გართულებები
Mycoplasma pneumoniae პაციენტების 25%-ში შესაძლოა გამოვლინდეს ძირითადად თვითგანკურნებადი მაკულოპაპულური ან ვეზიკულური გამონაყარის სახით.[4] მძიმე შემთხვევებში შეიძლება გამოვლინდეს სტივენს-ჯონსონის სინდრომი და წყლულოვანი სტომატიტი. რადგანაც გამონაყარის ძირითადი მიზეზი სავარაუდოდ პათოგენის სისტემური გავრცელებაა კანში, ანტიბიოტიკოთერაპია უნდა განიხილებოდეს.
ჰემატოლოგიური დარღვევები შეიძლება აიხსნას ინფექციისას ჯვარედინი რეაქციის მქონე ცივი აგლუტინინების არსებობით Mycoplasma pneumoniae-ს ინფექციის დროს. ესენია: ჰემოლიზური ანემია, მეთჰემოგლობინემია და კოაგულაციის დარღვევები, როგორიცაა დისემინირებული სისხლძარღვშიდა შედედება ან თრომბოზული თრომბოციტოპენიური პურპურა.[4][61]
სითხისა და ანთებითი უჯრედების დაგროვება მიმდებარე ფილტვის ინფექციის გამო ან პათოგენის მიერ პლევრული სივრცის ინვაზიის შედეგად გვხვდება Mycoplasma pneumoniae-ს პნევმონიის იშვიათ შემთხვევებში[64] დროს და უფრო ხშირია პედიატრიულ პაციენტებში;[65] მნიშვნელოვანია ანტიბიოტიკოთერაპია. თუ სითხე გროვდება და არ ლაგდება, შეიძლება საჭირო გახდეს თორაკოცენტეზი და დრენაჟი. მძიმე, გაუმჯობესებას არდაქვემდებარებულ შემთხვევებში, შეიძლება საჭირო გახდეს პლევრის დეკორტიკაცია.
M pneumoniae-ის მქონე ჰოსპიტალიზებული პაციენტების 7%-ში ნევროლოგიური გართულებები ვითრდება. აღნიშნული გართულებები შეიძლება შეგვხვდეს ინფექციის დაწყებიდან 2 კვირის განმავლობაში და შეიძლება მოიცავდეს: ენცეფალიტს, მენინგიტს, ნათხემის სინდრომს, კრანიული ნერვების დამბლასა და გიენ-ბარეს სინდრომს.[4] აღნიშნული გართულებები შეიძლება დაკავშირებული იყოს ავტოიმუნურ მდგომარეობებთან.
მიალგიები, ართრალგიები და პოლიართროპათიები გვხვდება Mycoplasma pneumonia-ს მწვავე ინფექციის მქონე პაციენტთა დაახლოებით 14%-ში და შესაძლოა გაგრძელდეს ინფექციის შემდეგ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში. ეს უფრო ხშირია ჰიპოგამაგლობულინემიის მქონე პაციენტებში.[4]
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას