მტკიცებულება
ეს გვერდი შეიცავს გამორჩეული შინაარსის კადრს, რომელიც ხაზს უსვამს მტკიცებულებებს ძირითადი კლინიკური, მათ შორის გაურკვეველი საკითხების შესახებ. იხილეთ ძირითადი ლიტერატურის სია ამ თემასთან დაკავშირებული ყველა წყაროს დეტალებისთვის.
BMJ Best Practice-ის მტკიცებულებათა ცხრილები
მტკიცებულებათა ცხრილები იძლევა მტკიცებულებათა ადვილად ნავიგაციის საშუალებას სპეციფიკური კლინიკური საკითხების კონტექსტში,GRADE დაBMJ Best Practice ეფექტურობის რეიტინგის გამოყენებით. მიჰყევით ბმულებს ცხრილის ქვემოთ მტკიცებულებათა ქულის ძირითად ტექსტში სანახავად, კლინიკურ კითხვასთან დაკავშირებითი დამატებითი კონტექსტის მიცემით. გაიგეთ მეტი ჩვენი მტკიცებულებათა ცხრილების შესახებ.
ეს ცხრილი ზემოთ მოცემულ მნიშვნელოვან კლინიკურ შეკითხვაზე ფოკუსირებულ გაიდლაინში (და მის საფუძვლად აღებული სისტემატური მიმოხილვაში) მოხსენებული ანალიზის შეჯამებაა.
მტკიცებულებების სარწმუნოება არის ზომიერი ან დაბალიდან საშუალომდე, სადაც GRADE სისტემით შეფასება ჩატარებულია. ძირითადი შედეგების მიხედვით, მკურნალობის ჯგუფში გამოსავალი ნაკლებეფექტურია ან შეიძლება უფრო ზიანისმომტანიც იყოს, ვიდრე შესადარებელ ჯგუფში.
პოპულაცია: საშარდე გზების ხანგრძლივი კათეტერის მქონე პირები
ინტერვენცია: ანტიბიოტიკები
შედარება: მკურნალობა არ არის საჭირო
შედეგები | ეფექტიანობა (BMJ შეფასება)? | მტკიცებულების სარწმუნოება (GRADE)? |
---|---|---|
ზრდასრულები ხანგრძლივი საშარდე კათეტერით და უსიმპტომო ბაქტერიურიით | ||
სეფსისი/ბაქტერიემია | უპირატესობას ანიჭებს ინტერვენციას | ძალიან დაბალი |
ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტული ბაქტერიემია | უპირატესობას ანიჭებს შესადარებელ ჯგუფს | მაღალია |
Clostridium difficile-ს ინფექცია | უპირატესობას ანიჭებს შესადარებელ ჯგუფს | ზომიერი |
სიკვდილობა | სტატისტიკურად მნიშვნელოვანი განსხვავება არ არის ᵃ | ძალიან დაბალი |
რეკომენდაციები წყარო გაიდლაინის მიხედვით პაციენტებში, რომელთაც აქვთ ხანგრძლივი საშარდე კათეტერი, ამერიკის ინფექციური დაავადებების საზოგადოება არ უწევს რეკომენდაციას უსიმპტომო ბაქტერიურიის სკრინინგს ან მკურნალობას.
შენიშვნა: გაიდლაინის კომიტეტმა აღნიშნა, რომ თუმცა დაბალი ხარისხის მტკიცებულებებმა აჩვენა ანტიბიოტიკოთერაპიის სასარგებლო ეფექტი ხანგრძლივი კათეტერიზაციის დროს პაციენტებში. არსებობს მაღალი ხარისხის მტკიცებულება ანტიმიკრობული რეზისტენტობის ზიანის შესახებ. მტკიცებულების ჯამური შეფასება ამ ცხრილში სწორედ ამას ასახავს. ᵃ ერთი ობსერვაციული კვლევის თანახმად, ვერ ინახა მნიშვნელოვანი ასოციაცია/კავშირი ანტიბიოტიკებსა და სიკვდილობას შორის, ძირითადი ცვლადების კონტროლის შემდეგ.
მტკიცებულებების ეს ცხრილი უკავშირდება შემდეგ სექციას (სექციებს):
ეს ცხრილი ზემოთ მოცემულ მნიშვნელოვან კლინიკურ შეკითხვაზე ფოკუსირებულ გაიდლაინში (და მის საფუძვლად აღებული სისტემატური მიმოხილვაში) მოხსენებული ანალიზის შეჯამებაა.
მტკიცებულებების სარწმუნოება არის ზომიერი ან დაბალიდან საშუალომდე, სადაც GRADE სისტემით შეფასება ჩატარებულია. ძირითადი შედეგების ეფექტიანობის მიხედვით ინტერვენციასა და შედარებით ჯგუფს შორის შესაძლოა განსხვავება არ არსებობდეს. თუმცა, ეს დაზუსტებული არ არის და ახალმა მტკიცებულებებმა მომავალში შესაძლოა რეკომენდაცია შეცვალოს.
პოპულაცია: ზრდასრულები ხანმოკლე საშარდე კათეტერით (<30 დღე) და უსიმპტომო ბაქტერიურიით
ინტერვენცია: ანტიბიოტიკები
შედარება: ანტიბიოტიკები არ არის საჭირო
შედეგები | ეფექტიანობა (BMJ შეფასება)? | მტკიცებულების სარწმუნოება (GRADE)? |
---|---|---|
ზრდასრულები ხანმოკლე საშარდე კათეტერით (<30 დღე) და უსიმპტომო ბაქტერიურიით | ||
სეფსისი | სტატისტიკურად მნიშვნელოვანი განსხვავება არ არის | ძალიან დაბალი |
სასიკვდილო გამოსავალი | სტატისტიკურად მნიშვნელოვანი განსხვავება არ არის | ძალიან დაბალი |
რეკომენდაციები წყარო გაიდლაინის მიხედვით პაციენტებში, რომელთაც აქვთ ხანმოკლე დროით(<30 დღე) საშარდე კათეტერი, ამერიკის ინფექციური დაავადებების საზოგადოება არ უწევს რეკომენდაციას უსიმპტომო ბაქტერიურიის სკრინინგს ან მკურნალობას.
შენიშვნა: გაიდლაინების კომიტეტმა აღნიშნა, რომ ხანმოკლე დროით კათეტერიზაციის (<30 დღე) დროს ბაქტერიურია ხშირად არ ვლინდება. ისინი ვარაუდობენ, რპმ ეს დაკავშირებულია კათეტერის დროულ ამოღებასთან, ბაქტერიურიის დაწყებამდე. კომიტეტი ასევე აღნიშნავს, რომ პაციენტთა ამ ჯგუფში მაღალია ნოზოკომიური ინფექციის რისკი რეზისტენტული მიკროორგანიზმებით.
მტკიცებულებების ეს ცხრილი უკავშირდება შემდეგ სექციას (სექციებს):
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას