დიფერენციული დიაგნოზები

2019 წლის კორონავირუსით გამოწვეული დაავადება (COVID-19)

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

სიმპტომების გამოვლენამდე 14 დღით ადრე ცხოვრება/მოგზაურობა ქვეყანაში/რეგიონებში ან ტერიტორიაზე, სადაც ადგილი აქვს შიდა გავრცელებას, ან ახლო კონტაქტი COVID-19-ის დადასტურებულ ან სავარაუდო შემთხვევასთან.

ნიშნები და სიმპტომები მსგავსია, რის გამოც შეიძლება ძნელი იყოს კლინიკური მდგომარეობების დიფერენცირება.

მოვლენები ვითარდება სწრაფად; იხილეთ ჩვენი COVID-19 თემა დამატებითი ინფორმაციისთვის.

კვლევები

რეალურ დროში რევერს ტრანსკრიპტაზას პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია (RT-PCR): დადებითია კორონავირუს 2-ით (SARS-CoV-2) RNA გამოწვეულ მძიმე მწვავე რესპირატორულ სინდრომზე.

გულმკერდის გამოსახულებითი კვლევით შეუძლებელია განვასხვავოთ COVID-19-ით გამოწვეული პნევმონია სხვა წარმოშობის პნევმონიისგან.

მიკოპლაზმური პნევმონია

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

ვერ განსხვავდება კლინიკურად ან რუტინული ლაბორატორიული ტესტებით. იშვიათი არ არის კო-ინფექციები M პნევმონიასთან, ქლამიდიას პნევმონიასთან და სხვა ბაქტერიებთან.[1][11]

კვლევები

გაწყვილებულ შრატში სეროკონვერსიის დემონსტრირება, ანტი-M pneumoniae IgM ანტისხეულის არსებობა 10 წლის ან უმცროსი ასაკის ბავშვებში (FDA-ით დამტკიცებული სხვადასხვა ტესტია ხელმისაწვდომი), M pneumoniae-ის დემონსტრირება კულტურაში და/ან PCR-ით.

პნევმონია, ბაქტერიული

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

პნევმოკოკური პნევმონიის დროს პაციენტი შეიძლება უფრო შეუძლოდ იყოს და მეტი ალბათობით ექნება თანმხლები მდგომარეობები. ამის მიუხედავად, გამოვლინება მნიშვნელოვნად მსგავსია.[11]

კვლევები

Streptococcus pneumoniae ან სხვა ბაქტერია ნახველში, სისხლში და/ან პლევრულ სითხეში.

ვირუსული პნევმონია

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

მსგავსი გამოვლინება მსტვინავი სუნთქვით.

კვლევები

გულმკერდის რენტგენზე სავარაუდოდ არ გამოჩნდება კონსოლიდაცია ან პლევრული გამონაჟონები.

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას