ეტიოლოგია
ყველაზე ხშირად, გამომწვევია კოქსაკის ვირუსი, ენტეროვირუსების ჯგუფის ვირუსი. კოქსაკის ვირუსის A16 (CV-A16) ყველაზე გავრცელებული მიზეზია, მაგრამ ასევე გვხვდება A4-დან A7, A9, A10 ინფექციები[1][2][3][4][5]ენტეროვირუსი 71 (EV71) ასევე იწვევს ამ დაავადებას, მაგრამ უფრო მძიმე ფორმას.[1][2][3][4][5][7][8][9] EV71 ინფექცია იშვიათია აშშ-სა და ევროპაში. ეტიოლოგიური ცვლილებები მტევნის, ტერფისა და პირის დაავადების ძირითად პათოგენურ აგენტებში დაფიქსირდა ჩინეთის ქალაქ ჰუნანში. EV71-ით და CV-A16-ით გამოწვეული დაავადებით ჰოსპიტალიზებული პაციენტების რაოდენობა 2014-2017 წლებში შემცირდა, ხოლო სხვა ნაწლავური ვირუსებით გამოწვეული შემთხვევების რაოდენობა გაიზარდა.[13] ენტეროვირუსები იკოსაედრული, უგარსო ვირუსებია, რომელთა დიამეტრიც დაახლოებით 30 ნანომეტრს შეადგენს. გენომი შედგება ერთჯაჭვიანი, წრფივი რნმ მოლეკულისაგან. ენტეროვისურებს ახასიათებთ ლიპიდური გამხსნელებისადმი მდგრადობა, pH და ტემპერატურის ფართო დიაპაზონის ამტანობა. ამ ვირუსების ინაქტივაცია შესაძლებელია >50°C (>122°F) ტემპერატურაზე, მაგრამ ვირუსი ინფექციურობას ინარჩუნებს მაცივრის ტემპერატურაზე.
პათოფიზიოლოგია
ინფექცია ვითარდება, როდესაც პიროვნება ვირუსთან ექსპოზიციას განიცდის ინფიცირებული პირის ცხვირისა და ხახის გამონადენთან, ნერწყვთან, ვეზიკულას სითხესთან ან განავლის მასალასთან პირდაპირი კონტაქტით. ვირუსი რჩება განავალში 1 თვემდე პერიოდის განმავლობაში. კონტაქტის შემდეგ, ვირუსი ვრცელდება რეგიონულ ლიმფურ კვანძებში 24 საათის განმავლობაში, რასაც სწრაფად მოყვება ვირემია; ვირემიის შედეგად ვირუსი ვრცელდება პირის ღრუს ლორწოვან გარსზე და კანზე, რაც გამოვლინდება ვეზიკულური გამონაყრის სახით. ინკუბაციური პერიოდი 4-დან 7 დღემდეა; თუმცა, შესაძლოა აღინიშნოს 3-4 დღიანი პროდრომული პერიოდი. პირის ღრუს დაზიანებები ხორცდება 1 კვირის პერიოდში, ხოლო მტევნებსა და ტერფებზე დაზიანებები შეიძლება დარჩეს 10 დღის განმავლობაშიც.[1][2][3][4][5][6][7]
კლასიფიკაცია
ვირუსული კლასიფიკაცია
მტევნის, ტერფისა და პირის დაავადება გამოწვეულია ზოგიერთი ენტეროვირუსით განპირობებული ინფექციით. ყველაზე ხშირად, დაავადების მიზეზი კოქსაკივირუსებია. კოქსაკივირუსი A16 ინფექცია ყველაზე ხშირი მიზეზია, თუმცა A4-დან A7, A9, A10 ჩათვლით შესაძლებელია ინფექციების განვითარება.[1][2][3][4][5][6]
ენტეროვირუსი 71 (EV71) ასევე იწვევს ამ დაავადებას, თუმცა მძიმე ფორმით.[1][2][3][4][5][6][7][8][9][10]
ენტეროვირუსები ეკუთვნის ვირუსების Picornaviridae ოჯახს; ენტეროვირუსების ჯგუფების შესახებ ვილაპარაკებთ პოლიოვირუსებს, კოქსაკის ვირუსებს (ჯგუფები A და B) და ექოვირუსებს. ახლად იდენტიფიცირებული ენტეროვირუსები არ შედიოდა თავდაპირველ კლასიფიკაციაში და მათ მინიჭებული ჰქონდათ ნომრები (ანუ სეროტიპები 68-დან 71-მდე).
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას