მკურნალობის ალგორითმი

მიაქციეთ ყურადღება, რომ ფორმულა/შეყვანის გზა და დოზა შეიძლება განსხვავებული იყოს მედიკამენტების დასახელების და ბრენდის, ფორმულარის ან გეოგრაფიული ადგილმდებარეობის მიხედვით. მკურნალობის შესახებ რეკომენდაციები სპეციფიკურია პაციენტის ჯგუფების მიხედვით: იხილეთ გაფრთხილება

მწვავე

ყველა პაციენტის

Back
1-ლი რიგის – 

ტკივილგამაყუჩებლები და სიცხის დამწევი საშუალებები

ცხელებისა და ტკივილის შემსუბუქების მიზნით, გამოიყენება მარტივი პერორალური ტკივილგამაყუჩებლები და სიცხის დამწევი საშუალებები, როგორიცაა პარაცეტამოლი და იბუპროფენი.

ასპირინი არ არის რეკომენდებული ცხელების დროს, რეიეს სინდრომთან ასოციაციის გამო.

პირველადი პარამეტრები

პარაცეტამოლი: 12 წლამდე ასაკის ბავშვებში: 15 მგ/კგ პერორალურად ყოველ 4-6 საათში ერთხელ საჭიროებისამებრ, მაქსიმუმ 75 მგ/კგ/დღე; 12 წლის ასაკის ზემოთ ბავშვები: 500-1000 მგ პერორალურად ყოველ 4-6 საათში ერთხელ საჭიროებისამებრ, მაქსიმუმ 4000 მგ/დღე

ან

იბუპროფენი: 12 წლამდე ასაკის ბავშვები: 5-10 მგ/კგ პერორალურად ყოველ 6-8 საათში ერთხელ საჭიროებისამებრ, მაქსიმუმ 40 მგ/კგ/დღე; 12 წლის ასაკის ზემოთ პაციენტები: 300-400 მგ ყოველ 6-8 საათში ერთხელ საჭიროებისამებრ, მაქსიმუმ 2400 მგ/დღე

Back
განიხილე – 

ტოპიკალური (ადგილობრივი) ანესთეტიკები

დამატებითი მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია <strong>ზოგიერთი</strong> პაციენტისთვის შერჩეული ჯგუფიდან

ტოპიკალური ლიდოკაინის გამოყენება შესაძლებელია თავდაპირველ თერაპიად მცირე ზომისა და რაოდენობის წყლულებისათვის პირის ღრუში.

ალუმინის, მაგნიუმ ჰიდროქსიდის, დიფენჰიდრამინისა და ბლანტი ლიდოკაინის ნარევი, სუკრალფატთან ერთად ან მის გარეშე, შესაძლებელია გამოვიყენოთ ტოპიკალურად, პირის ღრუს წყლულებით გამოწვეული ტკივილის სიმპტომურად საკონტროლოდ. ამ ნარევის დასამზადებლად საჭიროა კონსულტაცია ფარმაცევტთან.

ნარევის გამოვლება პირის ღრუში არ არის რეკომენდებული მცირეწლოვანი ბავშვებისათვის; ამ შემთხვევაში, ელექსირი უნდა დავადოთ დაზიანებებს ბამბისთავიანი აპლიკატორით.

პირველადი პარამეტრები

ლიდოკაინი - ტოპიკალური (ადგილობრივი): (2% ბლანტი ხსნარი) დაადეთ დაზიანებულ ადგილ(ებ)ს ბამბისთავიანი აპლიკატორით, მაქსიმუმ დღეში 3-ჯერ, საჭიროებისამებრ

Back
განიხილე – 

სითხისა და საკვების ადეკვატური მიღება

დამატებითი მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია <strong>ზოგიერთი</strong> პაციენტისთვის შერჩეული ჯგუფიდან

სითხისა და საკვების ადეკვატური მიღების უზრუნველყოფა მნიშვნელოვანია, მაგრამ შესაძლოა გართულდეს პირის ღრუს წყლულების მქონე პაციენტებში.

მსუბუქი-მძიმე ხარისხის დეჰიდრატაციის მქონე ბავშვებში ნაჩვენებია სითხის ინტრავენურად მიწოდება.

Back
პლიუს – 

ჰოსპიტალიზაცია და დამხმარე მკურნალობა

მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია <strong>ყველა</strong> პაციენტისთვის შერჩეულ ჯგუფში

გართულებები იშვიათია. სავარაუდოდ, საჭირო იქნება ამ პაციენტების ჰოსპიტალიზაცია და დამხმარე თერაპიის ჩატარება.

EV71 ინფექციის გართულებებია: ასეპტიკური მენინგიტი, ენცეფალიტი, ენცეფალომიელიტი, ფილტვის შეშუპება, ფილტვის ჰემოტაგია, მიოკარდიტი, პოლიომიელიტის მსგავსი სინდრომი და სიკვდილი.[7][8][9][10]

იმუნოკომპრომისულ პაციენტებში სიმპტომები უფრო მძიმე და ხანგრძლივია.

back arrow

აირჩიეთ პაციენტების ჯგუფი ჩვენი რეკომენდაციების სანახავად

მიაქციეთ ყურადღება, რომ ფორმულაცია/შეყვანის გზა და დოზირება შეიძლება განსხვავებული იყოს მედიკამენტების დასახელების და ბრენდების, წამლების ფორმულარის ან გეოგრაფიული ადგილმდებარეობის მიხედვით. მკურნალობის შესახებ რეკომენდაციები სპეციფიკურია პაციენტის ჯგუფების მიხედვით. იხილეთ გაფრთხილება

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას