ეპიდემიოლოგია

ამებიაზი უფრო ხშირია განვითარებად ქვეყნებში, განვითარებულ ქვეყნებთან შედარებით. განსაკუთრებით ხშირად გვხვდება ცუდი სანიტარული პირობების ფონზე.[9]ამებური ინფექციების უმრავლესობა გვხვდება ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში, აფრიკასა და აზიაში.[2]​აშშ-ში Entamoeba histolytica-ს ინფექცია ჩვეულებრივ გვხვდება ემიგრანტებში და მოგზაურებში, რომლებიც ენდემური კერებიდან ჩამოვიდნენ, რაც წელიწადში დაახლოებით 3000 შემთხვევას შეადგენს.[4] უმეტეს შემთხვევებში დაავადება ვლინდება ქვეყანაში დაბრუნებიდან ან ჩამოსვლიდან პირველი წლის განმავლობაში. გრძელვადიან მოგზაურებს (ხანგრძლივობა > 6 თვე) ინფექციის განვითარების გაცილებით მაღალი რისკი აქვთ, ვიდრე მოკლევადიანი მოგზაურობის დროს (ხანგრძლივობა < 1 თვე).[9]

E histolytica-ს ნაწლავური ინფექცია თანაბრად გვხვდება ყველა ასაკისა და ორივე სქესის ადამიანებში. თუმცა, ღვიძლის ამებური აბსცესის შემთხვევების 90% მოდის 20-დან 40 წლის მამაკაცებზე.[1][2][3][4][5]მამაკაცებში ამებიაზის გამოწვეული სიკვდილობის მომატებული რისკი შესაძლოა გამოიწვიოს ამებიაზის გავრცელების მარილი მამაკაცებში, რომელთაც აქვთ სექსი მამაკაცთან (MSM), თუმცა წინასწარ შენიშნულია, რომ არაპათოგენური ამება E dispar უფრო ხშირია ამ კატეგორიაში, ვიდრე E Histolytica.[1][2][10]​​​​​​[11]​ დაავადების მძიმე ფორმის მომატებული რისკის მქონე სხვა ჯგუფებია: ორსულები, იმუნოკომპრომისული პაციენტები ან კორტიკოსტეროიდებით მკურნალობის ფონი, დიაბეტის მქონე პირები, ალკოჰოლის მოხმარების ფონი.[9]

ეპიდაფეთქებები ყოფილა დაწესებულებებში, განსაკუთრებით შეზღუდული გონებრივი შესაძლებლობების მქონე პირთათვის განკუთვნილ დაწესებულებებში.[1][2] MSM, ორალურ-ანალური სქესობრივი კონტაქტი, განათლების დაბალი დონე და მაღალი ასაკი ამებიაზის მაღალ რისკთან იყო დაკავშირებული იმ პაციენტებში, რომლებიც მოვიდნენ აივ ინფექციის ნებაყოფლობითი ტესტირებისა და კონსულტაციისთვის ტაივანში.[12] ამებიაზის მომატებული გავრცელება ასევე დაკავშირებულია თამხლებ აივ ინფექციასთან და სიფილისის ანამნეზთან ან დადებით სეროლოგიურ ანალიზთან. ამ კავშირების მიზეზები ცხადი არ არის, მაგრამ ისინი სხვა ინფექციების რისკ-ფაქტორების მსგავსია.[10][13][14][15]

გლობალურად E histolytica-ზე მოდის საავადმყოფოში ან კლინიკაში დიარეით შემოსული პაციენტების 2%-დან 4%-მდე.[1][2][3][4][5][6][7]

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას