ეპიდემიოლოგია
მამაკაცებისა და ქალების კომბინირებული მონაცემები პაციენტის მოვლის ყველა განყოფილებიდან განსაზღვრავს საშარდე გზების ინფექციას (UTI), როგორც ყველაზე გავრცელებულ ინფექციას და მეორე ყველაზე გავრცელებულ ინფექციას არაინსტიტუციონალიზებულ პაციენტებში.[7] მამაკაცებში და ქალებში ნოზოკომიური ინფექციების 40% წარმოდგენილია საშარდე გზების ინფექციებით; აღნიშნული ინფექციების 80% ვითარდება კათეტერების გამო.[8] საშარდე გზების ინფექციების 20% გვხვდება მამაკაცებში. სიცოცხლის განმავლობაში პრევალენტობა დაახლოებით 13 689-ია ყოველ 100 000 პირზე.[9] მამაკაცებში საშარდე გზების ინფექციები უფრო ხშირია ასაკის მატებასთან ერთად.[10] საშარდე გზების ინფექცია იშვიათია 50 წლამდე მამაკაცებში.[9] ასევე, გრძელვადიანი მოვლის დაწესებულებაში ცხოვრება მამაკაცებში კორელირებს ბაქტერიურიისა და საშარდე გზების ინფექციის განვითარების ალბათობასთან.[10] საშარდე გზების ინფექციის სიხშირე ინსტიტუციონალიზებულ ქალებსა და მამაკაცებს შორის თითქმის თანაბარია (2-3 : 1), ხოლო ახალგაზრდა ქალებში სიხშირე ბევრად მაღალია (25:1).[11] დამატებით, ინსტიტუციონალიზებული მამაკაცების 40%-ს აღენიშნება უსიმპტომო ბაქტერიურია.[4][9][11]
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას