დიფერენციული დიაგნოზები

ხერხემლის სიმსივნე

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

ხერხემლის კეთილთვისებიანი ან ავთვისებიანი სიმსივნე შესაძლოა გამოვლინდეს წელის ტკივილით და თანდართული რადიკულური სიმპტომებით. ხერხემლის სიმსივნით განპირობებული ტკივილი მუდმივია, ყრუ ტკივილია, დაკავშირებულია მადის დაკარგვასა და წონაში კლებასთან და არ არის აუცილებლად დაკავშირებული აქტივობებთან, მაგრამ ვლინდება მოსვენების დროსაც. ღამით ტკივილის არსებობა საყურადღებო ნიშანია.

კვლევები

მრტ ხერხემლის სიმსივნის სადიაგნოსტიკო კვლევაა. დისკის სივრცე ჩვეულებრივ შენახულია და ძვალი შესაძლოა დაიშალოს ნერვის სტრუქტურების კომრესიის გამო.

ხერხემლის ინფექცია

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

ხერხემლის ინფექციები შესაძლოა გამოვლინდეს წელის ტკივილის თანდათანობით დაწყებით, რომლებიც უკავშირდება მოხრით და გადაგრეხვით აქტივობებს. ის შესაძლოა უკავშირდებოდეს სისტემურ ნიშნებს და სიმპტომებს და პროგრესირდეს ისეთი სიჩქარით, რომელიც გაცილებით უფრო სწრაფია, ვიდრე აღინიშნება დეგენერაციული პათოლოგიის დროს.

კვლევები

სისხლის ანთებითი მარკერები ჩვეულებრივ მომატებულია. მრტ ნიშნები დიაგნოსტიკურია მეზობელი მალების დესტრუქციითა და დისკის სივრცის დაკარგვით.

პოზიციური წელის ტკივილი

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

სუფთა მჯდომარე პოზიციამ, მჯდომარე სამუშაო შეუსაბამო პირობებით და კუნთების შესაბამისი ტონუსის და სხეულის სტაბილობის ნაკლებობამ შესაძლოა გამოიწვიოს წელის ტკივილი. აღნიშნული ემორჩილება მკურნალობას ფიზიოთერაპიული საშუალებებით და წონაში კლებით.

კვლევები

სამუშაო ადგილის შეფასებით მუშაობასთან დაკავშირებული აქტივობების დროს შესაძლოა შეუსაბამო პოზიცია გამოვლინდეს.

თუ ტკივილი რჩება, აუციელებლია შემდგომი კვლევები.

ქვედა კიდურების არასწორი მდებარეობით გამოწვეული კუნთების მეორადი ტკივილი

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

კიდურის სიგრძის შეუსაბამობამ (არასწორად განლაგებული ბარძაყი, მუხლის ართროპლასტიკა, ცუდად შეხორცებული მოტეხილობა) შესაძლოა ხერხემლის წელის ნაწილზე ასიმეტრიული ზეწოლა გამოიწვიოს. ამან შესაძლოა გაძლიერებული ასიმეტრიული ცვეთა და დისკის პირველადი დეგენერაციის სიმპტომები გამოიწვიოს.

კვლევები

მთლიანი კიდურის რენტგენოგრაფია, სკანოგრამები, მრტ სკანირება: კლინიკური გასინჯვისას გამოვლენილი კიდურის სიგრძის შეუსაბამობის დასადასტურებლად.

გავა-თეძოს სახსრის პათოლოგია

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

ტკივილი მტკივნეული გავა-თეძოს სახსრიდან შესაძლოა გადაეცემოდეს წელის ქვედა ნაწილში, დუნდულებში, საზარდულში ან ბარძაყებში. ამ მიმდევრობამ შესაძლოა არასწორად აფიქრებინოს კლინიცისტს დისკის დეგენერაციაზე.

ანთებით მდგომარეობებს, როგორიცაა ანკილოზური სპონდილიტი, აქვთ დამახასიათებელი ანთებითი წელის ტკივილი. ეს განისაზღვრება როგორც წელის ტკივილი, რომელიც თანდათანობით იწყება, უარესია დილით და უმჯობესდება ვარჯიშით.

კვლევები

ანთების მარკერები (ერითროციტების დალექვის სიჩქარე, CRP) შესაძლოა მომატებული იყოს და სპეციფიკური მარკერები (HLA-B27) შესაძლოა იყოს დადებითი.

მენჯის რენტგენოგრაფია, ძვლის სკანირება, ერთეული პოზიტრონ-ემისიური კტ, MRI: ანთება.

ინტრააბდომინალური პათოლოგია

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

დაზიანებებმა თირკმელებში, პანკრეასსა და ინტრაპერიტონიალურ ორგანოებში შესაძლოა გამოიწვიოს წელის გადაცემითი ტკივილი. ტკივილის ლოკაცია და ტიპი და მასთან დაკავშირებული ნიშნები წარმართავს სადიაგნოსტიკო შეფასებას.

კვლევები

კვლევები უნდა იყოს მისადაგებული ანამნეზის შესაბამისად და გასინჯვის შედეგებთან და უნდა შესრულდეს თითოეულ შემთხვევაზე დაყრდნობით.

მუცლის ექოსკოპია, მუცლის კტ, ან თირკმელების და მენჯ-ფიალების სისტემის კონტრასტული კვლევა შესაძლოა იყოს სადიფდიაგნოსტიკო ტესტები, რომლებიც გამოიყენება არსებული კლინიკური სურათის შესაბამისად.

მენჯის პათოლოგია

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

მენჯშიდა დიდი ზომის დაზიანება, როგორიცაა სიმსივნეები, აბსცესები, მანჯის ანთებითი დაავადება, შესაძლოა გამოიწვიოს წელის და დუნდულების ტკივილი. ტკივილის ლოკაცია და ტიპი და მასთან დაკავშირებული ნიშნები განაპირობებს სადიაგნოსტიკო კვლევებს. შესაძლოა დაკავშირებული იყოს კუჭ-ნაწლავის, გინეკოლოგიურ ან საშარდე სისტემის სიმპტომებთან და აბდომინალური და მენჯის გასინჯვის ანომალიურ შედეგებთან.

კვლევები

მენჯის ექოსკოპია/კტ: შესაძლოა გამოვლინდეს სტრუქტურული ანომალიები.

მიოპათია

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

სვეტის კუნთების პირველადმა პათოლოგიამ (თანდაყოლილი ან შეძენილი) მიოპათიის სახით შესაძლოა გამოიწივოს აქსიალური წელის ტკივილი.

კვლევები

კრეატინ კინაზას დონე შრატში: მომატებულია.

კუნთების ბიოფსია: ჰისტოლოგიური ნიშნები, რომლებიც სპეციფიკურია მიოპათიის ტიპისთვის.

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას