ეტიოლოგია
ვულგარული პემფიგუსი (PV) და ექსფოლიაციური პემფიგუსი (PF) აუტოიმუნური, ბლისტერული დაავადებებია, რომლებიც იმართება ანტისხეულებით. ვულგარული პემფიგუსი შემთხვევების 80%-ს იწვევს, ხოლო ექსფოლიაციური პემფიგუსი - 10%-ს.
პარანეოპლასტიური პემფიგუსი (PNP) აუტოიმუნურიცაა (ანტისხეულებით მიმდინარე) და უჯრედულად მიმდინარეც. ერითემატოზული პემფიგუსი და IgA პემფიგუსი იშვიათი ვარიანტებია.
პემფიგუსი არის სტრატიფიცირებული ბრტყელი ეპითელის (მაგ. კანი, პირის ღრუს ლოწოვანი) IgG-გაშუალებული აუტოიმუნური დაავადება, რომლის დროსაც აკანტოლიზისი (უჯრედების ადჰეზიის დაქვეითება) იწვევს ბლისტერების და ეროზიების განვითარებას.
ვულგარული პემფიგუსის და ექსფოლიაციური პემფიგუსის დროს IgG ანტისხეულები დესმოსომის (ცილების კომპლექსი, რომელიც კანის უჯრედებს შორის ადჰეზიაზეა პასუხისმგებელი) დესმოგლეინის კომპონენტს უკავშირდებიან (კადერინის მსგავსი ადჰეზიური მოლეკულა). აუტოანტისხეულები, დესმოგლეინ 3-ის (და ნაკლებად, დესმოგლეინ-1-ის) წინააღმდეგ ვულგარული პემფიგუსის დროს და დესმოგლეინ-1-ის წინააღმდეგ ექსფოლიაციური პემფიგუსის დროს, იწვევენ უჯრედული მიმაგრების დარღვევას, რაც განპირობებულია კერატინოციტის უჯრედგარე ნაწილის მიმაგრებით.[5] PNP-ს დროს აუტოანტისხეულები უკავშირდება ჰემიდესმოსომების ნაწილს, რაც იწვევს უფრო კომპლექსურ პათოფიზიოლოგიას.[16][17][18]
შემთხვევათ უმრავლესობა სპონტანურად ვითრდება. იშვიათად, ვულგარული და ექსფოლიაციური პემფიგოიდი შესაძლოა დაკავშირებული იყოს გარკვეულ წამლებთან (მაგ: D-პენიცილამინი, კაპტოპრილი, ენალაპრილი, პენიცილინი, ინერლეიკინი 2, ნიფედიპინი და რიფამპიცინი). ენდემური ექსფოლიაციური პემფიგოიდის გეოგრაფიული განაწილება შავი ბუზის მსგავსია, რაც გვაფიქრებინებს, რომ ის დაავადების გამომწვევი ვექტორია.[19][20] სხვა ჰემატოფაგური მწერები, როგორიცაა საწოლის ტკიპა და კოცნის ტკიპა, შესაძლოა აგრეთვე გადამტანები იყოს.[21] ენდემური PF-ის დროს, დესმოგლეინ 1 ანტისხეულები ჯვარედინად რეაგირებენ კოღოს ნერწყვის LJM11 ანტიგენზე.[22][23]
PNP მჭიდროდ უკავშირდება ფონურ ავთვისებიან მდგომარეობებს. პაციენტების ერთ მესამედში PNP უცნობი ავთვისებიანი მდგომარეობის მარკერია. PNP-ს განაწილება ბიმოდალურია, რაც ნიშნავს, რომ დაავადება, რომელიც ვითარდება ახალგაზრდებში, ტიპურად დაკავშირებულია არა-ადამიანურ ჰერპესვირუს 8 ქესლმენის დაავადებასთან, ხოლო მოზრდილებში უკავშირდება ანამნეზში არა-ჰოჯკინის ლიმფომას, თიმომას და იშვიათ სარკომებს.[4]
პათოფიზიოლოგია
პემფიგუსი არის სტრატიფიცირებული ბრტყელი ეპითელის IgG-გაშუალებული აუტოიმუნური დაავადება, რომელიც მეტწილად კანის და პირის ღრუს ლორწოვანის დაზიანებებით ვლინდება. ვულგარული პემფიგუსი არის ყველაზე ხშირი ვარიანტი.
ორივეს (ვულგარული და ექსფოლიაციური პემფიგუსი) ახასიათებს აუტოანტისხეულები დესმოგლეინის მიმართ (ანტიდესმოგლეინ 3 და ნაკლებად დესმოგლეინ 1 PV-ს დროს და ანტიდესმოგლეინ 1 PF-ის დროს). დესმოგელინი 1 და 3 ორივე გამოხატულია პირში და კანში.
დესმოგლეინ 1-ის და დესმოგლეინ 3-ის გავრცელება და ექსპრესიის დონე განაპირობებს დაავადების მახასიათებლებს ორივე ტიპის პემფიგუსის დროს. ვულგარული პემფიგუსის მქონე პაციენტებში (ანუ ანტი-დესმოგლეინ 3 აუტოანტისხეულების არსებობისას) ვითარდება ლორწოვანის დაავადება, რადგან დესმოგლეინ 1 საკმარისად ვერ გამომუშავდება ლორწოვანის კერატინოციტების ადჰეზიის უზრუნველსაყოფად და პირის ღრუს ეროზიების საპრევენციოდ. ვულგარული პემფიგუსის მქონე პაციენტების ნაწილში კანის დესმოგლეინ 1-ის გამომუშავება საკმარისი არ არის კერატინოციტების ადჰეზიის სტაბილიზაციისთვის და ბლისტერების ჩამოყალიბების საპრევენციოდ. თუმცა, ვულგარული პემფიგუსის მქონე მრავალ პაციენტში ვითარდება აუტოანტისხეულები დესმოგლეინ 1-ის წინააღმდეგ, რაც იწვევს კანის უფრო ძლიერ დაავადებას.[24] ამრიგად, ანტისხეულების ძირითადი პროფილი არის ვულგარული პემფიგუსის ფენოტიპის მნიშვნელოვანი განმსაზღვრელი.
PF-ს მქონე პაციენტებში, რომლებსაც პათოლოგიური ანტი-დესმოგლეინ 1 აუტოანტისხეულები აქვთ, პირი დაცულია, რადგანაც დესმოგლეინ 3-ის ექსპრესიამ შესაძლოა ლორწოვანის კერატოციტების ადჰეზია შეინარჩუნოს.
მიუხედავად იმისა, რომ პემფიგუსის ორი ვარიანტი კატეგორიზდება, როგორც განსხვავებული მდგომარეობები, არსებობს სერიოზული მტკიცებულებები, რომ ისინი დაავადების სპექტრს წარმოადგენენ. მაგალითად, პირის პემფიგუსის დროს უფრო ხშირია კანზე გენერალიზება, ხოლო კლასიკური PF-ის მქონე პაციენტების შემთხვევები პროგრესირებს და PV-ში გადადის. თეორიულად, ეს შეიძლება გამოწვეული იყოს ეპიტოპის გავრცელების (ეპიტოპი არის ცილის ანტიგენური ნაწილი, რომელიც ასტიმულირებს ანტისხეულოვან პასუხს). ეპიტოპების გავრცელებისას აუტოიმუნური პროცესი ვრცელდება ქიმიურად მსგავსი ეპიტოპების ამოსაცნობად ან ისეთი ეპიტოპების, რომლებიც საწყისი აუტოანტიგენის მსგავსია.[25]
PNP-ს უფრო კომპლექსური პათოფიზიოლოგია აქვს, მაგრამ აუტოანტისხეულების არსებობა, რაც ხელს უშლის კერატოციტების ადჰეზიას, PV და PF-ის მსგავსია. PNP აქვს კომპონენტები, როგორიცაა ჰუმორული აუტოიმუნური პროცესი (მაგ: ანტისხეულებით მიმდინარეობს) და უჯრედებით მართული პროცესი (ციტოტოქსიური T უჯრედების დომინირება). აღნიშნული გამოიხატება დაავადების ნიშნებით, რომლებიც მსგავსია მათი, რომლებიც ციტოტოქსიური T უჯრედებით მიმდინარე პროცესების დროს ვლინდება, როგორიცაა მულტიფორმული ერითემა, ტრანსპლანტი -მასპინძლის წინააღმდეგ დაავადება, ბრტყელი ლიქენი და ამავდროულად აქვს პემფიგუსის კლასიკური ნიშნები.[26]
კლასიფიკაცია
არ არსებობს ფორმალური კლასიფიკაცია, მაგრამ პემფიგუსი ტიპურად სამ ძირითად ფორმად იყოფა.
ვულგარული პემფიგუსი[1][3]
ვულგარული პემფიგუსი არის ყველაზე ხშირი ვარიანტი.
როგორც წესი, იწყება პირის ღრუს დაზიანებებით (ლოყის და/ან ღრძილების); მტკივნეული, პერსისტენტული ეროზიები, რომლებიც საკვების მიღებაში უშლის პაციენტს ხელს. უფრო იშვიათად ვლინდება თვალის, ცხვირის, ყელის, საყლაპავის, გენიტალიების და სწორი ნაწლავის ეროზიები.
კანის ჩართულობა ვლინდება გამჭვირვალე შიგთავსის მქონე რბილი ბლისტერებით. ბლისტერები (ბუშტუკები) ვითარდება არაერითემულ კანზე, სწრაფად გადადის პოსტბულოზურ ეროზიებში.
ბუშტუკები (ბლისტერები) და ეროზიები შეიძლება იყოს ლოკალიზებული და გენერალიზებული და პრედომინირებდეს სებორეულ ადგილებში (გულმკერდი, სახე, სკალპი, ბეჭებს შორის არე და კიდურები).
რუტინული ჰისტოლოგია აჩვენებს აკანთოლიზისს (უჯრედების ერთმანეთთან ადჰეზიის დაკარგვა) ეპიდერმისის ქვედა ნაწილში ბაზალური მემბრანის ზემოთ, ხშირად თმის ფოლიკულების ჩათვლით.
ვლინდება დესმოგლეინ 3 (Dsg3) აუტოანტისხეულები, და ნაკლებად, დესმოგლეინ 1 (Dsg1) აუტოანტისხეულები.[3]
[Figure caption and citation for the preceding image starts]: პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ეროზიები ვულგარული პემფიგუსით დაავადებულ პაციენტშიImage courtesy of Dr Jon Meyerle [Citation ends].[Figure caption and citation for the preceding image starts]: ფართოდ გავრცელებული ეროზიები და გაფანტული სრული ბუშტუკები პაციენტში გავრცელებული ვოლგარული პემფიგუსითImage courtesy of Dr Jon Meyerle [Citation ends].
ექსფოლიაციური პემფიგუსი[1]
კანის ჩართულობა: გარდამავალი, რბილი ბუშტუკები ან ქერქოვანი ეროზია კანის სებორეულ უბნებში (გულმკერდი, თავის კანი, სახე, ბეჭებს შორის არე).
კანის უფრო ფართო ჩართულობა ვლინდება სპორადული და ენდემური ექსფოლიაზიური პემფიგუსის დროს ("fogo selvagem", ბრაზილიური პემფიგუსი, ტუნისური პემფიგუსი).
ლორწოვანი გარსის ჩართვა არ ვლინდება.
რუტინული ჰისტოლოგია ზოგჯერ აჩვენებს აკანთოლიზისს გრანულარული უჯრედების შრის დონეზე, მაგრამ ხშირად რქოვანი ნაწილი (ეპიდერმისის ზედაპირული ნაწილი) იკარგება.
აუტოანტისხეულების არსებობა დესმოგლეინ 1-ის წინააღმდეგ.
[Figure caption and citation for the preceding image starts]: ექსფოლიაციური პემფიგუსიImage courtesy of Dr Jon Meyerle [Citation ends].[Figure caption and citation for the preceding image starts]: ექსფოლიაციური პემფიგუსიImage courtesy of Dr Jon Meyerle [Citation ends].
პარანეოპლასტიური პემფიგუსი[4][5]
ვლინდება თანმხლები ავთვისებიანი მდგომარეობის ფონზე, განსაკუთრებით არაჰოჯკინის ლიმფომის, ქრონიკული ლიმფოციტური ლეიკემიის, თიმომის ან ქესლმანის დაავადების დროს. დიაგნოზის დადგენისას შეიძლება ჯერ არ იყოს ცნობილი ავთვისებიანი მდგომარეობის შესახებ.
ლორწოვანის ჩართულობა: თავდაპირველად შეზღუდული ქეილიტი და/ან წყლულოვანი სტომატიტი, მუდმივი მტკივნეული ეროზია, რომელიც იწვევს მძიმე დისფაგიას. ხშირია კონიუნქტივიტი, კერატიტი და სასქესო ორგანოების ჩართულობა. შესაძლებელია ფარინგეალური ჩართულობა; ცხვირის ღრუ და საყლაპავი ასევე შეიძლება დაზიანდეს.
კანის პოლიმორფული დაზიანებები მსუბუქი ბრტყელი ლიქენის მსგავსად, შეიძლება წააგავდეს ტრანსპლანტი -მასპინძლის წინააღმდეგ დაავადებას, მულტიფორმულ ერითემას, ბულოზურ პემფიგოიდს ან ვულგარულ პემფიგუსს. ხშირია ხელისგულების ჩართვა.
ფილტვის ჩართულობა (ალვეოლიტი, ობლიტერაციული ბრონქიოლიტი, ფილტვის ფიბროზი) არის დამახასიათებელი და სიცოცხლისათვის საშიში გართულება.
ჰისტოპათოლოგიური ნიშნებია:
ეპიდერმული აკანთოლიზისი, დისკერატოზი და ვაკუოლური ცვლილებები შიდა ზედაპირზე.
IgG და C3-ის დეპონირება ეპიდერმისის უჯრედშორის სივრცეში ბაზალური მემბრანის ზონის გასწვრივ სწორხაზოვანი დეპონირებით ან მის გარეშე, როგორც ეს ჩანს პირდაპირი იმუნოფლუორესცენტული შეღებვით.
შრატის აუტოანტისხეულები ეპითელიუმის მიმართ, როგორც ნაჩვენებია კუნთოვანი ქსოვილის (შარდის ბუშტი, გული, ღვიძლი და ენა) არაპირდაპირი იმუნოფლუორესცენციით.
პლაზმის ოჯახის რამოდენიმე ციტოპლაზმური ცილის აუტოანტისხეულები (ეპიპლაკინი, პლექტინი, დესმოპლაკინი I, დესმოპლაკინი II, BPAG1 [ასევე ცნობილია როგორც დისტონინი], ენდოპლაკინი და პერიპლაკინი).
[Figure caption and citation for the preceding image starts]: პარანეოპლაზიური პემფიგუსიImage courtesy of Dr Jon Meyerle [Citation ends].
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას