მიდგომა

ანტიბიოტიკოთერაპია არის საზოგადოებაში შეძენილი პნევმონიის მკურნალობის მთავარი მეთოდი, როდესაც გამომწვევი არის Chlamydia pneumoniae.[12]

მოზრდილები

Chlamydia pneumoniae მგრძნობიარეა ტეტრაციკლინების, მაკროლიდებისა და ფთორქინოლონების მიმართ; ყველა ჩამოთვლილი თანაბარი მნიშვნელობის, პირველი რიგის ვარიანტებია. C პნევმონიის მიერ გამოწვეული პნევმონიის მკურნალობის გამოქვეყნებული კვლევების უმეტესი ნაწილი მთლიანად ემყარება სეროლოგიურ დიაგნოზს; შესაბამისად, მიკრობიოლოგიური ეფექტურობა ვერ შეფასდა. ერთეულ ანგარიშებში ნახსენებია, რომ ტეტრაციკლინების ან ერითრომიცინის გახანგრძლივებული კურსები (3 კვირამდე) შეიძლება იყოს საჭირო C pneumoniae-ს აღმოსაფხვრელად მოზრდილების ცხვირხახიდა, რომლებსაც აქვთ გრიპის მსგავსი დაავადება და ფარინგიტი. ფთორქინოლონები, მათ შორის ლევოფლოქსაცინი და მოქსიფლოქსაცინი, ძალიან ეფექტურია C pneumoniae-ის მკურნალობისთვის მოზრდილებში.[13][14] ტეტრაციკლინები და ფტორქინოლონები არ გამოიყენება ორსულებში. აღნიშნულ ჯგუფში მკურნალობა მოწოდებულია მაკროლიდით (აზითრომიცინი, კლარითრომიცინი ან ერითრომიცინი). ფტოროქინოლონები დაკავშირებულია სერიოზულ, დამაინვალიდებელ და პოტენციურად გვერდით მოვლენებთან, როგორიცაა ტენდინიტი, მყესის გაგლეჯა, ართრალგია, ნეიროპათიები და კუნთოვანი ან ნერვული სისტემის სხვა ეფექტები.[15][16] აშშ სურსათისა და წამლის სააგენტომ გამოსცა გაფრთხილებები აორტის აშრევების, მნიშვნელოვანი ჰიპოგლიკემიის და ფსიქიური ჯანმრთელობის მხრივ უარყოფითი არასასურველი ეფექტების გაზრდილი რისკის შესახებ იმ პაციენტებში, რომლებიც იღებენ ფთორქინოლონებს.[17][18]

პაციენტთა უმრავლესობა კლინიკურად გამოკეთდება მიკროორგანიზმის პერსისტირების მიუხედავად.[13][19][20][21] მიკროორგანიზმის პერსისტენტობა სავარაუდოდ არ არის გამოწვეული ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობის განვითარებით.[13][14][21]

ბავშვები

რეკომენდებულია მკურნალობა მაკროლიდებით.[19][20]

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას