კვლევები
1-ად შესაკვეთი გამოკვლევები
ხერხემლის ლუმბალური ნაწილის ვერტიკალური რენტგენოგრაფია
ტესტი
ვერტიკალური წინა-უკანა და ლატერალური მიმოხილვითი რენტგენოგრაფია სწრაფი და მარტივი კვლევაა, რამაც შესაძლოა ღირებული ინფორმაცია მოგვცეს; თუმცა, არასპეციფიკური წელის ტკივილის დროს ის რუტინულად რეკომენდებული არ არის.[65][66] მიმოხილვითი რენტგენოგრაფია რეკომენდებულია, თუ პაციენტს ახლო წარსულში გადატანილი აქვს ტრავმა, ოსტეოპოროზი ან მიეკუთვნება >70 წ. ასაკობრივ ჯგუფს.[66] წელის ქვედა ნაწილის ტკივილის ყველა სხვა შემთხვევისთვის, როგორიცაა სპინალური ავთვისებიანი პათოლოგია, ინფექცია, მოტეხილობა, ცხენის კუდის სინდრომი ან ანკილოზური სპონდილიტი ან სხვა ანთებითი დაავადება, უპირატესი კვლევაა ლუმბური მრტ.[65][66]
შედეგი
შესაძლოა გამოვლინდეს ოსტეოპოროზი, მოტეხილობები ან მეტასტაზები მალებში; დეგენერაციაული ცვლილებები (ოსტეოფიტები, დისკის სივრცის შევიწროვება, ხვრელის სტენოზი, საბოლოო ფირფიტის სკლეროზი, იოგების კალციფიკაცია)
ხერხემლის მრტ
ტესტი
საუკეთესოდ უზრუნველყოფს დისკის პათოლოგიის, ნერვის ფესვის კომპრესიის, ჰიპერტროფირებული ყვითელი იოგით გამოწვეული არხის კომპრესიის და ფასეტის სახსრის შეფასებას.[64]
მრტ ცვლილებების კორელაცია ჰისტოპათოლოგიურ ნიშნებთან ცნობილია მოდიკის ტიპის კლასიფიკაციის სახელით: 1-ელი ტიპი - დაქვეითებული ინტენსივობის სიგნალი T1-შეწონილ მრტ-ზე და გაძლიერებული სიგნალი T2-შეწონილ გამოსახულებებზე მიუთითებს მწვავე ან ქვემწვავე ანთებაზე; მე-2 ტიპი - გაძლიერებული ინტენსივობის სიგნალი T1-შეწონილ გამოსახულებებზე და იზოინტენსიური ან ოდნავ გაძლიერებული სიგნალი T2-შეწონილ გამოსახულებებზე მიუთითებს ქრონიკულ განმეორებით ტრავმაზე; ტიპი 3 - სიგნალის დაქვეითებული აქტივობა T1- და T2-შეწონილ გამოსახულებაზე შეესაბამება მძიმე დეგენერაციას რეაქტიული ოსტეოსკლეროზით.[75]
ამ ნიშნების ინტერპრეტაცია უნდა განხორციელდეს ყურადრებით, რადგანაც დეგენერაციული ნიშნების არსებობისასაც კი, ცალკე ხერხემლის მრტ პაციენტის სიმპტომების აბსოლუტური ინდიკატორი არ არის.[70][72][73][74][93]
მაღალი ინტენსივობის ზონის (HIZ) დაზიანებები ჰიპერინტენსიური სიგნალის ცვლილებებია T2-შეწონილ გამოსახულებებზე, რომლებიც განლაგებულია დისკის უკანა რგოლზე და ჩანს აქსიალურ და საგიტალურ ჭრილებზე. HIZ დაზიანებები მტკივნეული დეგენერაციული დისკის დროს ვარიაბელურად ვლინდება. ისინი ასახავს ისეთ მრავალფეროვნებას, როგორიც არის წრიული ნახეთქები, პულპოზური ბირთვის ჩაჭედილი თიაქარი ან თუნდაც კეროვანი დეგენერაციული მიქსოიდური ცვლილება გარეთა რგოლში.[86][87][88] ეს ჰეტეროგენურობა ხსნის HIZ დაზიანებები რატომ არ არის დისკოგენური ტკივილის სენსიტიური მარკერები.[90][89][Figure caption and citation for the preceding image starts]: ხერხემლის T2-შეწონილი მრტ: საგიტალური ხედი (მარცხენა) 2 დონის დისკის დეჰიდრაციას L4-5 და L5S1-ზე დისკის სიმაღლის ზომიერი დაქვეითებით; აქსიალური ხედები (მარჯვენა) აჩვენებს არხის კონსტიტუციურ ცვლილებებს L4-5-ზე დისკის ზომიერი პროლაფსით და დიდი დისკის პროლაფსით L5S1 დონეზე მარცხენა S1 ფესვის კომპრესიითექიმი ნ. ქუირაიშის კოლექციიდან [Citation ends].[Figure caption and citation for the preceding image starts]: ხერხემლის T2 რეჟიმის მრტ: საგიტალური ხედი (მარცხენა) აჩვენებს დისკების დეგენერაციას; აქსიალური ხედი (მარჯვენა) აჩვენებს L5S1 ხვრელის მარცხენამხრივ შევიწროვებასექიმი ნ. ქუირაიშის კოლექციიდან [Citation ends].
[Figure caption and citation for the preceding image starts]: ხერხემლის T2-შეწონილი მრტ: საგიტალური ხედი (მარცხენა) 2 დონის დისკის დეჰიდრაციას L4-5 და L5S1-ზე დისკის სიმაღლის ზომიერი დაქვეითებით; აქსიალური ხედები (მარჯვენა) აჩვენებს არხის კონსტიტუციურ ცვლილებებს L4-5-ზე დისკის ზომიერი პროლაფსით და დიდი დისკის პროლაფსით L5S1 დონეზე მარცხენა S1 ფესვის კომპრესიითექიმი ნ. ქუირაიშის კოლექციიდან [Citation ends].
[Figure caption and citation for the preceding image starts]: ხერხემლის მრტ: დეგენერაციული L4-5 დისკი დისკის გამობერილობით და L5S1 დისკი მაღალი ინტენსივობის ზონითექიმი ნ. ქუირაიშის კოლექციიდან [Citation ends].
შედეგი
დეგენერაციის ნიშნები (დაქვეითებული სიგნალი T2-შეწონილ გამოსახულებებზე [შავი დისკი]), დისკის სიმაღლის შეფასება, რგოლის ნახეთქების არსებობა ან არარსებობა, საბოლოო ფირფიტის ცვლილებები
გასათვალისწინებელი კვლევები
ხერხემლის კტ
ტესტი
ნაჩვენებია, თუ მრტ უკუნაჩვენებია, პოსტოპერაციულ შემთხვევებში იმპლანტის მდებარეობის ან ქირურგიული შერწყმის შესაფასებლად და მიელოგრაფიასთან ან დისკოგრაფიასთან ერთად[64]
შედეგი
ფასეტის ართრიტი, ტროპიზმი, არხის ზომების შეფასება
ხერხემლის რენტგენი მოხრისას/გაშლისას
ტესტი
შესაძლოა ჩატარდეს დიაგნოსტიკაში დასახმარებლად, თუ სპონდილოლისთეზზე არსებობს ეჭვი სარგებლიანია არასტაბილობის სტადიის განსასაზღვრად (კირკალდი-ვილისის კლასიფიკაციის მე-2 სტადია) მოხრით და გაშლით ნებისმიერი ანომალიური მოძრაობის შესაფასებლად[Figure caption and citation for the preceding image starts]: სპონდილოლისთეზი: მოხრის/გაშლის ჭრილებიექიმი ნ. ქუირაიშის კოლექციიდან [Citation ends].
შედეგი
ანომალიური მოძრაობა (წელის მოძრავი სეგმენტის არასტაბილობა)
ერთეული პოზიტრონულ-ემისიური ტომოგრაფია
ტესტი
ისეთი პათოლოგიების მარკერი, რომელიც იწვევს სისხლის გაძლიერებულ მიდინებას ლოკალურად, როგორიცაა ანთება (მაგ: დისკის ანთება), სიმსივნესთან საიხლოვით განპირობებული რეაქტიული ცვლილებები ან დეგენერაციული ცვლილებები (მაგ: ფასეტის სახსრის ანთება).
აღნიშნული შედეგიანია, როდესაც სხვა კვლევები უარყოფითია, მაგრამ პათოლოგიაზე (არ არის აუცილებელი დისკოგენური) ეჭვი კვლავ რჩება აღნიშნული კვლევა საშუალებას იძლევა გამომვალინოთ ფონური პათოლოგია, მაგრამ არ არის სპეციფიკური. თუმცა, ის ცრუ დადებით შედეგს გვაძლევს მრავლობითი მიელომის დროს.
შედეგი
შესაძლებელია გამოვლინდეს რადიოაქტიური ნივთიერების გაძლიერებული მიტაცება.
CT მიელოგრამით
ტესტი
ეს ასევე ხერხემლის არხის სტენოზური სეგმენტების და ნერვების ფესვების ხვრელების უკეთესი შეფასების საშუალებას იძლევა.[64] თუმცა, ტრადიციული კტ სკანირება ტარდება ჰორიზონტალურ პოზიციაში, მიელოგრამები შესაძლოა შესრულდეს ფეხზემდგომ პაციენტებში. მიელოგრამა ინვაზიური კვლევაა და გულისხმობს საკონტრასტო ნივთიერების ინექციას ეპიდურულ სივრცეში. ის ყოველთვის არ ტარდება, თუმცა დამხმარე პროცედურაა კტ სკანირებისთვის.
შედეგი
ცენტრალური არხი, ლატერალური ჯიბე ან ხვრელის კომპრომეტაცია
დისკოგრაფია
ტესტი
სასარგებლოა ფუნქციური ვიზუალიზაციის ინსტრუმენტი რგოლოვანი პათოლოგიის შესაფასებლად და იმის დასადგენად, არის თუ არა ტკივილი შესაბამისი და არის თუ არა დისკი ტკივილის გამომწვევი. პროცედურის ძირითად შეზღუდვას წარმოადგენს ის, რომ ეფუძნება ტკივილის სუბიექტურ რეაქციას პაციენტის მხრიდან. დისკოგრაფიის კანდიდატები არიან პაციენტები, რომლებსაც აქვთ ქრონიკული LBP (>3 თვე), ისინი, ვისი სიმპტომები არ გაუმჯობესდა კონსერვატიული მკურნალობით ან სხვა მინიმალურად ინვაზიური პროცედურებით (ფასეტის სახსრის ინექციები, ნერვის ფესვის ბლოკირება, გავა-წელის ინექციები), და პაციენტები, რომლებიც არიან ინტერვენციული მკურნალობის შესაძლო კანდიდატები დისკოგენური ტკივილის შემცირების მიზნით.[Figure caption and citation for the preceding image starts]: დისკოგრაფია: პაციენტს აქვს წელის და მარჯვენა ფეხის ტკივილი, რომელიც არ რეაგირებს კონსერვატიულ მკურნალობაზე. მრტ (მარცხენა, საგიტალური T2-შეწონილი გამოსახულება) აჩვენებს მრავლობით დეგენერირებულ დისკს, რომლებსაც დაკარგული აქვთ ჰიდრაცია, დაქვეითებული სიგნალით და ბირთვ-რგოლის გადასვლის დაკარგვა დისკის ნორმალური სიმაღლით. მე-3 დონის დისკოგრაფია L3-4, L4-5, და L5S1 დონეზე (საშუალო, წინა-უკანა რადიოგრაფია; მარჯვენა, ლატერალური რადიოგრაფია) გვიჩვენებს დაბალი წნევით ინექციით რგოლის დეგენერაციულ ნახეთქს ყველა მე-3 დონეზე, 5/5 ტკივილის კონკორდანტობით L5S1-ზე; 3/5 L4--ზე; და 0/5 L3-4-ზე.ექიმი ნ. ქუირაიშის კოლექციიდან [Citation ends].
შედეგი
ტკივილის განვითარება (კონკორდანტული ტკივილი) დისკის შიდა წნევის მომატების შედეგად, რასაც დაზიანებულ დისკში საკონტრასტო ნივთიერების შეყვანა იწვევს
თავის ტვინის მრტ გადოლინიუმის კონტრასტით
ტესტი
სიმპტომური დისკის დეგენერაციული დაავადების მქონე პაციენტებში დისკოგრაფიის ალტერნატივაა მათთვის, ვისთვისაც უკუნაჩვენებია დისკოგრაფია. უზრუნველყოფს დანაწიბურებული ქსოვილის დიფერენცირებას, რომელიც წარმოიქმნება შეხორცებადი რგოლის ნახეთქის სრულ სისქეში.
შედეგი
შესუპებული, დანაწიბურებული სტრუქტურების გამოსახვა T1-შეწონილ გამოსახულებებზე
ახალი ტესტები
გენეტიკური კვლევა
ტესტი
აღნიშნული გამოკვლევა შემუშავების პროცესშია და არ არის ხელმისაწვდომი კლინიკაში რუტინული გამოყენებისთვის.
შედეგი
გენები, რომლებიც აკოდირებს კოლაგენ I (COL9A2)-ს, კოლაგენ IX (COL9A3)-ს, კოლაგენ XI (COL11A2)-ს, ინტერლეიკინ 1 (IL-1)-ს, ინტერლეიკინ 6 (IL-6)-ს, აგრეკან (AGC1)-ს, ვიტამინი D რეცეპტორს (VDR), მეტალოპროტეინაზებს (MMP-3), და ხრტილების შუალედური შრის ცილას (CILP).
ხერხემლის ფუნქციონალური კვლევა
ტესტი
აღნიშნული გამოკვლევა შემუშავების პროცესშია და არ არის ხელმისაწვდომი კლინიკაში რუტინული გამოყენებისთვის.
შედეგი
მოიცავს მაგნიტურ რეზონანსულ სპექტროსკოპიას; მრტ მეფინგით T2 რელაქსაციის დროს; მეფინგი T1 rho; დინამიური მრტ; და დიფუზიის კვლევა.
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას