ეპიდემიოლოგია

ტკივილი წელის ქვედა (LBP) არეში ხშირი კლინიკური პრობლემაა, რომელსაც სერიოზული სოციალურ-ეკონომიკური მნიშვნელობა აქვს. მოზრდილთა დაახლოებით 70-85%-ს ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე აქვს LBP.[4][5] ყოველწლიურად LBP გაერთინაბული სამეფოს მოზრდილთა პოპულაციის დაახლოებით ერთ მესამედში ვითარდება; თუმცა LBP-ს მქონე ადმიანათა მხოლოდ 20% გადის კონსულტაციას ექიმთან ამ პრობლემასთან დაკავშირებით.[6][7]

მიუხედავად იმისა, რომ ხერხემლის ანატომიური სტრუქტურების (ფასეტის სახსრის, მალთაშორისი დისკების, მალთა სხეულების, იოგების და კუნთების), ასევე მუცლის ან გულმკერდის ქვედა ნაწილის სხვა პათოლოგიების სახით LBP-ს უამრავი მიზეზი დადგინდა, ყველაზე ხშირი მიზეზი წელის არეში მალთაშორისი დისკების დეგენერაციაა.[8][9][10][11][12]

დისკის დეგენერაციის რადიოლოგიური დადასტურება ცხოვრების მესამე დეკადაში ვლინდება. დაავადების პრევალენტობა და კლინიკურად მძიმე პაციენტთა მაჩვენებელი ყოველწლიურად 3-4%-ით იზრდება.[13][14] თუმცა, პირდაპირი კორელაცია სიმპტომებსა და რადიოლოგიურ მონაცემებს შორის არ ვლინდეაბ.

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას