ეტიოლოგია
ამებიაზი გადადის Entamoeba histolytica-ს ცისტების გადაყლაპვით, რომლებიც ბინადრობს ფეკალურად დაბინძურებულ საკვებსა და წყალში. დაავადების გადაცემა შესაძლებელია ასევე სქესობრივი გზით (განსაკუთრებით ორალურ-ანალური სქესობრივი კონტაქტით) ან ფეკალიებით დაბინძურებულ ობიექტთან კონტაქტით. ცისტები გარემო პირობებში მდგრადია და რეზისტენტულია ქლორის და გამოშრობის მიმართ.[Figure caption and citation for the preceding image starts]: Entamoeba histolytica-ს ცისტა: განავლის ნიმუშის იოდით შეღებვააღებულია ჟურნალიდან Current Concepts (2003); გამოყენებულია ნებართვით [Citation ends].[Figure caption and citation for the preceding image starts]: Entamoeba histolytica ცისტა: შეუღებავი (A), და იოდით შეღებილი (B) ფორმალინ-ეთერით განავლის ნიმუშის კონცენტრირების შემდეგ.ორიგინალი ფოტოები გლობალური ჯანდაცვისა და მედიცინის ეროვნული ცენტრიდან, ტოკიო, იაპონია. [Citation ends].
პათოფიზიოლოგია
E histolytica-ს სასიცოცხლო ციკლი ტიპიურად იწყება ფეკალიებით დაბინძურებული საკვების ან წყლის მიღებით. ასევე შესაძლებელია დაავადების სქესობრივი გზით გადაცემა ანალურ-ორალური კონტაქტით.[11][16][17] პარაზიტის ინფექციური ცისტური ფორმა გადის კუჭსა და წვრილ ნაწლავს. ნაწლავის სანათურში პარაზიტი გამოდის ცისტიდან და ქმნის მოძრავ და პოტენციურად ინვაზიურ ტროფოზოიტებს.
[Figure caption and citation for the preceding image starts]: Entamoeba histolytica-ს სასიცოცხლო ციკლიაღებულია ჟურნალიდან New England Journal of Medicine (2003); გამოყენებულია ნებართვით [Citation ends].
ინფექციების უმეტესობაში ტროფოზოიტები გროვდება ნაწლავის მუცინურ შრეში და წარმოქმნის ახალ ცისტებს, რასაც შედეგად მოჰყვება ასიმპტომური და თვითგანკურნებადი ინფექცია. თუმცა, ზოგიერთ შემთხვევაში ლექტინის მოქმედებით ნაწლავის ეპითელიუმზე გალაქტოზა/N-აცეტილგალაქტოზამინის (Gal/GalNAc) მიმაგრებამ და ლიზისმა შეიძლება გამოიწვიოს ტროფოზოიტების ინვაზია ნაწლავებში.
[Figure caption and citation for the preceding image starts]: Entamoeba histolytica-ს ტროფოზოიტები: განავლის ნიმუშის ტრიქრომული შეღებვააღებულია ჟურნალიდან Clinical Infectious Diseases (1999); გამოყენებულია ნებართვით [Citation ends].[Figure caption and citation for the preceding image starts]: Entamoeba histolytica-ს ტროფოზოიტები ცრუ ფეხით (წითელი ისრით): შეუღებავი განავლის ნიმუში.ორიგინალი ფოტოები გლობალური ჯანდაცვისა და მედიცინის ეროვნული ცენტრიდან, ტოკიო, იაპონია. [Citation ends].
[Figure caption and citation for the preceding image starts]: ნაწლავის ამებური გაწყლულოვნება: ნაწლავის მაკროპათოლოგიური წყლულები დიამეტრით საშუალოდ 1 მმ-დან 2 მმ-მდეაღებულია ჟურნალიდან New England Journal of Medicine (2003); გამოყენებულია ნებართვით [Citation ends].
ინვაზიის საპასუხოდ გამომუშავებული ნეიტროფილები ინვაზიის ადგილას იწვევენ უჯრედულ დაზიანებას. ნაწლავის ეპითელიუმის ინვაზიის შემდეგ ინფექცია შეიძლება ექსტრაინტესტინურად გავრცელდეს პერიტონიუმში, ღვიძლსა და სხვა ორგანოებში.
[Figure caption and citation for the preceding image starts]: ღვიძლის ამებური აბსცესის მქონე პაციენტის რენტგენოლოგიური კვლევა წინა-უკანა და გვერდით პროექციებში: სურათზე ჩანს დიაფრაგმის მარჯვენა ნაწილის ელევაცია და ატელექტაზი.აღებულია ჟურნალიდან New England Journal of Medicine (2003); გამოყენებულია ნებართვით [Citation ends].
ფაქტორები, რომლებიც აკონტროლებენ ბალანსს ინვაზიასა და ცისტის ჩამოყალიბებას შორის, მოიცავს პარაზიტული ქვორუმის აღმოჩენას ამების Gal/GalNAc ლექტინის ნაწლავის ბაქტერიულ ფლორასთან ურთიერთქმედების სიგნალის მეშვეობით, ასევე მასპინძლის ბუნებრივი და შეძენილი იმუნური პასუხით.
ამებური დიარეისა და დიზენტერიის (სისხლიანი ან ლორწოვანი დიარეა) მქონე პაციენტების ნაწლავში ყოველთვის აღინიშნება ტროფოზოიტები; შესაბამისად, დიაგნოსტიკა უნდა ფოკუსირდეს განავალში პარაზიტის ანტიგენის, ხოლო შრატში ინვაზიური პარაზიტის საპასუხოდ გამოყოფილი ანტისხეულების აღმოჩენაზე.[1][2]
ნაწლავის ეპითელიუმიდან ტროფოზოიტების ინვაზია იწვევს ამებურ დიარეას და კოლიტს. ინვაზია მოიცავს პარაზიტების მიერ ნაწლავის გარსის დაზიანების უნიკალურ პროცესს, რომელსაც თროგოგიტოზი ეწოდება.[18]
კარის ვენის სისტემიდან ჰემატოგენური გავრცელება იწვევს ღვიძლის ამებურ აბსცესს და სხვა ორგანოების, მაგალითად თავის ტვინის, ინფიცირებას, თუმცა ასეთი შემთხვევები იშვიათია.[1][2][3][4][5]
[Figure caption and citation for the preceding image starts]: Entamoeba histolytica-ს თავის ტვინის აბსცესიაღებულია ჟურნალიდან Transactions of the Royal Society of Tropical Medicine and Hygiene (2007); გამოყენებულია ნებართვით [Citation ends].
კლასიფიკაცია
ტაქსონომიური კლლასიფიკაცია[6]
ინფექციური:
Entamoeba histolyrica
სიმბიოზური:
Entamoeba dispar
Entamoeba moshkovskii
Entamoeba bangladeshi
Entamoeba coli
Entamoeba hartmanni
Entamoeba polecki
Entamoeba gingivalis
კლინიკური გამოვლინებები[2]
1. ასიმპტომური კოლონიზაცია
განავალში E histolytica-ს არსებობა, როცა არ აღინიშნება კოლიტი ან ნაწლავგარე გამოვლინებები
2. ნაწლავური ამებიაზი
3. ექსტრაინტესტინური ამებიაზე
ამებათი გამოწვეული ღვიძლის აბსცესები
ელენთის აბსცესი
ემპიემა
პრიკარდიტი
თავის ტვინის აბსცესი
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას