მიდგომა
ავადმყოფობა ძირითადად მსუბუქია და თავად გაივლის, მკურნალობა უმეტეს შემთხვევებში მხოლოდ დამხმარეა. მართვის მთავარი მიზნებია ტკივილის გაყუჩება და ადეკვატური ჰიდრატაციისა და კვების უზრუნველყოფა. დაზიანებები ძირითადად ალაგდება 10 დღის პერიოდში.
დამხმარე მკურნალობა
ცხელებისა და ტკივილის შემსუბუქების მიზნით, გამოიყენება მარტივი პერორალური ტკივილგამაყუჩებლები და სიცხის დამწევი საშუალებები, როგორიცაა პარაცეტამოლი და იბუპროფენი. ასპირინი არ არის რეკომენდებული ცხელების დროს, რეიეს სინდრომთან ასოციაციის გამო. ტოკიპალური ანესთეტიკები (მაგ. ლიდოკაინი) გამოიყენება პირის ღრუს წყლულებისაგან გამოწვეული ტკივილის შესამსუბუქებლად. ტოპიკალურად შესაძლებელია დიფენჰიდრამინის, ალუმინის, მაგნიუმ ჰიდროქსიდისა და ბლანტი ლიდოკაინის ნარევის გამოყენება, სუკრალფატთან ერთად ან მის გარეშე ("მაგიური სავლები"), წყლულებისაგან გამოწვეული ტკივილის შესამსუბუქებლად; თუმცა, ეს პროდუქტი მზა არ არის და საჭიროა ფარმაცევტის დახმარება ნარევის მოსამზადებლად. პირის ღრუს დაზიანებებთან ასოცირებული ტკივილის გამო პერორალური ჰიდრატაცია შესაძლოა გართულდეს. მსუბუქი-მძიმე ხარისხის დეჰიდრატაციის მქონე ბავშვებში ნაჩვენებია სითხის ინტრავენურად მიწოდება.
იმუნოკომპრომისული პაციენტები ან EV71 ინფექციის ან გართულებების მქონე პაციენტები
გართულებები იშვიათია. EV71 ინფექციის გართულებებია: ასეპტიკური მენინგიტი, ენცეფალიტი, ენცეფალომიელიტი, ფილტვის შეშუპება, ფილტვის ჰემოტაგია, მიოკარდიტი, პოლიომიელიტის მსგავსი სინდრომი და სიკვდილი.[7][8][9][10] ამ პაციენტებისათვის აუცილებელია ჰოსპიტალიზაცია და გართულებების დამხმარე მკურნალობა. იმუნოკომპრომისულ პაციენტებში სიმპტომები უფრო მძიმე და ხანგრძლივია.
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას