დიფერენციული დიაგნოზები
წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერტროფია
ნიშნები / სიმპტომები
ვლინდება შარდის ნაკადის ობსტრუქციის სიმპტომები.
საშარდე გზების ინფექციის (UTI) სიმპტომები ხშირი არ არის, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ობსტრუქცია იწვევს UTI-ის განვითარებას.
კვლევები
წინამდებარე ჯირკვალის სპეციფიკური ანტიგენის მომატება შესაძლოა მიუთითებდეს ჰიპერპლაზიის არსებობაზე.
თითით რექტული გასინჯვისას წინამდებარე ჯირკვლის გადიდება და გამკვრივება გვეხმარება დიაგნოზის დადასტურებაში.
წინამდებარე ჯირკვლის ანთება
ნიშნები / სიმპტომები
უხშირესად ვლინდება რექტული ტკივილითა და შარდის ნაკადის ობსტრუქციის სიმპტომებით.
ზოგჯერ გვხვდება დიზურია და ხშირი შარდვა.
კვლევები
თითით რექტული გასინჯვისას აღმოჩენილი რბილი და მტკივნეული წინამდებარე ჯირკვალი მიუთითებს პროსტატიტზე.
პიელონეფრიტი
ნიშნები / სიმპტომები
ხშირად წარმოადგენს საშარდე გზების ინფექციის გართულებას, თუმცა ზოგჯერ ვითარდება საშარდე გზების ინფექციის გარეშე.
ამ მდგომარეობის არსებობაზე მიუთითებს გასინჯვისას ნეკნ-ხერხემლის კუთხის ტკივილი მომატებული მგრძნობელობით.
კვლევები
შარდის ანალიზზე ლეიკოციტების ცილინდრების არსებობა მიუთითებს პიელონეფრიტზე.
კენჭები საშარდე გზებში
ნიშნები / სიმპტომები
საშარდე ტრაქტში კენჭების გაჩენამ შესაძლია გამოიწვიოს საშარდე ეპითელიუმის დაზიანება და შედეგად დიზურია; თუმცა კენჭები, როგორც წესი, ასევე იწვევენ ტკივილს.
რისკის აღმოჩენაში დაგვეხმარება წარსულ სამედიცინო ისტორიაში კენჭების ჩამოყალიბების ფაქტი.
კვლევები
როგორც ინტრავენური უროგრამა, ასევე CT სკანირება გვეხმარება გამოვავლინოთ საშარდე გზების კენჭი, თუმცა CT სკანირება უფრო ზუსტი მეთოდია და არ საჭიროებს ინტრავენურ საკონტრასტო საშუალებას.
გონოკოკური ურეთრიტი
ნიშნები / სიმპტომები
ახალი ან მრავლობითი სქესობრივი პარტნიორები წარმოადგენს რისკს.
ხშირ შემთხვევაში არ აღინიშნება შარდვის გახშირება და მოშარდვის დაუოკებელი სურვილი, ასევე იშვიათია ცხელება.
ჩირქიანი გამონადენი შარდსადენიდან საშარდე გზების ინფექციაზე მეტად გონორეის არსებობაზე მიუთითებს.[5]
უფრო ხშირად გვხვდება ახალგაზრდა მამაკაცებში.
კვლევები
შარდსადინარიდან აღებული ნიმუშიდან გონოკოკის დნმ-ის განსაზღვრა ზუსტად ახდენს გონორეის არსებობის იდენტიფიცირებას.
ქლამიდიათი გამოწვეული ურეთრიტი
ნიშნები / სიმპტომები
ახალი ან მრავლობითი სქესობრივი პარტნიორები წარმოადგენს რისკს.
ხშირ შემთხვევაში არ აღინიშნება შარდვის გახშირება და მოშარდვის დაუოკებელი სურვილი, ასევე იშვიათია ცხელება.
უფრო ხშირად გვხვდება ახალგაზრდა მამაკაცებში.
კვლევები
შარდის კულტურა სტერილურია
შარდსადინარიდან აღებული ნიმუშიდან ქლამიდიის დნმ-ის განსაზღვრა ზუსტად ახდენს ქლამიდიის არსებობის იდენტიფიცირებას.
შარდის ბუშტის კიბო
წინამდებარე ჯირკვლის კიბო
ნიშნები / სიმპტომები
ვლინდება შარდის ნაკადის ობსტრუქციის სიმპტომები.
საშარდე ტრაქტის ინფქეციის სიმპტომები გვხვდება იშვიათად გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ობსტრუქცია განაპირობებს ინფექციის ჩამოყალიბებას.
კვლევები
წინამდებარე ჯირკვლის სპეციფიკური ანტიგენის (PSA) მომატება მიუთითებს ავთვისებიანი მდგომარეობის არსებობაზე.
ქსოვილის ბიოფსია ადასტურებს დიაგნოზს.
თირკმლის კიბო
ეპიდიდიმიტი
ნიშნები / სიმპტომები
უმეტესად ვლინდება სათესლე პარკის ტკივილით და არ ასოცირდება დიზურიასთან, მოშარდვის დაუოკებელი სურვილი ან გახშირებულ შარდვასთან.
მტკივნეული, შეშუპებული სათესლე ჯირკვლის დანამატი
კვლევები
შარდის ანალიზი და კულტურა უარყოფითია იზოლირებული ეპიდიდიმიტის დროს, თუმცა დამატებით შეიძლება გამოვლინდეს საშარდე გზის ინფექცია.
რეაქტიული ართრიტი
ნიშნები / სიმპტომები
შეიძლება გამოვლინდეს საშარდე გზებთან კავშირის არმქონე სიმპტომები, როგორიცაა ართრალგია, ზურგის ტკივილი ან თვალის სიმპტომები.
კვლევები
შარდის კულტურა სტერილურია
სისხლის ანალიზით შეიძლება გამოვლინდეს ჰიპერგამაგლობულინემია და დადებითი HLA-B27 ქსოვილოვანი ანტიგენი.
ბეჰჩეტის სინდრომი
ნიშნები / სიმპტომები
შეიძლება გამოვლინდეს საშარდე გზებთან კავშირის არმქონე სიმპტომები, როგორიცაა ართრალგია, ზურგის ტკივილი, თვალის სიმპტომები და პირის ღრუს წყლულები.
კვლევები
შარდის კულტურა სტერილურია
სავარაუდოდ დაკავშირებულია HLA-B5 ანტიგენთან.
პათერგიის დადებითი ტესტი და შრატში იმუნური კომპლექსების არსებობა დაგვეხმარება დიაგნოსტირებაში.
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას