მიდგომა

პნევმონიის/რესპირატორული ინფექციის მქონე პაციენტის საწყისი ანტიბიოტიკოთერაპია ძირითადად დამოკიდებულია დაავადების სიმძიმეზე, თანმხლები მდგომარეობების არსებობაზე და საზოგადოებაში რეზისტენტული ბაქტერიის ცნობილ პრევალენტობაზე.[31] ანტიბიოტიკის შერჩევაზე შესაძლოა გავლენა იქონიოს შესაბამისმა ადგილობრივმა გაიდლაინებმა პნევმონიის მკურნალობის შესახებ.

ავადმყოფობის სიმძიმის ქულებით შეფასება შეიძლება დაგვეხმაროს გადაწყვეტილების მიღებაში, ამბულატორიულად ვუმკურნალოთ პაციენტს, კლინიკაში, თუ ინტენსიურ განყოფილებაში მოვათავსოთ იგი, განურჩევლად პათოგენისა. სიმძიმის ქულები ეფუძნება სხვადასხვა ფაქტორს, როგორიცაა: ასაკი, სუნთქვის სიხშირე, არტერიული წევა და ტემპერატურა. არსებობს მთელი რიგი სისტემები, რომლებიც შეიძლება გამოყენებული იყოს ქულების შესაფასებლად, მაგალითად, პნევმონიის სიმძიმის ინდექსი (PSI) ან დაბნეულობის, შარდოვანას აზოტის, სუნთქვის სიხშირის, არტერიული წნევის, 65 წელს ზემოთ ასაკის (CURB-65) ინდექსი.[45][46] [ CURB-65 პნევმონიის სიმძიმის სკალა ] [ არაჰოსპიტალური პნევმონიის სიმძიმის ინდექი (PSI) მოზრდილებში. ]

ეს თემა მოიცავს მხოლოდ დადასტურებული Mycoplasma pneumoniae ინფექციის მართვას. მეტი ინფორმაციისთვის საზოგადოებაში ან საავადმყოფოში შეძენილი პნევმონიის მიმართ ზოგადი მიდგომის შესახებ, სიმძიმის ქულების და ემპირიული მკურნალობის ჩათვლით, იხილეთ საზოგადოებაში შეძენილი პნევმონია (არა Covid-19) და საავადმყოფოში შეძენილი პნევმონია.

ანტიბიოტიკოთერაპია

მიკოპლაზმური ინფექციების დროს, როგორც გაურთულებელი, ასევე საზოგადოებაში შეძენილი მძიმე ფორმის პნევმონიის შემთხვევაში, როგორც წესი, იყენებენ მაკროლიდს ან ტეტრაციკლინს, რომლებიც პირველი რიგის ეფექტურ სამკურნალო საშუალებად მიიჩნევა. ემპირიული მკურნალობა შესაძლოა აუცილებლად ჩაითვალოს ატიპური მიკროორგანიზმების დაფარვის უზრუნველსაყოფად. თუ პნევმონიის სპეციფიკური ეტიოლოგია დგინდება, ანტიმიკრობული თერაპია შემდგომში მიმართული იქნება სპეციფიკური პათოგენის წინააღმდეგ.[31]

მაკროლიდის მიმართ რეზისტენტული M pneumoniae-ს შემთხვევები დაფიქსირდა წყნარი ოკეანის დასავლეთით (53.4%), სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში(9.8%), ამერიკასა (8.4%) და ევროპაში (5.1%).[15] ქვეყნებში, სადაც მაკროლიდების მიმართ რეზისტენტობა Mycoplasma pneumoniae-ის მქონე პაციენტებში მაღალი პრევანელტობით ხასიათდება, სავარაუდოდ ტეტრაციკლინები (დოქსიციკლინი ან მინოციკლინი) უფრო ეფექტური იქნება, ვიდრე მაკროლიდები ან ქინოლონები.[47][48]

ფტორქინოლონები შეიძლება იყოს განხილული, როგორც მეორე რიგის მკურნალობა, თუ უწინ დანიშნული ანტიბიოტიკები წარუმატებელი აღმოჩნდა. მძიმე შემთხვევებში შესაძლოა განვიხილოთ ინტრავენური ანტიბოიტიკების საკითხი ჰოსპიტალურ პირობებში კლინიკური გაუმჯობესების მიღებამდე, ან მანამ, სანამ პაციენტი პერორალურ მედიკამენტებზე გადასვლას შეძლებს.

ფტორქინოლონები შესაძლოა გამოვიყენოთ პაციენტებში, რომელთაც პნევმონია თანმხლები მდგომარეობები აქვთ, როგორიცაა დიაბეტი, ალკოჰოლის მოხმარებასთან დაკავშირებული დაავადება და გულის, ფილტვის, ღვიძლის ან თირკმლის ქრონიკული დაავადება. ფტორქინოლონები უფრო ფართო სპექტრის დაფარვას უზრუნველყოფენ, ვიდრე საჭიროა ატიპური პნევმონიისთვის.[31] თუმცა, ფთორქინოლონების გამოყენებამ შესაძლოა რეზისტენტობის განვითარებას შეუწყოს ხელი, შესაბამისად, საზოგადოებაში მათი ფართოდ გამოყენება რეკომენდებული არ არის. ამასთან, ფთორქინოლონები დაკავშირებულია მძიმე, შესაძლებლობის შემზღუდავ და პოტენციურად შეუქცევად გვერდით მოვლენებთან, როგორიცაა ტენდონიტი, მყესის გაგლეჯა, ართრალგია, ნეიროპათიები და კუნთოვანი ან ნერვული სისტემის სხვა ეფექტები.[49][50] აშშ სურსათისა და წამლის სააგენტომ გამოსცა გაფრთხილებები აორტის აშრევების, მნიშვნელოვანი ჰიპოგლიკემიის და ფსიქიური ჯანმრთელობის მხრივ უარყოფითი არასასურველი ეფექტების გაზრდილი რისკის შესახებ იმ პაციენტებში, რომლებიც იღებენ ფთორქინოლონებს.[51][52]

Mycoplasma არ პასუხობს ბეტალაქტამურ ანტიბიოტიკებს, ვინაიდან მიკროორგანიზმს უჯრედის კედელი არ აქვს.

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას