პროგნოზი

ვულგარული პემფიგუსი (PV) და ექსფოლიაციური პემფიგუსი (PF)

PV და PF-ის მქონე პაციენტების პროგნოზი კარგია, თუ დაავადება ადექვატურად კონტროლდება. სპონტანური რემისიის შემთხვევები არსებობს, მაგრამ პაციეტნების უმრავლესობას ესაჭიროება ხანგრძლივი იმუნოსუპრესიის გარკვეული ფორმა.

რიტუქსიმაბი იწვევს სრულ რემისიას მკურნალობის შემდეგ პაციენტების 90%-ში.[37]

ადრეული და აგრესიული მკურნალობის მნიშვნელობას მხარს უჭერს ის ფაქტი, რომ პაციენტებს, რომლებსაც სრული მკურნალობა არ გაუვლიათ, (მაგ: ვისაც მრავლობითი რემისიები აქვთ სუბთერაპიული მკურნალობის შედეგად) ხშირად უფრო აგრესიული დაავადება უვითარდებათ. ამ პროცესში, რომელიც განიხილება როგორც დაავადების'გაჯიუტება', უფრო ნელა ალაგებადი დაავადება რეზისტენტული ხდება მკურნალობისადმი.

პარანეოპლასტიური პემფიგუსი (PNP)

პარანეოპლაზიური პემფიგუსი უფრო რთული სამკურნალოა და სიკვდილობამ შესაძლოა მიაღწიოს 90%-ს. საუკეთესო პროგნოზი არის იზოლირებულ შემთხვევებში, სადაც ფონური ავთვისებიანი მდგომარეობა რემისიას განიცდის ქირურგიული ან მედიკამენტოზური მკურნალობის შედეგად, მაგრამ ბევრ პაციენტს მაინც აღენიშნება პარანეოპლაზიური პემფიგუსის გაუარესება, ფონური დაავადების მკურნალობის მიუხედავად. ზოგიერთი პაციენტი განიცდის პარანეოპლაზიური პემფიგუსის აგრესიულ პროგრესს მიუხედავად ფონური კიბოს კლინიკური რემისიისა.

კიბოს რემისიის მიღწევისას პარანეოპლაზიური პემფიგუსის მკურნალობა შეიძლება შეუსაბამოდ გადაიდოს, რადგან არსებობს მოსაზრება (არასწორი), რომ ძირითადი ავთვისებიანი წარმონაქმნის აღმოფხვრა უმკურნალებს პემფიგუსსაც. არსებობს მართებული შეშფოთება, რომ აგრესიულმა იმუნოსუპრესიამ შესაძლოა გამოიწვიოს ძირითადი კიბოს რეციდივი.

მულტიფორმული ერითემის მსგავსი კანის დაზიანებებისა და კერატინოციტული ნეკროზის მქონე პაციენტებს უფრო არაკეთილსაიმედო პროგნოზი ქონდათ, ვიდრე მათ, ვისაც ქონდათ პარანეოპლაზიური პემფიგუსი კანის დაზიანებების გარეშე.[15] პარანეოპლაზიური პემფიგუსის მქონე პაციენტები ხშირად ავადდებიან ობლიტერაციული ბრონქიოლიტით და სუნთქვის უკმარისობით, რაც სიკვდილობის მნიშვნელოვან მიზეზს წარმოადგენს ამ პაციენტებში.[32]

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას