მიდგომა

კლინიკურად, C-პნევმონიის გამო საზოგადოებაში შეძენილი პნევმონია შეუძლებელია განვასხვავოთ სხვა ორგანიზმებით გამოწვეული პნევმონიისგან, განსაკუთრებით Mycoplasma pneumoniae-ით გამოწვეულისგან.

ანამნეზი.

დააავდების ანამნეზი არასპეციფიკურია. პაციენტებს 1-2 კვირის განმავლობაში შეიძლება აღენიშნოთ ცხელება, ხველა და გულმკერდის პლევრული ტკივილის, თავის ტკივილისა და ყელის ტკივილის ჩივილები.[11] სუნთქვის უკმარისობა შეიძლება გამოვლინდეს პლევრული გამონაჟონის შემთხვევაში.

ფიზიკური გამოკვლევა

პაციენტები ძირითადად უჩივიან ცხელებას და შეიძლება ვლინდებოდეს ტაქიპნოე. გულმკერდის აუსკულტაციით ვლინდება ხიხინი და მსტვინავი სუნთქვა. შეიძლება გამოვლინდეს პლევრული გამონაჟონის შესაბამისი ნიშნები (მაგ. ყრუ ხმა პერკუსიის დროს, ჰაერის შესვლის დაქვეითება, გულმკერდის გაბერვის დაქვეითება და შეხებითი ვიბრაციული ხმიანობის შემცირება), თუმცა აღნიშნული მდგომარეობა იშვიათია.[11]

კვლევები

გულმკერდის რენტგენი და სისხლის თეთრი უჯრედების დიფერენციული ანალიზი უნდა გაკეთდეს სავარაუდო რესპირატორული ინფექციის მქონე ნებისმიერი პაციენტის კლინიკური შეფასებისას. ორივე არის არასპეციფიკური Chlamydia pneumoniae დიაგნოზისთვის, მაგრამ სასარგებლოა პნევმონიის დიაგნოზის დასადასტურებლად.

დიაგნოსტიკურია კულტურით ან ვალიდური PCR-ით რესპირატორულ ნიმუშებში (ნაზოფარინგული ნაცხები ან ასპირატი, ნახველი ან პლევრული სითხე) მიკროორგანიზმის იდენტიფიცირება. სეროლოგია მიკროორგანიზმის იდენტიფიცირებაში ნაკლებად გვეხმარება.

არსებობს FDA-ს მიერ დამტკიცებული კომერციულად ხელმისაწვდომი ნუკლეინის მჟავების გამაძლიერებელი რესპირატორული პანელი, რომლებიც განსაზღვრავს14 ვირუსს და სამ ბაქტერიულ სამიზნეს, მათ შორის Chlamydia pneumoniae, Mycoplasma pneumoniae და Bordetella pertussis. ეს ორი ტესტი დამტკიცებულია FDA -ის მიერ მხოლოდ ცხვირ-ხახის ნაცხის გამოყენებით. ტესტი ერთჯერად ფირფიტაზე აერთიანებს ნუკლეინის მჟავას ექსტრაქციას, nested PCR-ს, განსაზღვრას და მონაცემთა ანალიზს. ამასთან, მონაცემები მათი მუშაობის შესახებ, C პნევმონიის კლინიკურ გარემოში გამოვლენის მიზნით, შეზღუდულია. გამოქვეყნებული კვლევების უმრავლესობა შეეხება რესპირატორულ ვირუსებს და მოიცავს მხოლოდ მცირე ოდენობით პაციენტებს, რომელთაც ჰქონდათ C pneumoniae ინფექცია.[2]

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას