მკურნალობის ალგორითმი

მიაქციეთ ყურადღება, რომ ფორმულა/შეყვანის გზა და დოზა შეიძლება განსხვავებული იყოს მედიკამენტების დასახელების და ბრენდის, ფორმულარის ან გეოგრაფიული ადგილმდებარეობის მიხედვით. მკურნალობის შესახებ რეკომენდაციები სპეციფიკურია პაციენტის ჯგუფების მიხედვით: იხილეთ გაფრთხილება

მწვავე

მოზრდილები

Back
1-ლი რიგის – 

მაკროლიდები, ფთორქინოლონები ან ტეტრაციკლინები

მონაცემები კულტურაზე დაფუძნებული მიკრობიოლოგიური ეფექტურობის შესახებ შეზღუდულია; სამი გამოქვეყნებული მკურნალობის გამოკვლევის შედეგებში მოზრდილებში, რომლებშიც გამოიყენეს კულტურები, გამოვლინდა Chlamydia pneumoniae-ის 70% - 80% -მდე აღმოფხვრა სასუნთქი გზებიდან მოზრდილებში, საზოგადოებაში შეძენილი პნევმონიით მოზრდილებში, აზითრომიცინით, ლევოფლოქსაცინით ან მოქსიფლოქსაცინით მკურნალობის შემდეგ.[13][14][21] აღნიშნული 3 მედიკამენტი სავარაუდოდ თანაბრად ეფექტურია და მიიჩნევა პირველი რიგის მკურნალობად.

ტეტრაციკლინები, განსაკუთრებით დოქსიციკლინი, ასევე გამოიყენება პირველი რიგის აგენტად.

ტეტრაციკლინები და ფტორქინოლონები არ გამოიყენება ორსულებში. აღნიშნულ ჯგუფში მკურნალობა მოწოდებულია მაკროლიდით (აზითრომიცინი, კლარითრომიცინი ან ერითრომიცინი).

ფტოროქინოლონები დაკავშირებულია სერიოზულ, დამაინვალიდებელ და პოტენციურად გვერდით მოვლენებთან, როგორიცაა ტენდინიტი, მყესის გაგლეჯა, ართრალგია, ნეიროპათიები და კუნთოვანი ან ნერვული სისტემის სხვა ეფექტები.[15][16] აშშ სურსათისა და წამლის სააგენტომ გამოსცა გაფრთხილებები აორტის აშრევების, მნიშვნელოვანი ჰიპოგლიკემიის და ფსიქიური ჯანმრთელობის მხრივ უარყოფითი არასასურველი ეფექტების გაზრდილი რისკის შესახებ იმ პაციენტებში, რომლებიც იღებენ ფთორქინოლონებს.[17][18]

პირველადი პარამეტრები

აზიტრომიცინი: 500 მგ პერორალურად დრეში ერთხელ პირველ დღეს, რასაც მოყვება 250 მგ დღეში ერთხელ 4 დღის განმავლობაში.

ან

ლევოფლოქსაცინი: 500 მგ პერორულად/ინტრავენურად, დღეში ერთხელ, 7-14 დღის განმავლობაში

ან

მოქსიფლოქსაცინი: 400 მგ პერორალურად/ინტრავენურად, დღეში ერთხელ, 10 დღის განმავლობაში

ან

დოქსოციკლინი: 100 მგ პერორალურად, დღეში ორჯერ, 14-21 დღის განმავლობაში

ან

ტეტრაციკლინი: 250 მგ პერორულად, ყოველ 6 საათში ერთხელ, 14-21 დღის განმავლობაში

ან

კლარითრომიცინი: 250 მგ პერორალურად, დღეში ორჯერ, 10 დღის განმავლობაში

ან

ერითრომიცინი: 500 მგ პერორულად, ყოველ 6 საათში ერთხელ, 14-21 დღის განმავლობაში

ბავშვები

Back
1-ლი რიგის – 

მაკროლიდები

მკურნალობა მოიცავს ერითრომიცინის ან კლარითრომიცინის 10-დღიან კურსს ან აზითრომიცინის სუსპენზიით 5-დღიან კურსს.[19][20]

ყველა ამ რეჟიმმა აჩვენა 80% ეფექტურობა ბავშვთა სასუნთქი გზებიდან Chlamydia pneumoniae-ს აღმოსაფხვრის თვალსაზრისით.

პირველადი პარამეტრები

ერითრომიცინი: 50 მგ/კგ/დღეში პერორალურად, ცალკეულ დოზებად, ყოველ 6 საათში ერთხელ, 10-14 დღის განმავლობაში

ან

კლარითრომიცინი: 15 მგ/კგ/დღეში პერორალურად, ცალკეულ დოზებად, ყოველ 12 საათში ერთხელ, 10 დღის განმავლობაში

ან

აზიტრომიცინი: 10 მგ/კგ/დღეში პერორალურად პირველ დღეს, შემდეგ 5 მგ/კგ/დღეში 4 დღის განმავლობაში

back arrow

აირჩიეთ პაციენტების ჯგუფი ჩვენი რეკომენდაციების სანახავად

მიაქციეთ ყურადღება, რომ ფორმულაცია/შეყვანის გზა და დოზირება შეიძლება განსხვავებული იყოს მედიკამენტების დასახელების და ბრენდების, წამლების ფორმულარის ან გეოგრაფიული ადგილმდებარეობის მიხედვით. მკურნალობის შესახებ რეკომენდაციები სპეციფიკურია პაციენტის ჯგუფების მიხედვით. იხილეთ გაფრთხილება

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას