ახალი ტიპის მკურნალობა

IMP-1088

IMP-1088, ადამიანის N-მირისტიოლტრანსფერაზების (NMT1 და NMT2) ორმაგი ინჰიბიტორი, ბლოკავს ვირუსის კასპიდური წყობის მთავარ ეტაპს. პრეპარატი მოქმედებს ადამიანის უჯრედის NMT-ზე და არა თავად ვირუსზე. ვინაიდან ვირუსი თავის კასპიდურ წყობაში ადამიანის NMT-ს იყენებს, ამ პროტეინის დაბლოკვა განაპირობებს პრეპარატის ანტივირუსულ მოქმედებას მრავალი რინოვირუსული ინფექციის დროს. IMP-1088 შესწავლის ადრეულ სტადიას გადის, ადამიანებზე კლინიკური კვლევების დაწყება უახლოეს რამდენიმე წელიწადში მოსალოდნელი არ არის.[91][92]

პრობიოტიკები

სისტემატური მიმოხილვით დადგინდა, რომ პრობიოტიკები იყო პლაცებოზე უკეთესი იმ მონაწილეთა რაოდენობის შემცირების თვალსაზრისით, რომლებსაც აღენიშნებოდათ ზემო სასუნთქი ტრაქტის მწვავე ინფექციების ეპიზოდები (URTI), ზემო სასუნთქი გზების მწვავე ინფექციების ეპიზოდების საშუალო ხანგრძლივობა, ანტიბიოტიკის მოხმარება და გაციებასთან დაკავშირებით სკოლის გაცდენები. ეს მიუთითებს იმაზე, რომ პრობიოტიკები შეიძლება იყოს უფრო სარგებლიანი, ვიდრე პლაცებო ზემო სასუნთქი გზების მწვავე ინფექციების პრევენციისთვის მიუხედავად იმისა, რომ პრობიოტიკებს ჰქონდათ უფრო მეტი გვერდითი მოვლენები, ძირითადად გასტროინტესტინური. თუმცა, მტკიცებულების ხარისხი იყო დაბალი ან ძალიან დაბალი.[93] [ Cochrane Clinical Answers logo ]

აკუპუნქტურა და მოქსოთერაპია

საჭიროა უფრო მეტი კვლევა, სანამ გაიცემა რეკომენდაციები გაციების სიმპტომების ისეთი მეთოდებით სამკურნალოდ, როგორიცაა აკუპუნქტურა ან მოქსიბუსტიონი.[94][95]

ვაქცინები

მრავალი ეტიოლოგიური აგენტთან კავშირის გამო, გაციების საწინააღმდეგოდ არანაირი ვაქცინა არ არის შექმნილი. ჯანმრთელ ადამიანებში გაციების საწინააღმდეგო ვაქცინების ზემოქმედების შესახებ ძალიან შეზღუდული მტკიცებულება არსებობს.[96]

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას