პროგნოზი

ადამიანების უმეტესობა 2 კვირის მანძილზე გამოჯანმრთელდება. 6 თვიდან 12 წლამდე ასაკის ბავშვებში ჩატარებულ კვლევაში პაციენტების 26%-ს დაავადების დაწყებიდან 7 დღის შემდეგ ჯერ კიდევ ჰქონდა სიმპტომები, ხოლო 6%-ს 14 დღის შემდეგ.[97] ხველა არის ყველაზე პერსისტენტული სიმპტომი, რომელიც გრძელდება 15.3 - 28.6 დღის განმავლობაში.[98] მნიშვნელოვანია პაციენტებისთვის რჩევების მიცემა ამასთან დაკავშირებით, რომ შემცირდეს მოლოდინი მდგომარეობის სწრაფად გაუმჯობესებასთან დაკავშირებით და დამატებითი მკურნალობის (მაგ. ანტიბიოტიკების) მიღების მიზნით ვიზიტის დანიშვნასთან დაკავშირებით. რეციდივი ხშირია, თუმცა არ არის გარკვეული, გამომწვევი პათოგენი არის იგივე ვირუსი, მისი ქვეტიპი თუ სრულიად განსხვავებული პათოგენი.

კონსულტაციის ყველაზე რთულ ნაწილს ხშირად წარმოადგენს დიაგნოზისა და მკურნალობის ვარიანტების, განსაკუთრებით ანტიბიოტიკების შეთანხმება. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ სიმპტომები არ იხსნება დაუყოვნებლივ.

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას