დიფერენციული დიაგნოზები
ხშირი
გულის უკმარისობა განდევნის ფრაქციის შემცირებით (HFrEF)
ანამნეზი
გასინჯვა
პირველი გამოკვლევა
გულის უკმარისობა შენახული განდევნის ფრაქციით (HFpEF)
ანამნეზი
HFpEF უფრო სავარაუდოა ხანდაზმული ასაკის ქალებში და მათთან, ვისაც შესაძლოა ჰქონდეს ჰიპერტენზიის ანამნეზი; ქოშინი, ორთოპნოე და ღამის პაროქსიზმული ქოშინი
გასინჯვა
ბილატერალური შეშუპება; არ არსებობს გასინჯვით მიღებული ნიშანი, რომელიც აშკარად განასხვავებს სისტოლურ და დიასტოლურ გულის უკმარისობას; შეიძლება აღინიშნოს S4, ხიხინი, ჰეპატომეგალია ან ასციტი; საუღლე ვენის წნევის მომატება[54]
პირველი გამოკვლევა
ფილტვისმიერი გული
ანამნეზი
ფქოდ-ის, ფილტვის ემბოლიის ან ძილის აპნოეს ანამნეზი შესაძლოა მიანიშნებდეს ფილტვის ჰიპერტენზიაზე, რომელსაც შედეგად მოჰყვება ფილტვისმიერი გულის განვითარება
გასინჯვა
ბილატერალური შეშუპება; ფილტვის გასინჯვით პათოლოგია მსტვინავი სუნთქვითა ან ხიხინით; ასციტი და ჰეპატომეგალია; საუღლე ვენის მომატებული წნევა
პირველი გამოკვლევა
- ექოკარდიოგრაფიამ:
ფილტვის არტერიის მომატებული წნევა
მეტი
სხვა გამოკვლევები
- სპირომეტრია:
ერთ წამში ფორსირებული ამოსუნთქვის მაქსიმალური მოცულობის (FEV1) შემცირება აბსოლუტური FEV1/ფორსირებული სასიცოცხლო ტევადობა (FVC) შეფარდების შემცირებასთან ერთად მიანიშნებს ობსტრუქციულ სურათზე; შემცირებული FEV1 ნორმალური ან გაზრდილი აბსოლუტური FEV1/FVC შეფარდებით მიუთითებს რესტრიქციულ სურათზე
- გულმკერდის კტ სკანირება:
გაფართოებული და ემფიზემური ბულა ან ფილტვის ემბოლიის სეგმენტური ავსების დეფექტი
- ვენტილაციურ-პერფუზიული სცინტიგრაფია:
ფილტვის ემბოლიის სეგმენტური ავსების დეფექტი
- პოლისომნოგრაფია:
ჰიპოპნოეს/აპნოეს ეპიზოდები
- მარჯვენა გულის კათეტერიზაცია:
გულის მარჯვენა ნახევრის მომატებული წნევა
მეტი
ღრმა ვენის თრომბოზი
ანამნეზი
წვივის მწვავე/ქვემწვავე ტკივილი და უნილატერალური შეშუპება; ტკივილი შეიძლება ლოკალიზებული იყოს ღრმა ვენური სისტემის საპროექციო არეში; რისკფაქტორებია: ადინამია, ავთვისებიანი მდგომარეობა, ცხოვრების ან ოჯახურ ანამნეზში ადრე არსებული თრომბოემბოლიური დაავადება, ქირურგიული ჩარევა, ორსულობა ან ჰორმონული თერაპია.[13] უელსის კლინიკური პროგნოზირების წესი პროგნოზირების პრეტესტური ალბათობა[55][56]
გასინჯვა
უნილატერალური შეშუპება; ასიმეტრიული მტკივნეულობა, სიმხურვალე, ერითემა და პალპირებადი ძარღვები ფეხის უკან; ზედაპირული ვენების გაგანიერება ტერფსა და ფეხზე; საუღლე ვენის ნორმალური წნევა
პირველი გამოკვლევა
სხვა გამოკვლევები
- ფლებოგრაფია:
დადებითია, როცა თრომბია ნანახი
მეტი
ვენების ქრონიკული უკმარისობა
ანამნეზი
გასინჯვა
ფეხის ბი- ან უნილატერალური შეშუპება; კანის მუქი მოწითალო- ყავისფერი ჰიპერპიგმენტაცია წვივებზე ან კანის დაწყლულება კოჭების გარშემო;[61] ვარიკოზული ვენები; ეგზემური ცვლილებები (ვენური დერმატიტი); ლიპოდერმატოსკლეროზი, რომელიც ქმნის გადმობრუნებული ბოთლის მსგავს კონტურს; თეთრი ატროფიული ნაწიბური;[61] ნორმალური წნევა საუღლე ვენაში
პირველი გამოკვლევა
- არ არის:
არ არსებობს საწყისი ტესტი, დიაგნოზი, როგორც წესი, კლინიკურია
სხვა გამოკვლევები
- დუპლექს ულტრაბგერითი გამოკვლევა:
შეიძლება გამოავლინოს ვენური უკმარისობის ლოკალიზაცია და ვენური რეფლუქსის ხარისხი
მეტი
ნეფროზული სინდრომი
ანამნეზი
ქაფიანი შარდი ცილის მომატებული შემცველობის გამო; შეიძლება აღინიშნოს შარდის სიხშირის ან ფერის ცვლილება
გასინჯვა
ბილატერალური და გენერალიზებული შეშუპება ჰიპოპროტეინემიის გამო; შეიძლება ჩანდეს როგორც პერიორბიტული მიდამოს შეშუპება, ასევე კიდურების; საუღლე ვენის წნევა ნორმაშია
პირველი გამოკვლევა
სხვა გამოკვლევები
- შარდის მიკროსკოპია:
ცხიმის წვეთები თირკმლის უჯრედების შიგნით შესული შარდში (ცხიმის ოვალური სხეულები), რომლებიც პოლარიზებული სინათლის ქვეშ ჯვრის ფორმისაა ("მალტის ჯვარი")
- ცილა ერთჯერად აღებულ შარდის სინჯში:
ცილა-კრეატინინის თანაფარდობაა >0.3 გ ცილა ყოველ 1 მმოლ კრეატინინზე
- შარდის 24-საათიანი შეგროვება:
>3.5 გ/დლ (პროტეინურია)
ციროზი
ანამნეზი
ვირუსული ჰეპატიტის რისკფაქტორები, ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება, ვილსონის დაავადება, ჰემოქრომატოზი, პირველადი მასკლეროზებელი ქოლანგიტი, პირველადი ბილიარული ციროზი, აუტოიმუნური ჰეპატიტი, არაალკოჰოლური სტეატოჰეპატიტი, ალფა-1-ანტიტრიპსინის დეფიციტი; ზოგიერთი შემთხვევა კრიპტოგენურია; შესაძლოა აღინიშნებოდეს კონსტიტუციური სიმპტომები, მაგ., დაღილობა, სისუსტე და წონის კლება
გასინჯვა
ბილატერალური შეშუპება; შეჭმუხნული და კვანძოვანი ღვიძლი; სპლენომეგალია და/ან ასციტი; სიყვითლე და სკლერების სიყვითლე;[68] პერიუმბილიკალური ვენების გადავსება ("მედუზას თავი"); ობობასებრი ჰემანგიომა; ნორმალური წნევა საუღლე ვენაში
პირველი გამოკვლევა
სხვა გამოკვლევები
- ღვიძლის ულტრასონოგრაფია დუპლექს სკანირებით:
მცირე ზომის ნაწიბურიანი ღვიძლი პორტული წნევის მომატებითა და სპლენომეგალიით
მეტი
ორსულობა
ანამნეზი
ორსულობა ჩვეულებრივ, ასოცირდება ქვედა კიდურების შეშუპებასთან, რომელიც იწყება მეორე ტრიმესტრში, ორგანიზმის ბიოლოგიური სითხეების მომატების გამო, ჰორმონული ცვლილებების და ორსული საშვილოსნოს ქვედა ღრუ ვენაზე მექანიკური ზეწოლის შედეგად[6]
გასინჯვა
ბილატერალური შეშუპება, როგორც წესი, მსუბუქია; ორსულობა ქალების 80% -ში დაკავშირებულია გარკვეული ხარისხის პერიფერიულ შეშუპებასთან;[6] ორსულობა კლინიკურად გამოხატული უნდა იყოს იმ დროისთვის, როდესაც იწყებს პერიფერიული შეშუპების გამოიწვევას
პირველი გამოკვლევა
- ადამიანის ქორიონული გონადოტროპინი:
დადებითი
მეტი
სხვა გამოკვლევები
პრემენსტრუალური შეშუპება
ანამნეზი
შეშუპების დაწყება დაკავშირებულია ნორმალური მენსტრუალური ციკლის დროს მიმდინარე ჰორმონულ ცვლილებებთან; ვლინდება ციკლური ხასიათი, ყველაზე ხშირად ლუთეინურ ფაზაში (5-7 დღიანი "ფანჯარა" მენსტრუაციამდე); შეიძლება იყოს პრემენსტრუალური სინდრომის სიმპტომი და შესაბამისად, დაკავშირებული იყოს სხვა ისეთ სიმპტომებთან, როგორიცაა მოწყენილობა, გაღიზიანება, დაღლილობა ან მკერდის მტკივნეულობა ან შეშუპება; შესაძლოა იყოს ჰორმონების ნორმალურ დონეზე მიღწევის შემდგომად განვითარებული
გასინჯვა
შეიძლება გამოვლინდეს წონაში მომატების და ქვედა კიდურების შეშუპების ციკლური ხასიათი ლუთეინურ ფაზაში (5-7 დღიანი "ფანჯარა" მენსტრუაციამდე)
პირველი გამოკვლევა
- არ არის:
არ არსებობს საწყისი ტესტი; დიაგნოზი, როგორც წესი, კლინიკურია
სხვა გამოკვლევები
იშვიათია
პერიკარდიუმის ეფუზია
ანამნეზი
ტკივილი მკერდის ძვლის უკან, ქოშინი და თავბრუსხვევა; პერიკარდიული გამონაჟონის რისკფაქტორების ანამნეზი (შემაერთებელი ქსოვილის დაავადებები, გულმკერდის ტრავმა, მიოკარდიუმის ინფარქტი, გულზე ოპერაცია, ურემია, ტუბერკულოზი ან ავთვისებიანი მდგომარეობა)
გასინჯვა
ბილატერალური შეშუპება; პარადოქსული პულსი; მძიმე შემთხვევებში შესაძლოა აღინიშნოს ჰიპოტენზია; საუღლე ვენის-წინაგულის პულსის მრუდის y ტალღის დაშვების დარღვევა; გულის ტონების მოყრუება; პერიკარდიუმის შესაძლო ხახუნის ხმიანობა; მომატებული წნევა საუღლე ვენაში
პირველი გამოკვლევა
სხვა გამოკვლევები
კონსტრიქციული პერიკარდიტი
ანამნეზი
რისკფაქტორები (რადიაცია, შემაერთებელი ქსოვილის დაავადებები, გულმკერდის ტრავმა, მიოკარდიუმის ინფარქტი, გულზე ოპერაცია, ურემია, ტუბერკულოზი ან ავთვისებიანი მდგომარეობები); პერიკარდიტის ანამნეზი; კარდიული შეგუბების სიმპტომების თანდათანობით განვითარება
გასინჯვა
ბილატერალური შეშუპება, ასციტი, ჰეპატომეგალია; პერიკარდიული ტკაცუნი; საუღლე ვენის პულსის მრუდის y ტალღის გამოხატული დაშვება, კუსმაულის ნიშანი (ჩასუნთქვისას საუღლე ვენის წნევის ზრდა); მომატებული წნევა საუღლე ვენაში
პირველი გამოკვლევა
სხვა გამოკვლევები
შემზღუდველი კარდიომიოპათია
ანამნეზი
ინფილტრაციული დაავადების ანამნეზი, როგორიცაა ამილოიდოზი ან ჰემოქრომატოზი
გასინჯვა
ბილატერალური შეშუპება, ჰეპატომეგალია, ასციტი, კუსმაულის ნიშანი (ჩასუნთქვისას საუღლე ვენის წნევის მომატება), S3 ტონი, მიტრალური რეგურგიტაციის შუილი, მომატებული წნევა საუღლე ვენაში
პირველი გამოკვლევა
სხვა გამოკვლევები
სამკარიანი სარქვლის რეგურგიტაცია
ანამნეზი
სარქველების თანდაყოლილი დეფექტის, გულის რევმატული დაავადების ან ენდოკარდიტის ანამნეზი
გასინჯვა
ბილატერალური შეშუპება; ჰოლოსისტოლური შუილი მკერდის ძვლის მარცხენა ქვედა კიდესთან; გამოხატული პარკუჭოვანი იმპულსი მარცხენა პარასტერნალურ მიდამოში; ჰეპატომეგალია; მომატებული წნევა საუღლე ვენაში
პირველი გამოკვლევა
- ექოკარდიოგრაფიამ:
სამკარიანი სარქვლის რეგურგიტაცია
მეტი
სხვა გამოკვლევები
ძილის აპნოე
ანამნეზი
ხვრინვა, სუნთქვის პაუზები ძილის დროს; დღისით ძილიანობა
გასინჯვა
ბილატერალური შეშუპება; სიმსუქნე, დიდი ნუშურები, მოკლე კისერი ფართო გარშემოწერილობით
პირველი გამოკვლევა
- ექოკარდიოგრაფიამ:
პულმონური ჰიპერტენზია
მეტი
სხვა გამოკვლევები
- პოლისომნოგრაფია:
ჰიპოპნოეს/აპნოეს ეპიზოდები
არათრომბოზული ვენური უკუდენის ობსტრუქცია/მეი-ტერნერის სინდრომი
ანამნეზი
ფეხის უნილატერალური ტკივილი და შეშუპება (მეი-ტერნერის სინდრომის დროს აზიანებს მხოლოდ მარცხენა ფეხს); დაზიანებულ ვენაში ზრდის ღრმა ვენების თრომბოზის რისკს; შეიძლება იყოს ადრე არსებული თრომბის ანამნეზი
გასინჯვა
ფეხის უნილატერალური შეშუპება (მეი-ტერნერის სინდრომის დროს აზიანებს მხოლოდ მარცხენა ფეხს); შესაძლოა აღინიშნოს ქრონიკული ვენური უკმარისობის კანისმხრივი ნიშნები; ნორმალური წნევა საუღლე ვენაში
პირველი გამოკვლევა
- დუპლექს ულტრაბგერითი გამოკვლევა კომპრესიით:
დადებითია მარცხენა თეძოს საერთო ვენის კომპრესიის შემთხვევაში (მარჯვენა თეძოს საერთო არტერიას და მის ზემოთ მდებარე მალებს შორის), მეი-ტერნერის სინდრომის დროს
მეტი
სხვა გამოკვლევები
- ფლებოგრაფია:
დადებითია ვენური სტენოზის არსებობისას
მეტი
ღვიძლის ვენური უკუდენის ობსტრუქცია (მოიცავს ბად-კიარის სინდრომს, კარის ვენის თრომბოზს და ღვიძლის ვენოოკლუზიურ დაავადებას)
ანამნეზი
მუცლის ტკივილი მარჯვენა ზედა კვადრანტში; თრომბოფილია და/ან ჰემატოლოგიური დარღვევები, როგორიცაა მიელოპროლიფერაციული დარღვევა ან ღამის პაროქსიზმული ჰემოგლობინურია; ადრე არსებული ღეროვანი უჯრედების გადანერგვა, ღვიძლის დასხივება ან ქიმიოთერაპია ზრდის ღვიძლის ვენურ-ოკლუზიური დაავადების რისკს
გასინჯვა
ბილატერალური შეშუპება; მტკივნეული ჰეპატომეგალია, სიყვითლე, ასციტი
პირველი გამოკვლევა
სხვა გამოკვლევები
თირკმლის უკმარისობა
ანამნეზი
შარდის გამოყოფის შემცირება; ჰემატურია
გასინჯვა
ბილატერალური შეშუპება; შეიძლება დაკავშირებული იყოს ასციტთან ან ფილტვის ხიხინთან; შესაძლოა აღინიშნოს ჰიპერტენზია; მომატებული წნევა საუღლე ვენაში ორგანიზმის ბიოლოგიური სითხეებით გადატვირთვის გამო
პირველი გამოკვლევა
- სისხლის შრატის კრეატინინი:
კრეატინინის მომატება მიუთითებს თირკმლის დისფუნქციაზე
მეტი - შარდოვანა:
სისხლში შარდოვანას მომატება მიუთითებს თირკმლის დისფუნქციაზე
მეტი - შარდის გამოყოფა:
შარდის შემცირებული გამოყოფა
მეტი - შარდის ანალიზი მიკროსკოპიით:
პროტეინურია, ერითროციტები, ჰიალინური ცილინდრები ან ეოზინოფილები[66]
მეტი
სხვა გამოკვლევები
ცილის დაკარგვით გამოწვეული ენტეროპათია
ანამნეზი
მძიმე დიარეა მიანიშნებს ცილის დაკარგვით მიმდინარე ენტეროპათიაზე
გასინჯვა
ბილატერალური შეშუპება ჰიპოპროტეინემიის გამო გენერალიზებულია და აღინიშნება როგორც პერიორბიტალურ მიდამოში, ასევე კიდურებში; საუღლე ვენის წნევა ნორმაშია
პირველი გამოკვლევა
სხვა გამოკვლევები
ანგიოედემა
ანამნეზი
შეიძლება გამოვლენილი იყოს ანგიოშეშუპების ოჯახური ანამნეზი ან ახლახან ისეთ პრეპარატთან ექსპოზიცია, როგორიცაა ACE ინჰიბიტორი
გასინჯვა
პირველი გამოკვლევა
- არ არის:
სპეციფიკური ტესტების გარეშე; როგორც წესი, საეჭვოს ხდის კლინიკური სურათი
სხვა გამოკვლევები
სეფსისი
ანამნეზი
ლოკალური ინფექციის სიმპტომები, არასპეციფიკური სიმპტომები მოიცავს ცხელებას ან კანკალს, თავბრუსხვევას, გულისრევას და ღებინებას, კუნთების ტკივილს, დაბნეულობის შეგრძნებას ან დეზორიენტაციას; შეიძლება იყოს რისკფაქტორების ანამნეზი (მაგ., იმუნოსუპრესია, ორსულობა ან პოსტნატალური პერიოდი, სისუსტე, ბოლოდროინდელი ქირურგიული ოპერაცია ან ინვაზიური პროცედურები, ინტრავენური ნარკოტიკების გამოყენება ან კანის მთლიანობის დარღვევა)
გასინჯვა
ბილატერალური შეშუპება; დიფუზური, ვითარდება რეჰიდრატაციის შემდეგ;[8][69] ტაქიკარდია, ტაქიპნოე, ჰიპოტენზია, ცხელება (>38ºC [>100.4ºF]) ან ჰიპოთერმია (<36ºC [<96.8ºF]), კაპილარული ავსების დროის გახანგრძლივება, აჭრელებული ან ფერფლისფერი კანი, ციანოზი, ჟანგბადით გაჯერების დაქვეითება, მენტალური სტატუსის ახალი ცვლილება, შარდის გამოყოფის შემცირება
პირველი გამოკვლევა
- სისხლის კულტურა:
შეიძლება დადებითი იყოს ორგანიზმზე
მეტი - შრატის ლაქტატი:
შეიძლება იყოს მომატებული >2 მმოლ/ლ (>18 მგ/დლ), რაც დაკავშირებულია უარყოფით პროგნოზებთან; ხოლო >4 მმოლ/ლ (>36 მგ/დლ) შემთხვევაში პროგნოზი კიდევ უფრო უარესია
მეტი - სისხლის საერთო ანალიზი:
ლეიკოციტების რაოდენობა >12×10^9/ლ (12,000/მიკროლიტრზე) (ლეიკოციტოზი); ლეიკოციტების რაოდენობა <4×10^9/ლ (4000/მიკროლიტრზე) (ლეიკოპენია); ან ლეიკოციტების ნორმალური რაოდენობა >10% მოუმწიფებელი ფორმებით; თრომბოციტების დაბალი დონე
მეტი - C- რეაქტიული ცილა:
მოამტებულია
- სისხლში შარდოვანა და შრატში ელექტროლიტები:
შრატის ელექტროლიტები შეიძლება სცილდებოდეს ნორმის ფარგლებს; სისხლში შარდოვანა შეიძლება მომატებული იყოს
- სისხლის შრატის კრეატინინი:
შეიძლება მომატებული იყოს
მეტი - ღვიძლის ფუნქციური სინჯები:
შეიძლება აჩვენოს მომატებული ბილირუბინი, ალანინ ამინოტრანსფერაზა, ასპარტატ ამინოტრანსფერაზა, ტუტე ფოსფატაზა და გამა გლუტამილტრანსპეპტიდაზა
მეტი - კოაგულოგრამა:
შესაძლოა იყოს ანომალიური
- არტერიული სისხლის აირები (ABG):
შეიძლება, განვითარდეს აციდოზი, ჰიპერკაპნია, ანიონების სიჭარბე, მეტაბოლური აციდოზი
სხვა გამოკვლევები
- ელექტროკარდიოგრამა:
შეიძლება გამოჩნდეს იშემიის ნიშნები, მოციმციმე არითმია ან სხვა სახის არითმია; შეიძლება იყოს ნორმალური
მეტი - გულმკერდის რენტგენი:
შესაძლოა აჩვენოს კონსოლიდაცია; ავლენს ცენტრალური ვენური კათეტერის და ტრაქეის მილის პოზიციას
- შარდის მიკროსკოპული კვლევა და კულტურა:
შესაძლოა გამოვლინდეს ნიტრიტები, ცილები, ან სისხლი; ლეიკოციტოზი; მიკროორგანიზმების არსებობა ვლინდება
- ნახველის დათესვა:
შეიძლება დადებითი იყოს ორგანიზმზე
- ხერხემლის პუნქცია:
შესაძლებელია სისხლის თეთრი უჯრედების (ლეიკოციტების) რაოდენობის მატება, მიკროსკოპულად მიკროორგანიზმების გამოვლენა და დადებითი ბაქტერიოლოგია
მეტი
კომპარტმენტ სინდრომი
ანამნეზი
ტრავმა, მოტეხილობა ან კიდურების ინფექცია
გასინჯვა
უნილატერალური შეშუპება; კიდურის არეში ტკივილი შესაძლოა ძლიერი იყოს, განსაკუთრებით, კუნთების პასიური გაჭიმვისას; კომპარტმენტი პალპაციით მგრძნობიარეა; კუნთების სისუსტე; ჰიპოესთეზია; ნორმალური წნევა საუღლე ვენაში; პულსი და კაპილარების ავსება შეიძლება ნორმაში იყოს
პირველი გამოკვლევა
- კომპარტმენტის წნევის გაზომვა:
კომპარტმენტის პერფუზიული წნევა (კომპარტმენტის დელტა წნევა) განისაზღვრება როგორც დიასტოლურ წნევას გამოკლებული კომპარმენტშიგა წნევა (ანუ დიასტოლურ წნევას მინუს კომპარმენტშიგა წნევა). დელტა წნევა ≤30 მმ.ვწყ.სვ ითვლება ფასციოტომიის ძლიერ ინდიკატორად.[25][26][27] ამავე დროს, ამ კრიტერიუმის გამოყენებისას სიფრთხილეა საჭირო პაციენტებში რომლებიც იღებენ ვაზოდილატაციურ მედიკამენტებს ან აქვთ დაბალი დიასტოლური წნევა.
მეტი
სხვა გამოკვლევები
- კომიუტერული ტომოგრაფია:
დაზიანების მექანიზმის ნიშნები (მაგ., მოტეხილობა, სისხლდენა)
მეტი
პირველადი ლიმფედემა
ანამნეზი
გამოწვევი შეიძლება იყოს თანდაყოლილი ლიმფედემა, ადრეულად დაწყებული ლიმფედემა (lymphoedema praecox), მოგვიანებითი ლიმფედემა (lymphoedema tarda), ყვითელი ფრჩხილის სინდრომი ან ტერნერის სინდრომი; მსგავსი სიმპტომების ოჯახური ანამნეზი მიანიშნებს თანდაყოლილი ლიმფედემის დიაგნოზზე
გასინჯვა
უნი- ან ბილატერალური შეშუპება; თავდაპირველად ჩანაჭდევები; ქრონიკული შეშუპება იწვევს ფიბროზს, ჰიპერკერატოზს, კანის სტრუქტურის გაუხეშებას და უჩანაჭდევო (არარბილ) შეშუპებას;[70] სტემერის ნიშანი მიმანიშნებელია (მაგ., ფეხის მეორე თითის ფუძესთან შეუძლებელია კანის ნაკეცის ჩქმეტა და აწევა);[70][71] საუღლე ვენური წნევა ნორმალურია; ლიმფედემა ფასდება 3-საფეხურიანი სკალით[72]
პირველი გამოკვლევა
- არ არის:
არ არსებობს საწყისი ტესტი, დიაგნოზი, როგორც წესი, კლინიკურია
მეორეული ლიმფედემა
ანამნეზი
მეორეული ლიმფედემა, გამოწვეული ავთვისებიანი მდგომარეობით, ადრე არსებული რადიაციით, ქირურგიული ჩარევით ან ინფექციით (მაგ., ფილარიოზით);[70] ანამნეზი ემყარება ამ შესაძლო მიზეზებს და ისეთი სისტემური სიმპტომების გამოვლენას, როგორიცაა წონის აუხსნელი კლება
გასინჯვა
უნი- ან ბილატერალური, თავდაპირველად ჩანაჭდევები; თუ ქრონიკულია, იწვევს ფიბროზს, ჰიპერკერატოზს, კანის სტრუქტურის გაუხეშებას და უჩანაჭდევო შეშუპებას;[70] უნილატერალური ლიმფედემა კიბოს მკურნალობის შემდეგ შეიძლება გაიზომოს, როგორც დაზიანებული კიდურის გარშემოწერილობა > 2 სმ ან მოცულობა> 10%, დაუზიანებელ კიდურთან შედარებით;[73] სტემერის ნიშანი მიმანიშნებელია (მაგ., ფეხის მეორე თითის ფუძესთან შეუძლებელია კანის ნაკეცის ჩქმეტა და აწევა);[70][71] ნორმალური წნევა საუღლე ვენაში
პირველი გამოკვლევა
- არ არის:
არ არსებობს საწყისი ტესტი, დიაგნოზი, როგორც წესი, კლინიკურია
სხვა გამოკვლევები
- ლიმფოსცინტიგრაფია:
ნორმალური შედეგი გვიჩვენებს ნიშნული ატომის სიმეტრიულ გადატანას დისკრეტულ ლიმფურ კვანძებში;[45] ნიშნული ატომის ნელი მოძრაობა მიანიშნებს ლიმფური სისტემის ჰიპოპლაზიაზე, ხოლო მისი ლიმფური გზის გარეთ მოძრაობა მიუთითებს ობსტრუქციაზე[45][71]
მეტი - პერიფერიული სისხლის ნაცხის გიმზას წესით შეღებვა:
Wuchereria bancrofti-ის ან Brugia სახეობების მიკროფილარიები ვლინდება ფილარიაზის დროს
მეტი
იდიოპათიური
ანამნეზი
გამოვლინდება 20-დან 60 წლამდე ასაკში, როგორც წესი, მესამე ან მეოთხე ათწლეულში;[75] უარესდება ორთოსტატიკურ პოზიციაში; ციკლური ხასიათი, მაგრამ არ არის დაკავშირებული მენსტრუაციასთან;[75] შესაძლოა დაკავშირებული იყოს ფსიქოლოგიურ სიმპტომებთან და დიურეზული, საფაღარათო საშუალებების მიღებასთან, ან ბულიმიასთან[75]
გასინჯვა
ბილატერალური შეშუპება, კიდურების და სახის პერიოდული შეშუპება; მუცლის შებერილობა;[75] ნორმალური წნევა საუღლე ვენაში
პირველი გამოკვლევა
- არ არის:
არ არის რუტინული ტესტები, ვინაიდან აღნიშნული გამორიცხვით მიღებული დიაგნოზია
სხვა გამოკვლევები
მძიმე ფორმის მალნუტრიცია
ანამნეზი
ხანგრძლივი დროის განმავლობაში საკვების მკვეთრად შემცირებული მიღება
გასინჯვა
ბილატერალური შეშუპება ჰიპოპროტეინემიის გამო გენერალიზებულია და შეიძლება აღინიშნოს როგორც პერიორბიტალურ მიდამოში, ასევე კიდურებში; კუნთების ატროფია მალნუტრიციის გამო აშკარაა, მიუხედავად იმისა, რომ ცილის დეფიციტით გამოწვეული კუნთოვანი მასის დაკარგვა შეიძლება შეინიღბოს სითხის შეკავებით; ნორმალური წნევა საუღლე ვენაში
პირველი გამოკვლევა
სხვა გამოკვლევები
ჰიპოთირეოზი/მიქსედემა
ანამნეზი
დაღლილობა, სიცივის აუტანლობა, მშრალი კანი, შეკრულობა, წონის მომატება, გაუხეშებული თმა[23]
გასინჯვა
ბილატერალური უნაჭდევო შეშუპება აღინიშნება ხელების ზურგზე და პერიორბიტალურ და პრეტიბიალურ მიდამოში;[23] ნორმალური წნევა საუღლე ვენაში
პირველი გამოკვლევა
- თიროიდმასტიმულირებელი ჰორმონი TSH:
TSH-ის მომატება მიანიშნებს ჰიპოთირეოზზე
მეტი
სხვა გამოკვლევები
მედიკამენტით გამოწვეული შეშუპება
ანამნეზი
შეშუპების გამოვლინება ემთხვევა მედიკამენტის მიღების დაწყებას; კალციუმის არხების ბლოკერების (განსაკუთრებით, დიჰიდროპირიდინების), ვაზოდილატატორების (მინოქსიდილის, დიაზოქსიდის) ან თირკმლის პროსტაგლანდინების სინთეზის მაბლოკირებელი აგენტების (ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატების) გამოყენება იწვევს თირკმელში სითხისა და მარილის შეკავებას და ხელს უწყობს პერიფერიული შეშუპების განვითარებას;[6][7][76] პერიფერიულ შეშუპებასთან დაკავშირებული მედიკამენტების სხვა კლასია: ანტიდეპრესანტები, ესტროგენები, კორტიკოსტეროიდები, ინტრათეკალური ოპიოიდები,[77] გაბაპენტინი ან პრეგაბალინი, მიტოგენ-აქტივირებული პროტეინკინაზის ფერმენტის ინჰიბიტორები[78] თიაზოლიდინდიონის კლასის ჰიპოგლიკემიური პრეპარატები[6][79] და ლევოდოპა.[37]
გასინჯვა
ბილატერალური შეშუპება; ნორმალური წნევა საუღლე ვენაში
პირველი გამოკვლევა
- არ არის:
სპეციფიკური ტესტების გარეშე; კლინიკურ ეჭვს იწვევს შეშუპების განვითარებამდე ახალი მედიკამენტის გამოყენება და მიანიშნებს შეშუპების გაუმჯობესება მედიკამენტის მოხსნისას
სხვა გამოკვლევები
ბეიკერის ცისტის გასკდომა
ანამნეზი
წვივის მწვავე, უნილატერალური, მტკივნეული შეშუპება; სიმპტომები კლინიკურად შესაძლოა ღრმა ვენების თრომბოზის მსგავსი იყოს;[80] წვივის კუნთის მყესქვეშა აბგის ცისტები უფრო ხშირია მუხლების არეში ადრე არსებული ისეთი პათოლოგიის შემთხვევაში, როგორიცაა ართრიტი
გასინჯვა
უნილატერალური შეშუპება; ცისტის გასკდომამდე შეიძლება აღინიშნოს წვივის კუთის მყესქვეშა აბგის პალპირებადი გადიდება; ნორმალური წნევა საუღლე ვენაში
პირველი გამოკვლევა
- ულტრაბგერითი გამოკვლევით:
ჰიპოექოგენური უბნები წვივის შუა ნაწილის კუნთების ზედაპირულად
მეტი
სხვა გამოკვლევები
მენჯის სიმსივნე იწვევს გარე ზეწოლას მენჯის ვენებზე
ანამნეზი
ზურგის ტკივილი, ჰემატურია, ფერდქვეშა ტკივილი, მუცლის შებერილობა, საშოდან პათოლოგიური სისხლდენა ან გამონადენი, ან წონის უეცარი კლება
გასინჯვა
მუცლის პალპაციით შეიძლება გაისინჯოს წარმონაქმნი
პირველი გამოკვლევა
- მუცლის ღრუს ულტრაბგერითი გამოკვლევა:
ყველაზე ხშირად გამოიყენება ტრანსვაგინალური კვლევა; შეიძლება გამოავლინოს კომპლექსური კომპონენტები, ბილატერალური სიმსივნეები, ასციტი, წარმონაქმნები ზომით > 10 სმ და ინტრამურული კვანძები
მეტი - მუცლის ღრუს კომიუტერულ-ტომოგრაფიული სკანირება:
რეკომენდებულია, როგორც პირველი ტესტი მამაკაცებში და მეორე ტესტი (ტრანსვაგინალური ულტრაბგერითი გამოკვლევის შემდეგ) ქალებში; შეიძლება გამოავლინოს მენჯის წარმონაქმნის არსებობა
სხვა გამოკვლევები
- მუცლის ღრუს MRI:
შეიძლება გამოავლინოს მენჯის წარმონაქმნის არსებობა[81]
- PET-სკანირება:
შეიძლება ინფორმატიული იყოს წარმონაქმნის გამოვლენის შემდეგ, მენჯის ავთვისებიანი და კეთილთვისებიანი წარმონაქმნების დიფერენცირებისთვის, ასევე მეტასტაზების შესაფასებლად
- ცისტოსკოპია:
შეიძლება ჰემატურიის შესაფასებლად გამოყენება; შესაძლოა გამოავლინოს დაზიანებები ან წარმონაქმნები, რომელთა ბიოფსია და რეზექცია შეიძლება პროცედურის დროს ჩატარდეს
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას