონე ყველა პაციენტს, თუმცა რისკი უფრო მაღალია გართულებული ინფექციების შემდეგ, რადგან სავარაუდოა ფონური სტრუქტურული ან ფუნქციური პათოლოგიის არსებობა.[7][10] ასევე, მედიკამენტის მიმართ რეზისტენტული და მრავლობითი რეზისტენტობის მქონე ინფექციები უფრო ხშირად გვხვდება ამ პაციენტებში.[1][51]

საშარდე გზების კათეტერთან დაკავშირებული ინფექცია

კათეტერიზაცია დაკავშირებულია საშარდე გზების ინფექციის მაღალ რისკთან. აღნიშნული რისკი რელევანტურია მანამ, სანამ კათეტერი ჩადგმულია.[27][70] კათეტერი ასევე ზრდის ბაქტერიემიის რისკს. პროგნოზი არასახარბიელოა. ქრონიკული კათეტერიზაციის შემთხვევაში მაღალია განმეორებითი ინფექციის ალბათობა.

უსიმპტომო ბაქტერიურია

უსიმპტომო ბაქტერიურიის არსებობა არ ცვლის პაციენტის ავადობას ან სიკვდილობას, გარდა იმ მამაკაცებისა, რომლებსაც ესაჭიროებათ უროლოგიური პროცედურები (საშარდე გზების დარღვევის რისკი).[4][49] პაციენტთა ეს ჯგუფი შეიძლება იყოს ბაქტერიემიის ან სეფსისის განვითარების რისკის ქვეშ.

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას