შემთხვევის ანამნეზი

შემთხვევის ანამნეზი #1

23 წლის ქალი უკვე რამდენიმე კვირაა უჩივის დიარეას. მან დაიკლო წონაში, მაგრამ ცხელება არ ჰქონია და განავალში სისხლი არ შეუნიშნავს. დიარეა დაიწყო, როცა ის მექსიკაში მოგზაურობდა.

შემთხვევის ანამნეზი #2

39 წლის მამაკაცი შემოვიდა გადაუდებელი სამედიცინო დახმარების განყოფილებაში ტკივილით მარჯვენა მხარში, რომელიც 2 თვის მანძილზე გრძელდება. მისი გადმოცემით, ტკივილი გადაეცემა ზურგში. მას აქვს ღამის ოფლიანობა და შემცივნებები; ასევე წონაში დაიკლო დაახლოებით 5 კგ. ბოლო 3 დღის განმავლობაში ამას დაემატა მუცლის ტკივილი და არაპროდუქტიული ხველა. პაციენტი დაბადებულია ირანში და ცოტა ხნის წინ ემიგრირდა აშშ-ში. ფიზიკალური გამოკვლევით გამოვლინდა ჰეპატომეგალია და სუნთქვითი ხმიანობის შესუსტება მარჯვენა ფილტვის ქვედა ორ მესამედში. ნევროლოგიური გასინჯვით - ნორმა.

სხვა გამოვლინებები

შემთხვევების 80%-ში ამებიაზი უსიმპტომოა. დიარეა ყველაზე ხშირი გამოვლინებაა, რომელსაც იწვევს Entamoeba histolytica, თუმცა ნაწლავის დაავადება შეიძლება დიზენტერიის სახით გამოვლინდეს (სისხლიანი ან ლორწოვანი განავალი) და არა მხოლოდ დიარეით. ასევე შეიძლება განვითარდეს ამებომა, ნაწლავის მოცულობითი გრანულარული ქსოვილი, რომელიც გარეგნობით ჰგავს ნაწლავის კარცინომას.

[Figure caption and citation for the preceding image starts]: Entamoeba histolytica ცისტა: შეუღებავი (A), და იოდით შეღებილი (B) ფორმალინ-ეთერით განავლის ნიმუშის კონცენტრირების შემდეგ.ორიგინალი ფოტოები გლობალური ჯანდაცვისა და მედიცინის ეროვნული ცენტრიდან, ტოკიო, იაპონია. [Citation ends].com.bmj.content.model.Caption@4b07e9b9

ნაკლებად ხშირი ნაწლავგარე გამოვლინებებია ნაწლავის პერფორაციის შედეგად განვითარებული პერიტონიტი, რომელიც ზოგჯერ მწვავე აპენდიციტის იმიტაციას ახდენს, ასევე გამონაჟონი პლევრის ან პერიკარდიუმის ღრუში ღვიძლის ან თავის ტვინის აბსცესი (E histolytica-თი გამოწვეული თავის ტვინის აბსცესის მქონე თითქმის ყველა პაციენტს ასევე უვითარდება ღვიძლის აბსცესი).[1][2][3]​​​​​[4][5][6]​​​​​[7][8]​ამებიაზის კიდევ ერთი შესაძლო, თუმცა იშვიათი გამოვლინებაა მწვავე ამებური აპენდიციტი; ამებური აპენდიციტი სხვა წარმოშობის აპენდიციტთან შედარებით უფრო ხშირად რთულდება.[8]

[Figure caption and citation for the preceding image starts]: ამებური აპენდიციტი კანის ფისტულით აპენდექტომიიდან ორი კვირის შემდეგ (კონტრასტული კომპიუტერული ტომოგრაფია).ორიგინალი ფოტოები გლობალური ჯანდაცვისა და მედიცინის ეროვნული ცენტრიდან, ტოკიო, იაპონია. [Citation ends].com.bmj.content.model.Caption@23cb6ee0[Figure caption and citation for the preceding image starts]: ამებური აპენდიციტის რეზექციის ნიმუშის ჰემატოქსილინ-ეოზინ შეღებვა (A-C) და შიფ რეაქცია (D-F). ენტამება ღრმად იღებება შიფ რეაქციით.ორიგინალი ფოტოები გლობალური ჯანდაცვისა და მედიცინის ეროვნული ცენტრიდან, ტოკიო, იაპონია. [Citation ends].com.bmj.content.model.Caption@56af8e96

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას