Mycoplasma pneumoniae-ს ინფექცია
- მიმოხილვა
- თეორია
- დიაგნოზი
- მართვა
- მეთვალყურეობა
- წყაროები
მკურნალობის ალგორითმი
მიაქციეთ ყურადღება, რომ ფორმულა/შეყვანის გზა და დოზა შეიძლება განსხვავებული იყოს მედიკამენტების დასახელების და ბრენდის, ფორმულარის ან გეოგრაფიული ადგილმდებარეობის მიხედვით. მკურნალობის შესახებ რეკომენდაციები სპეციფიკურია პაციენტის ჯგუფების მიხედვით: იხილეთ გაფრთხილება
პნევმონიით
მაკროლიდი ან ტეტრაციკლინი
Mycoplasma მგრძნობიარეა მაკროლიდებზე (მაგ. აზითრომიცინი, კლარითრომიცინი და ერითრომიცინი). რადგან მკურნალობის დასაწყისში პათოგენი უმეტესად უცნობია, მკურნალობა ემპირიულია.
ანტიბიოტიკის შერჩევაზე შესაძლოა გავლენა იქონიოს შესაბამისმა ადგილობრივმა გაიდლაინებმა პნევმონიის მკურნალობის შესახებ.
მაკროლიდები ეფექტურია რესპირატორული ინფექციების დროს, თუმცა მაკროლიდის მიმართ რეზისტენტული M პნევმონიის შემთხვევები დაფიქსირდა წყნარი ოკეანის დასავლეთით (53.4%). სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში(9.8%), ამერიკასა (8.4%) და ევროპაში (5.1%).[15]Kim K, Jung S, Kim M, et al. Global trends in the proportion of macrolide-resistant Mycoplasma pneumoniae infections: a systematic review and meta-analysis. JAMA Netw Open. 2022 Jul 1;5(7):e2220949. https://www.doi.org/10.1001/jamanetworkopen.2022.20949 http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/35816304?tool=bestpractice.com
Mycoplasma pneumoniae ასევე მგრძნობიარეა ტეტრაციკლინების (მაგ. დოქსიციკლინი და მინოციკლინი) მიმართ.
მკურნალობის კურსი დამოკიდებულია არსებული ინფექციის ტიპზე. ქვეყნებში, სადაც Mycoplasma pneumoniae-ის მაკროლიდის მიმართ რეზისტენტობა მაღალი პრევალენტობით გამოირჩევა, სავარაუდოდ ტეტრაციკლინები (დოქსიციკლინი ან მინოციკლინი) უფრო ეფექტურია, ვიდრე მაკროლიდები ან ფთორქინოლონები.[47]Okada T, Morozumi M, Tajima T, et al. Rapid effectiveness of minocycline or doxycycline against macrolide-resistant Mycoplasma pneumoniae infection in a 2011 outbreak among Japanese children. Clin Infect Dis. 2012;55:1642-9. http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/22972867?tool=bestpractice.com [48]Kawai Y, Miyashita N, Kubo M, et al. Therapeutic efficacy of macrolides, minocycline, and tosufloxacin against macrolide-resistant Mycoplasma pneumoniae pneumonia in pediatric patients. Antimicrob Agents Chemother. 2013;57:2252-8. http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/23459497?tool=bestpractice.com
პირველადი პარამეტრები
აზიტრომიცინი: ბავშვებში: 10 მგ/კგ დღეში ერთხელ პირველ დღეს, შემდეგ 5 მგ/კგ დღეში ერთხელ 4 დღის განმავლობაში; ზრდასრულებში: 500 მგ პერორალურად დღეში ერთხელ პირველ დღეს, შემდგომ 250 მგ დღეში ერთხელ 4 დღის განმავლობაში
ან
კლარითრომიცინი: ბავშვებში: 15 მგ/კგ/დღე, დაყოფილი დოზებით ყოველ 12 საათში ერთხელ, მაქსიმუმ 1000 მგ/დღე; ზრდასრულები: 500 მგ პერორალურად (დაუყოვნებლივი გამოთავისუფლების) დღეში ორჯერ
ან
ერითრომიცინი: ბავშვებში: 30-50 მგ/კგ/დღე, დაყოფილი დოზებით ყოველ 6 საათში ერთხელ; ზრდასრულებში: 500 მგ პერორალურად დღეში ოთხჯერ
მეორეული ვარიანტები
დოქსოციკლინი: >8 წლის ასაკის ბავშვებში: 2.2 მგ/კგ დღეში ორჯერ პირველ დღეს, შემდეგ 2.2 მგ/კგ დღეში ერთხელ; ზრდასრულებში: 100 მგ პერორალურად დღეში ორჯერ პირველ დღეს, შემდეგ 100 მგ დღეში ერთხელ
ან
მინოციკლინი: >8 წლის ასაკის ბავშვებში: 4 მგ/კგ თავდაპირველად, შემდეგ 2 მგ/კგ დღეში ორჯერ; ზრდასრულებში: 200 მგ პერორალურად თავდაპირველად, შემდგომ 100 მგ დღეში ორჯერ
ფთორქინოლონი
ფტორქინოლონები შეიძლება იყოს განხილული, როგორც მეორე რიგის მკურნალობა, თუ უწინ დანიშნული ანტიბიოტიკები წარუმატებელი აღმოჩნდა.
ფტორქინოლონები შესაძლოა გამოვიყენოთ პაციენტებში, რომელთაც პნევმონია თანმხლები მდგომარეობები აქვთ, როგორიცაა დიაბეტი, ალკოჰოლის მოხმარებასთან დაკავშირებული დაავადება და გულის, ფილტვის, ღვიძლის ან თირკმლის ქრონიკული დაავადება.[31]Metlay JP, Waterer GW, Long AC, et al. Diagnosis and treatment of adults with community-acquired pneumonia. An official clinical practice guideline of the American Thoracic Society and Infectious Diseases Society of America. Am J Respir Crit Care Med. 2019 Oct 1;200(7):e45-67. https://www.doi.org/10.1164/rccm.201908-1581ST http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/31573350?tool=bestpractice.com
თუმცა, ვინაიდან ფტორქინოლონების გამოყენებამ შესაძლოა რეზისტენტობას შეუწყოს ხელი, საზოგადოებაში მათი ფართოდ გამოყენება რეკომენდებული არ არის.
ფტოროქინოლონები დაკავშირებულია სერიოზულ, დამაინვალიდებელ და პოტენციურად გვერდით მოვლენებთან, როგორიცაა ტენდინიტი, მყესის გაგლეჯა, ართრალგია, ნეიროპათიები და კუნთოვანი ან ნერვული სისტემის სხვა ეფექტები.[49]European Medicines Agency. Quinolone- and fluoroquinolone-containing medicinal products. Nov 2018 [internet publication]. https://www.ema.europa.eu/en/medicines/human/referrals/quinolone-fluoroquinolone-containing-medicinal-products [50]Food and Drug Administration. FDA Drug Safety Communication: FDA advises restricting fluoroquinolone antibiotic use for certain uncomplicated infections; warns about disabling side effects that can occur together. Mar 2018 [internet publication]. https://www.fda.gov/drugs/drug-safety-and-availability/fda-drug-safety-communication-fda-updates-warnings-oral-and-injectable-fluoroquinolone-antibiotics აშშ სურსათისა და წამლის სააგენტომ გამოსცა გაფრთხილებები აორტის აშრევების, მნიშვნელოვანი ჰიპოგლიკემიის და ფსიქიური ჯანმრთელობის მხრივ უარყოფითი არასასურველი ეფექტების გაზრდილი რისკის შესახებ იმ პაციენტებში, რომლებიც იღებენ ფთორქინოლონებს.[51]Food and Drug Administration. FDA Drug Safety Communication: FDA warns about increased risk of ruptures or tears in the aorta blood vessel with fluoroquinolone antibiotics in certain patients. Dec 2018 [internet publication]. https://www.fda.gov/drugs/drug-safety-and-availability/fda-warns-about-increased-risk-ruptures-or-tears-aorta-blood-vessel-fluoroquinolone-antibiotics [52]Food and Drug Administration. FDA Drug Safety Communication: FDA reinforces safety information about serious low blood sugar levels and mental health side effects with fluoroquinolone antibiotics; requires label changes. Jul 2018 [internet publication]. https://www.fda.gov/drugs/drug-safety-and-availability/fda-reinforces-safety-information-about-serious-low-blood-sugar-levels-and-mental-health-side
ლევოფლოქსაცინი და მოქსიფლოქსაცინი ჩვეულებრივ უპირატესი ვარიანტებია რესპირატორული ინფექციების დროს.
მკურნალობის კურსი დამოკიდებულია არსებული ინფექციის ტიპზე.
ფთორქინოლონები რუტინულად არ გამოიყენება ბავშვებში.
პირველადი პარამეტრები
ლევოფლოქსაცინი: ბავშვებში: დოზასთან დაკავშირებით მიმართეთ სპეციალისტს; ზრდასრულებში: 500 -750 მგ პერორალურად, დღეში ერთხელ
ან
მოქსიფლოქსაცინი: ბავშვებში: დოზირების თაობაზე მიმართეთ სპეციალისტს; ზრდასრულებში: 400 მგ პერორალურად/ინტრავენურად დღეში ერთხელ
აირჩიეთ პაციენტების ჯგუფი ჩვენი რეკომენდაციების სანახავად
მიაქციეთ ყურადღება, რომ ფორმულაცია/შეყვანის გზა და დოზირება შეიძლება განსხვავებული იყოს მედიკამენტების დასახელების და ბრენდების, წამლების ფორმულარის ან გეოგრაფიული ადგილმდებარეობის მიხედვით. მკურნალობის შესახებ რეკომენდაციები სპეციფიკურია პაციენტის ჯგუფების მიხედვით. იხილეთ გაფრთხილება
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას