ეტიოლოგია

Chlamydia pneumoniae-ს პირველი იზოლატები მიიღეს შემთხვევით, ტრაქომას კვლევების დროს, 1960-იან წლებში. უჯრედულ კულტურაში ჩართვის მორფოლოგიისა და შეღებვის მახასიათებლების საფუძველზე, C pneumoniae თავდაპირველად ითვლებოდა Chlamydophila psittaci-ს შტამად, თუმცა ფრინველებთან ექსპოზიცია არ აღინიშნებოდა. შემდგომი ანალიზით დამტკიცდა, რომ მიკროორგანიზმი განსხვავდებოდა C psittaci და Chlamydia trachomatis-გან.[4] აღწერილია C pneumoniae-ს გავრცელება ოჯახებსა და მჭიდროდ დასახლებულ პოპულაციებში, როგორიცაა სამხედრო ბაზები და მოხუცთა საცხოვრებლები.[5][6][7]

პათოფიზიოლოგია

C pneumoniae არის ობლიგატური უჯრედშიდა პათოგენი, რომელიც მასპინძელ უჯრედში უნიკალურ ადგილს იმკვიდრებს. იგი იწვევს სხვადასხვა დაავადებას ცხოველებში თითქმის ყველა ფილოგენურ დონეზე. თითოეული C pneumoniae ხასიათდება განვითარების უნიკალური ციკლით, რომელიც მორფოლოგიურად განსხვავებულ ინფექციურ და რეპროდუქციულ ფორმებს მოიცავს.[4]

ინფიცირების შემდეგ, ინფექციური ნაწილაკი, რომელსაც ელემენტარულ სხეულს უწოდებენ, ემაგრება მასპინძლის უჯრედს და უჯრედში ენდოციტოზით შედის. ენდოციტოზის აღნიშნული პროცესი არ არის დამოკიდებული მიკროტუბულურ სისტემაზე. მასპინძლის უჯრედში ელემენტარული სხეული რჩება მემბრანით შემოფარგლული ფაგოსომის შიგნით. ფაგოსომა არ უერთდება მასპინძლის უჯრედის ლიზოსომას. ელემენტარული სხეული შემდეგ დიფერენცირდება რეპლიკაციურ ფორმად - რეტიკულურ სხეულად, რომელიც ბინარულ დაყოფას განიცდის. დაახლოებით 36 საათის შემდეგ, რეტიკულური სხეულები ისევ ელემენტარულ სხეულებად გარდაიქმნებიან. ინფიცირებიდან დაახლოებით 48 საათის შემდეგ, სხეულები გამოთავისუფლდება ციტოლიზით ან ეგზოციტოზით, რომლის დროსაც მასპინძლის უჯრედი ინტაქტურია (სრული ჩანართის გამოყოფა). ინ ვიტრო კვლევებმა აჩვენა, რომ C pneumoniae შეიძლება გადავიდეს პერსისტენტულ მდგომარეობაში გარკვეული ციტოკინებით, როგორიცაა გამა ინტერფერონი, მკურნალობის შემდეგ, ანტიბიოტიკებით მკურნალობის შემდეგ ან კონკრეტული საკვები ნივთიერებების შეზღუდვის გამო. პერსისტენტულ ფორმაში მეტაბოლური აქტივობა შემცირებულია.[4] გახანგრძლივებული, ხშირად სუბკლინიკური ინფექციის გამოწვევის უნარი ამ მიკროორგანიზმის ერთ-ერთი ძირითადი დამახასიათებელი თვისებაა.

C pneumoniae-ს კულტურა საჭიროებს ქსოვილოვანი კულტურის იზოლაციას. ხანგრძლივი ცხოვრების ციკლის გამო, C პნევმონიის ინფექციის მკურნალობა მოითხოვს მულტიდოზური მკურნალობის რეჟიმებს. თუმცა, მიკროორგანიზმის პერსისტენტულობა რესპირატორული ინფექციის მკურნალობის შემდეგ გვხვდება პაციენტთა დაახლოებით 20%-ში.

C pneumoniae ადამიანის გარდა აღმოჩენილია ცხენებში, კოალებში, რეპტილიებსა და ამფიბიებში, თუმცა აღნიშნული ინფექციების როლი ადამიანის დაავადებაში უცნობია.[8] გადაცემის გზა კვლავ არ არის ნათელი, თუმცა სავარაუდოდ მოიცავს რესპირატორული ტრაქტის ინფიცირებულ სეკრეციებს. ინფიცირება წვეთების აეროზოლით აღწერილია ლაბორატორიული შემთხვევის დროს.[9]C pneumoniae ზედაპირებზე ძლებს 30 საათის განმავლობაში და ასევე მდგრადია მცირე ნაწილაკებად აეროზოლიზაციისადმი.[10]

კლასიფიკაცია

ტაქსონომია

რიგი- Chlamydiales

ოჯახი -Chlamydiaceae

გვარი ქლამიდია

Chlamydia pneumoniae-ს სახეობები

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას