მიდგომა
არ არსებობს ტიპიური მახასიათებლები პაციენტის ანამნეზში, რაც დაადასტურებს ან უარყოფს დისკოგენური წელის ტკივილის დიაგნოზს.[62] ანამნეზით და კლინიკური გასინჯვით შეგვიძლია მხოლოდ ვივარაუდოთ დაავადება და არ შეგვიძლია დავსვათ დიაგნოზი. რადიოლოგიურ კვლევასთან კორელაცია აუცილებელია დისკის დეგენერაციული დაავადების (DDD) დიაგნოზის დასადასტურებლად.
ანამნეზი.
დეტალური ანამნეზი აუცილებელია წელის არეში ტკივილის (LBP) შესაძლო მეორადი მიზეზების გამოსავლენად. პაციენტი, რომელსაც აღენიშნება ისეთი საყურადღებო სიმპტომები როგორიცაა ტკივილი ღამით, წონაში უმიზეზო კლება, ტემპერატურული რეაქცია ან გასტროინტესტინური, საშარდე და გულსისხლძარღვთა სისტემის პათოლოგიებისათვის დამახასიათებელი სიმპტომები, აუცილებლად უნდა იქნას გამოკვლეული, ვინაიდან ამ სიმპტომების არსებობა შესაძლოა წელის არეში ტკივილის ალტერნატიულ დიაგნოზზე მიუთითებს. ანამნეზში ცხელება/შემცივნება, ინტრავენური ნარკოტიკების მოხმარება ან ანამნეზში ტუბერკულოზთან ექსპოზიცია სავარაუდოს ხდის დისკის ანთებას. ანამნეზში ასევე საყურადღებოა სისტემური სიმსივნური პათოლოგია. საყურადღებო სიმპტომების/ნიშნების ან მდგომარეობის მქონე პაციენტებს რადიოლოგიური გამოკვლევა ნებისმიერი ტიპის კონსერვატიული მკურნალობის დაწყებამდე უნდა ჩაუტარდეს.
დისკოგენურ LBP-ზე სავარაუდო ანამნეზი მოიცავს წარსულში მწვავე ტკივილის ან ტრავმის ეპიზოდს და პერსისტენტულ LBP-ს. ტკივილი ხშირად გადაეცემა პარასპინალურ კუნთებს, დუნდულებს და ბარძაყების უკანა ნაწილს. იშვიათად, ასოცირებული ტკივილი შესაძლოა გავრცელდეს საზარდულის და ფერდების კანის გასწვრივ. ჩვეულებრივ ტკივილი უარესდება ღერძული დატვირთვისას (დგომისას ან ჯდომისას) და უმჯობესდება დაწოლისას.
ფეხების რადიკულური ტკივილი ნერვის ფესვების კომპრესიის შედეგია, რაც ფასეტის სახსრის ჰიპერტროფიის, დისკის პროლაფსის ან ხვრელის შევიწროვების გამო ხდება, რაც თავის მხრივ დისკის სიმაღლის დაკარგვით ან მამოძრავებელი სეგმენტის არასტაბილობით არის განპირობებული. ფეხების რადიკულური ტკივილის ინტენსივობა შესაძლოა იცვლებოდეს მსუბუქი მუდმივი ტკივილიდან აუტანელ ტკივილამდე. ტკივილის შეგრძნება ჩვეულებრივ დაზიანებული ნერვის ფესვის კანის გაყოლებაზე ჩნდება.
ნევროლოგიური ნიშნები, როგორიცაა შორისის (პერინეალური) ანესთეზია, სპინქტერის დისფუნქცია, შარდის შეკავება და ფეხის სისუსტე ცხენის კუდის სინდრომზე მიუთითებს.[Figure caption and citation for the preceding image starts]: ხერხემლის მრტ: ფასეტის დეგენერაციული სახსარი და ფასეტის დიდი კისტა მარცხენა L5S1 ფასეტის სახსრთან აწვება მარცხენა S1 ნერვის ფესვს.ექიმი ნ. ქუირაიშის კოლექციიდან [Citation ends].[Figure caption and citation for the preceding image starts]: ხერხემლის მრტ: დეგენერაციული L4-5 დისკი დისკის გამობერილობით და L5S1 დისკი მაღალი ინტენსივობის ზონითექიმი ნ. ქუირაიშის კოლექციიდან [Citation ends].
[Figure caption and citation for the preceding image starts]: ხერხემლის T2 რეჟიმის მრტ: საგიტალური ხედი (მარცხენა) აჩვენებს დისკების დეგენერაციას; აქსიალური ხედი (მარჯვენა) აჩვენებს L5S1 ხვრელის მარცხენამხრივ შევიწროვებასექიმი ნ. ქუირაიშის კოლექციიდან [Citation ends].
ფიზიკური გამოკვლევა
დეგენერაციული დისკის დაავადების (DDD) მქონე პაციენტების კლინიკური გასინჯვა ხშირად სტანდარტულია და განსაკუთრებულ მიდგომებს არ საჭიროებს. დაზიანებული სეგმენტის წვეტიან მორჩზე ზეწოლით ტკივილის გაძლიერება ზოგიერთი კლინიცისტის მიერ განიხილება როგორც დისკოგენური ტკივილის ნიშანი.[63] ზურგში მოხრისას მოძრაობის შეზღუდვა დაკავშირებულია პარავერტებრალური კუნთის სპაზმთან და იწვევს სიმპტომების განვითარებას, რასაც ზურგში გაშლისას ტკვილის შემსუბუქება მოჰყვება. აღნიშნული ხერხემლის სხვა პათოლოგიის არარსებობისას DDD-ს უკავშირდება. გაჭიმული ფეხის აწევის და რადიკულოპათიის დასაფიქსირებელი სხვა ტესტები იშვიათადაა დადებითი; თუმცა, თუ გაჭიმული ფეხის პასიური აწევით ტკივილი განვითარდა (ლაზეგის დადებითი ნიშანი) ეს ნერვის ფესვის კომპრესიულ ან ანთებით პათოლოგიაზე მიუთითებს.[64]
ნევროლოგიური გასინჯვით კიდურის სიძლიერე და მგრძნობელობა უნდა შემოწმდეს. ნევროლოგიური დეფიციტი დაკავშირებულია ნერვის ფესვის დისფუნქციასთან და/ან ცხენის კუდის სინდრომთან. ეს შესაძლოა გამოწვეული იყოს მძიმე დეგენერაციული ცვლილებებით, თუმცა ეს იშვიათია. ცხენის კუდის სინდრომის სავარაუდო დიაგნოზი სასწრაფოდ საჭიროებს საავადმყოფოში რეფერალს.
სრული კლინიკური გამოკვლევა უნდა მოიცავდეს მუცლის და გულმკერდის ქვედა ნაწილის შეფასებას ინტრააბდომინალური პათოლოგიის (სიმსივნეების, პანკრეატიტის, აორტის ანევრიზმის) გამოსარიცხად, რაც შესაძლოა წელის ტკივილით გამოვლინდეს.
მიმოხილვითი რენტგენოგრაფია
ვერტიკალური წინა-უკანა და ლატერალური მიმოხილვითი რენტგენოგრაფია სწრაფი და მარტივი კვლევაა, რამაც შესაძლოა ღირებული ინფორმაცია მოგვცეს; თუმცა, არასპეციფიკური წელის ტკივილის დროს ის რუტინულად რეკომენდებული არ არის.[65][66] მიმოხილვითი რენტგენოგრაფია რეკომენდებულია, თუ პაციენტს ახლო წარსულში გადატანილი აქვს ტრავმა, ოსტეოპოროზი ან მიეკუთვნება >70 წ. ასაკობრივ ჯგუფს.[66] წელის არეში ტკივილის (LBP) ყველა სხვა შემთხვევისთვის, მაგალითად ხერხემლის ავთვისებიანი პათოლოგიის, ინფექციის, მოტეხილობის, ცხენის კუდის სინდრომის, ანკილოზური სპონდილიტის ან სხვა ანთებითი დაავადების დროს უპირატესი კვლევა ლუმბალური მაგნიტურ რეზონანსული კვლევაა (MRI).[66]
მიმოხილვითი რენტგენოგრაფია გვიჩვენებს პათოლოგიას გაცილებით უფრო გვიან, ვიდრე მრტ და არ არის აუცილებელი DDD-ს დიაგნოსტირებისთვის. დეგენერაციული ცვლილებები (ოსტეოფიტები, დისკის სივრცის შევიწროვება, ხვრელის სტენოზი, საბოლოო ფირფიტის სკლეროზი, იოგის კალციფიკაცია) შესაძლოა სხვა მიზეზებით ჩატარებული კვლევების დროს გამოვლინდეს.
თუ მიმოხილვითი რენტგენოგრაფიით გაჩნდა ეჭვი სპონდილოლისთეზზე (ერთი მალის მეორეზე დაცურება), დიაგნოზის დასაზუსტებლად ხერხემლის მოხრა/გაშლა შესაძლოა ლატერალურ პოზიციაში დათვალიერდეს.
ხერხემლის წელის ნაწილის მრტ
DDD-ს დროს მრტ უპირატესი კვლევაა, რადგანაც ის დისკის მდგოამრეობის იმ დეტალებს აჩვენებს, რომლებსაც სხვა კვლევები ვერ აჩვენებენ.[64] დისკი, რომელიც ნორმალურად ჩანს MRI-ზე ნაკლებად სავარაუდოა იყოს ტკივილის გამომწვევი, რაც მიუთითებს, რომ უნდა ჩატარდეს დამატებითი კვლევები წელის ტკივილის ჭეშმარიტი მიზეზის იდენტიფიცირების მიზნით. მნიშვნელოვანი მახასიათებლები, რომლებიც უნდა შემოწმდეს არის: დეგენერაციის ნიშნები, დისკის სიმაღლის შეფასება, წრიული ნახეთქების არსებობა ან არარსებობა და ჩამკეტი ფირფიტის ცვლილებები.[67][68]
მრტ ნიშნების ინტერპრეტირება ყოველთვის ყურადღებით უნდა მოხდეს, ვინაიდან დეგენერაციული ცვლილებების არსებობა პაციენტთან სიმპტომების გამოწვევის აბსოლუტური ინდიკატორი არ არის.[69][70][71][72][73] ხშირად უსიმპტომო პაციენტებში ხერხემლის ლუმბალური ნაწილის რადიოლოგიური კვლევით მრავალი ანომალია ვლინდება და იქმნება შთაბეჭდილება, რომ რადიოლოგიური ცვლილებები წელის სიმპტომებთან მცირედ ასოცირდება.
მოდიკის ტიპის ცვლილებები
დისკის დაქვეითებული უნარი, შეინარჩუნოს ჰიდრაცია დატვირთვის დროს, იწვევს უჩვეულო და გაძლიერებულ სტრესს საბოლოო ფირფიტასა და რგოლზე ღერძული დატვირთვისას.[74] ამ ცვლილებებმა შესაძლოა მალის სხეულის ტვინი მეორადად დააზიანონ. შედეგად მრტ-ზე საბოლოო ფირფიტის და ძვლის ტვინის სიგნალი იცვლება, რაც ცნობილია როგორც მოდიკის ტიპის ცვლილება.[68][75]
მრტ კვლევით დაფიქსირებული ცვლილებების კორელაცია ჰისტოპათოლოგიურ ცვლილებებთან ცნობილია როგორც მოდიკის ტიპის კლასიფიკაცია. მე-2 და მე-3 ტიპები ქრონიკულ ცვლილებებზე მიუთითებს.
1-ელი ტიპი - დაქვეითებული ინტენსივობის სიგნალი T1-შეწონილ მრტ-ზე და გაძლიერებული სიგნალი T2-შეწონილ გამოსახულებაზე მწვავე ან ქვემწვავე ანთებით პროცესზე მიუთითებს.
მე-2 ტიპი - გაძლიერებული ინტენსივობის სიგნალი T1-შეწონილ გამოსახულებაზე და იზოინტენსივობის ან ოდნავ გაძლიერებული სიგნალი T2-შეწონილ გამოსახულებაზე ქრონიკულ განმეორებით ტრავმაზე მიუთითებს.
მე-3 ტიპი - სიგნალის დაქვეითებული აქტივობა T1- და T2-შეწონილ გამოსახულებაზე შეესაბამება მძიმე დეგენერაციას რეაქტიულ ოსტეოსკლეროზთან ერთად.
ამ ნიშნების კლინიკური მნიშვნელობა ისაა, რომ ისინი დამახასიათებელია დისკის დეგენერაციაული დაავადებისთვის და შესაძლოა განვასხვავოთ ავთვისებიანი მდგომარეობის ან ოსტეომიელიტის შედეგად განვითარებული ცვლილებებისგან. მოდიკის ტიპის ცვლილებებმა აგრეთვე აჩვენა დადებითი კორელაცია ასაკთან და დისკის დეგენერაციასთან.[75][76][77] თუმცა, პრევალენტობა და ყველა ზემოთ აღნიშნულის კავშირი წელის ქვედა ნაწილის ტკივილთან სხვადასხვა კვლევებში ძლიერ ვარიაბელურია.[78][79][80]
მოდიკის ტიპის ცვლილებების (უფრო ხშირად მე-2 ტიპის) კავშირი ქრონიკულ LBP-თან პაციენტების 81%-ში აღინიშნება.[81]
მაღალი ინტენსივობის ზონის (HIZ) დაზიანებები
წარმოადგენს სხვა მრტ ნიშანს, რომელიც დაკავშირებულია სიმპტომატურ DDD-თან.[82] ისინი აღწერილია როგორც მრტ ჰიპერინტენსივობის სიგნალის ცვლილებები T2-შეწონილ გამოსახულებებზე, რომლებიც განთავსებულია დისკის უკანა რგოლზე და ჩანს როგორც ღერძულ, ისე საგიტალურ ჭრილზე. ეს კარგად გამოხატული ცვლილებები, რომლებსაც შესაძლოა ახასიათებდეს კონტრასტირება, ვლინდება LBP-ს მქონე პაციენტების 28%-ში, რაც ტკივლით მიმდინარე დისკის შიდა დაზიანებაზე მიუთითებს.[82] ეს ცვლილებები ადასტურებენ იმ კვლევის შედეგებს, რომლებიც LBP და HIZ-ს შორის მაღალ კორელაციას (80%) ავლენენ.[83]
თუმცა, ტკივილის მიმართ მისი დაბალი სენსიტივობის გამო HIZ-ის მნიშვნელობა სადაოა, შესაბამისად დაბალია მისი სარგებლიანობაც.[5][84]
საპირისპირო მიმოხილვების მიხედვით მტკივნეული დეგენერაციული დისკების შემთხვევაში HIZ დაზიანებები არამუდმივია. ისინი ასახავს ისეთ მრავალფეროვნებას, როგორიც არის წრიული ნახეთქები, პულპოზური ბირთვის ჩაჭედილი თიაქარი ან თუნდაც კეროვანი დეგენერაციული მიქსოიდური ცვლილება გარეთა რგოლში.[82][85][86] ეს ჰეტეროგენურობა ხსნის თუ რატომ არ არის HIZ დაზიანებები დისკოგენური ტკივილის სენსიტიური მარკერები.[87][88][Figure caption and citation for the preceding image starts]: ხერხემლის T2-შეწონილი მრტ: საგიტალური ხედი (მარცხენა) 2 დონის დისკის დეჰიდრაციას L4-5 და L5S1-ზე დისკის სიმაღლის ზომიერი დაქვეითებით; აქსიალური ხედები (მარჯვენა) აჩვენებს არხის კონსტიტუციურ ცვლილებებს L4-5-ზე დისკის ზომიერი პროლაფსით და დიდი დისკის პროლაფსით L5S1 დონეზე მარცხენა S1 ფესვის კომპრესიითექიმი ნ. ქუირაიშის კოლექციიდან [Citation ends].
[Figure caption and citation for the preceding image starts]: ხერხემლის მრტ: დეგენერაციული L4-5 დისკი დისკის გამობერილობით და L5S1 დისკი მაღალი ინტენსივობის ზონითექიმი ნ. ქუირაიშის კოლექციიდან [Citation ends].
ხერხემლის კტ კვლევა (კტ სკანირება, SPECT, კტ მიელოგრამა)
კომპიუტერული ტომოგრაფია (კტ) სასარგებლო საშუალებაა ძვლის ანატომიის უკეთესი შეფასებისთვის, განსაკუთრებით, თუ პაციენტს ჩატარებული აქვს ქირურგიული ოპერაცია.[64] მეტალი MRI გამოსახულებაზე არტეფაქტებს იწვევს, რაც ფონური პათოლოგიის შეფასებას ართულებს. შენადნობის შეფასება და მეტალის ლოკაციის დადგენა უკეთ ხორციელდება კტ სკანირებით.
კტ სკანირების შესაძლებლობების გაზრდა შესაძლებელია მასთან ასოცირებული ძვლის სკანირებით (ერთეული ფოტონის ემისიის კომპიუტერული ტომოგრაფიით [SPECT]). SPECT-ი აფიქსირებს ისეთ პათოლოგიას, რომელიც ლოკალურად სისხლის ნაკადის გაძლიერებას იწვევს (ფასეტის სახსრის ანთება, დისკის ანთება, ნეოპლასტიური დაზიანებები). ეს კვლევა შედეგიანია როცა სხვა კვლევის შედეგები უარყოფითია, მაგრამ პათოლოგიაზე (არ არის აუცილებელი დისკოგენური) ეჭვი კვლავ რჩება. ეს არ არის რუტინული კვლევის პირველადი სადიაგნოსტიკო საშუალება.
კტ მიელოგრამა უზრუნველყოფს ხერხემლის არხის და ნერვების ხვრელების ვიზუალურ შეფასებას.[64] ის თან ერთვის კტ შეფასებას თავზურგტვინის სითხეში წყალში ხსნადი რადიოკონტრასტული ნივთიერების შეყვანის შემდეგ. ეს ასევე ხერხემლის არხის სტენოზური სეგმენტების და ნერვული ხვრელ-მილების უკეთესად შეფასების საშუალებას იძლევა. თუ ტრადიციული კტ სკანირება ჰორიზონტალურ პოზიციაში ტარდება, მიელოგრამები შესაძლოა ფეხზემდგომ პოზიციაში შესრულდეს. მიელოგრამა ინვაზიური კვლევაა და გულისხმობს საკონტრასტო ნივთიერების ინექციას ეპიდურულ სივრცეში. ის ხშირად არ ტარდება, თუმცა რევიზიის მიზნით ჩატარებულ კტ-სთან ის სასარგებლო დამატებითი კვლევაა იმპლანტების არსებობისას და სიტუაციებში, როცა MRI უკუნაჩვენებია (მაგ.: გულის რითმის განმსაზღვრელი ხელსაწყოების, თავის ტვინის და დორზალური სვეტების სტიმულატორების შემთხვევაში).
დისკოგრაფია ან მრტ გადოლინიუმის კონტრასტით
პროვოკაციული დისკოგრაფია კვლევის ერთადერთი ტექნიკაა, რომელიც დისკის პირდაპირ სტიმულირებას გულისხმობს. საწყის ეტაპზე ტარდება მიმოხილვითი რადიოგრაფია. შემდგომ ტესტი 2 კომპონენტიანია:
ტკივილის გამომუშავება (კონკორდანტული ტკივილი) დისკის შიდა წნევის მომატების ხარჯზე, რასაც დაზიანებულ დისკში საკონტრასტო ნივთიერების შეყვანა იწვევს
უმტკივნეულო დისკოგრამა მიმდებარე ნორმალურ დისკებში (საკონტროლო დონეები).
პროცედურა დადებითია, როდესაც ტკივილი სუბიექტურად ინექციის (პათოლოგიურ) ადგილზე წარმოიქმნება და არ არის ან მინიმალურია 2 მიმდებარე ან საკონტროლო დონეების ინექციის ადგილზე.[89][90] თუ რადიოგრაფიაზე ჩანს საღებავის გაჟონვა ფიბროზული რგოლიდან, ეს მიუთითებს დაავადების მძიმე ფორმაზე და დამაჯერებლობას მატებს დისკოგრაფიას. პროცედურის ძირითად შეზღუდვას წარმოადგენს ის, რომ ეფუძნება ტკივილის სუბიექტურ რეაქციას პაციენტის მხრიდან.
მართალია, რუტინულ კვლევას არ წარმოადგენს უმეტეს ერთეულებში, მაგრამ დისკოგრაფია უნდა იყოს კომბინირებული კტ სკანირებასთან კტ დისკოგრამის უზრუნველსაყოფად, რგოლის დეგენერაციული მახასიათებლების შესაფასებლად. ეს ასევე რგოლის ნახეთქების დახარისხების საშუალებას იძლევა.
I ხარისხი: ნორმალური ბამბის ბურთის ნიშანი; არ ვრცელდება დისკის ცენტრალური ნახევრის გარეთ
II ხარისხი: ნორმალური წილაკოვანი ნიშანი; არ ვრცელდება დისკის ცენტრალური ნაწილის გარეთ
III ხარისხი: ნაპრალის გავრცელება შიდა რგოლისკენ; დისკის პროტრუზია არ აღინიშნება
IV ხარისხი: დეგენერაცია + გავრცელება გარე რგოლამდე; შესაძლოა მოიცავდეს დისკის პროტრუზიას
V ხარისხი: დეგენერაცია ცდება რგოლის გავრცელებას; დადგენილი პროტრუზია + შესაძლო დისკის ფრაგმენტი.
დისკოგრაფიის კანდიდატები არიან პაციენტები, რომლებსაც აქვთ ქრონიკული LBP (>3 თვე), ისინი, ვისი მდგომარეობაც არ გაუმჯობესდა კონსერვატიული მკურნალობით ან სხვა მინიმალურად ინვაზიური პროცედურებით (ფასეტის სახსრის ინექციები, ნერვის ფესვის ბლოკირება, გავა-წელის ინექციები), და პაციენტები, რომლებიც დისკოგენური ტკივილის შემცირების მიზნით ინტერვენციული მკურნალობის შესაძლო კანდიდატები არიან.
ამ პროცედურის უკუჩვენებებს მიეკუთვნება: ინფექცია (ინექციის ადგილზე ან სისტემური), ორსულობა, ალერგია კონტრასტზე და ჰემორაგიული კოაგულოპათია ან ანტიკოაგულანტების გამოყენება.
თუმცა, პროვოკაციული დისკოგრაფია გვეხმარება სიმპტომური მალთაშორისი დისკის დაავადების დიაგნოსტიკაში, პროცედურამ თავის მხრივ შესაძლოა დააზიანოს დისკი და გამოიწვიოს დამატებით დისკის დეგენერაციული დაავადება.[91][92]
ალტერნატივის სახით შესაძლოა გამოვიყენოთ მრტ გადოლინიუმის კონტრასტით. მისი შეყვანა ხდება ინტრავენურად და იწვევს შეშუპებული, დანაწიბურებული სტრუქტურების გამოსახვას T1-შეწონილ გამოსახულებებზე, რაც უფრო ზუსტად განასხვავებს დანაწიბურებული ქსოვილის არსებობას, რომელიც წარმოიქმნება რგოლის სისქეში არსებული ნახეთქის შეხორცებისას.[Figure caption and citation for the preceding image starts]: დისკოგრაფია: პაციენტს აქვს წელის და მარჯვენა ფეხის ტკივილი, რომელიც არ რეაგირებს კონსერვატიულ მკურნალობაზე. მრტ (მარცხენა, საგიტალური T2-შეწონილი გამოსახულება) აჩვენებს მრავლობით დეგენერირებულ დისკს, რომლებსაც დაკარგული აქვთ ჰიდრაცია, დაქვეითებული სიგნალით და ბირთვ-რგოლის გადასვლის დაკარგვა დისკის ნორმალური სიმაღლით. მე-3 დონის დისკოგრაფია L3-4, L4-5, და L5S1 დონეზე (საშუალო, წინა-უკანა რადიოგრაფია; მარჯვენა, ლატერალური რადიოგრაფია) გვიჩვენებს დაბალი წნევით ინექციით რგოლის დეგენერაციულ ნახეთქს ყველა მე-3 დონეზე, 5/5 ტკივილის კონკორდანტობით L5S1-ზე; 3/5 L4--ზე; და 0/5 L3-4-ზე.ექიმი ნ. ქუირაიშის კოლექციიდან [Citation ends].
მომავალი კვლევები
გენეტიკური ტესტირება
დისკის დეგენერაციასთან დაკავშირებულ გენებს მიეკუთვნება ისინი, რომლებიც აკოდირებს კოლაგენ I (COL9A2)-ს, კოლაგენ IX (COL9A3)-ს, კოლაგენ XI (COL11A2)-ს, ინტერლეიკინ 1 (IL-1)-ს, ინტერლეიკინ 6 (IL-6)-ს, აგრეკან (AGC1)-ს, ვიტამინი D რეცეპტორს (VDR), მეტალოპროტეინაზებს (MMP-3), და ხრტილების შუალედური შრის ცილას (CILP).
აღნიშნული გამოკვლევა შემუშავების პროცესშია და არ არის ხელმისაწვდომი კლინიკაში რუტინული გამოყენებისთვის.
ხერხემლის ფუნქციონალური კვლევა
მოიცავს მაგნიტურ რეზონანსულ სპექტროსკოპიას; მრტ მეფინგით T2 რელაქსაციის დროს; მეფინგი T1 rho; დინამიური მრტ; დიფუზური კვლევა.
აღნიშნული გამოკვლევა შემუშავების პროცესშია და არ არის ხელმისაწვდომი კლინიკაში რუტინული გამოყენებისთვის.
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას