დიფერენციული დიაგნოზები

ინფექციური დიარეა

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

დიფერენციული დიაგნოზი მოიცავს მრავალ დაავადებას, რადგანაც ფაღარათს იწვევს მრავალი სხვადასხვა ბაქტერია, პარაზიტი და ვირუსი.[30]

კვლევები

აღინიშნება სპეციფიკური ინფექციური აგენტი განავალში ან სეროლოგიურ ტესტში.

წყლულოვანი კოლიტი

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

ანამნეზში არ აღინიშნება მოგზაურობა ენდემურ რეგიონებში.

სისხლიანი ფაღარათი.

კვლევები

განავლის და ანტიგენის ანალიზი ინფექციურ აგენტზე უარყოფითია.

კოლონოსკოპიით და ბიოფსიით ტიპიური შესახედაობა.

ღვიძლის ჩირქოვანი აბსცესი

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

ვითარდება უპირატესად ქალებში.

სიყვითლე უფრო ხშირია ღვიძლის პიოგენური აბსცესის, ვიდრე ღვიძლის ამებური აბსცესის დროს.

დაკავშირებულია ჰეპატობილიურ დაავადებასთან.

კვლევები

სისხლის ან ჩირქის კულტურაში იდენტიფიცირდება ინფექციური ორგანიზმი.

ნეკროზული ჰეპატომა

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

ანამნეზში არ აღინიშნება მოგზაურობა ენდემურ რეგიონებში ან დიარეა.

კვლევები

ჰეპატომის ასპირატი უარყოფითია ინფექციურ გამომწვევზე.

ფასციოლოზი (ღვიძლის ტრემატოდოზები)

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

ფიზიკალური განმასხვავებელი ნიშნები არ არსებობს.

კვლევები

მთავარი დიაგნოსტიკური ანალიზი არის შრატის დადებითი ტესტი ფასციოლოზის ანტისხეულებზე.

ეოზიონოფილია.

ღვიძლის ექინოკოკური ცისტა

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

ღვიძლის ექინოკოკური ცისტა შეიძლება კლინიკური ნიშნების გარეშე განვითარდეს (შემთხვევით აღმოჩნდეს პაციენტში, რომელსაც არა აქვს მუცლისმიერი ჩივილები). დაავადება შეიძლება გამოვლინდეს ანაფილაქსიით, რომელიც გამოწვეულია ცისტის შიგთავსის პერიტონეუმის ღრუში ჩაღვრით.

კვლევები

შრატის დადებითი ტესტი ექინოკოკის ანტისხეულებზე.

ცისტის ასპირაციისგან თავი უნდა შევიკავოთ ანაფილაქსიის საშიშროების გამო.

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას