ეტიოლოგია

გაციების უმეტესი შემთზხვევა გამოწვეულია რინოვირუსით (50%-მდე).[7]​​[9] სხვა ცნობილი პათოგენება კორონავირუსი (10%-დან 15%-მდე), გრიპი (5%-დან 15%-მდე), პარაგრიპი (5%), რესპირატორულ-სინციტიური ვირუსი (5%) და მეტაპნევმოვირუსი.[7]​ხშირად ვერ ხერხდება მაინფიცირებელი ორგანიზმების იდენტიფიცირება ხელახალი ინფიცირება შესაძლებელია განმეორდეს იმავე ვირუსის ქვეტიპის ზემოქმედებით, მაგრამ დაავადება, როგორც წესი უფრო სუსტი და ხანმოკლეა. არსებობს კავშირი ადენოვირუსებს, ენტეროვირუსებსა და გაციებას შორის. როგორც წესი, ფარინგიტის გამომწვევია ადენოვირუსები, რომელთაც შეიძლეება ასევე გამოიწვიონ ქვედა სასუნთქი ტრაქტის ინფექციები. სასუნთქი ტრაქტის ინფექციების გამომწვევი ბაქტერიები (Streptococcus pneumoniae, Haemophilus influenzae, Moraxella catarrhalis) ასევე შეიძლება დაკავშირებული იყოს გაციებასთან.[10] თუმცა, ტიპური გაციების ანტიბიოტიკებით მკურნალობის საჭიროებასთან მიმართებაში აღნიშნულს ნაკლები მნიშვნელობა ენიჭება.

პათოფიზიოლოგია

პოლიმორფულ-ბირთვიანი ლეიკოციტები (PMNs) ცხვირის ქველორწოვან შრეში გადადის ვირუსით დაინფიცირებიდან რამოდენიმე დღეში და შეესაბამება სიმპტომებს.[11][12] არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ ჩირქოვანი გამონადენი უკავშირდებოდეს ბაქტერიულ ინფექციას ან რეაგირებდეს ანტიბიოტიკოთერაპიაზე.[7]

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას