ეპიდემიოლოგია

ინფექცია ძირითადად სპორადული მოვლენაა, მაგრამ ფიქსირდება ეპიდაფეთქებები მთელი მსოფლიოს მასშტაბით. კოქსაკივირუსული ინფექცია უკიდურესად გადამდებია. ინფექცია კაცებსა და ქალებ თანაბრად აზიანებს. დაავადება ყველაზე ხშირად 10 წლამდე ასაკის ბავშვებში გვხვდება. თუმცა ინფექცია შესაძლოა მოზრდილ ბავშვებში, მოზარდებში და ზრდასრულებშიც შეგვხვდეს. ენტეროვირუსი 71-ის შედარებით ვირულენტური შტამებით გამოწვეული ეპიდემიის ფაქტები ყველაზე ხშირად აღმოსავლეთ და სამხრეთ აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებში გვხვდება, როგორებიცაა ტაივანი და მალაიზია. აღნიშნული შემთხვევები იწვევს მძიმე ავადმყოფობას, რომელიც დაკავშირებულია სიკვდილობისა და ავადობის მნიშვნელოვან გაუარესებასთან.[7][8][9][10][11][12]

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას