პირველადი პრევენცია

მიკოტოქსინზე ექსპოზიციის პირველადი პრევენცია გულისხმობს კონტაქტის თავიდან არიდებას. შეიძლება მოიცავდეს დაბინძურებული მარცვლეულის მიღების შეზღუდვას. გამოქვეყნებულია გზამკვლევი საკვების ანალიზის შესახებ მიკოტოქსინის შესაძლო შემცველობაზე (მოიცავს T-2 ტიპსაც), დაბინძურების განსაზღვრის მიზნით.[15][16][17] საერთაშორისო სტანდარტები და კანონმდებლობა დეტალურად აღწერს საკვებ პროდუქტებში მიკოტოქსინის დასაშვებ დონეს.[18][19]

აეროზოლის ექსპოზიციის შემთხვევაში, პირველი რეაგირების პერსონალმა უნდა ატაროს პირადი დაცვის საშუალებები (ტანსაცმელი და ნიღაბი) და დაიწყოს მიმდებარე არეალის ევაკუაცია.[20][21][22] აეროზოლიზებული მიკოტოქსინებით მოცული დაბინძურებული არეალი სავარაუდოდ იქნება მცირე სივრცის. გამფილტრავი ნიღაბი, რომელიც 3-4 მიკრომეტრი ზომის ნაწილაკებს ბლოკავს, დაგიცავთ მიკოტოქსინის რესპირატორული ექსპოზიციისაგან.

მეორეული პრევენცია

მეორეული პრევენცია მოითხოვს მიკოტოქსინის მოწამვლის ამოცნობას საეჭვო ანამნეზისა და გასინჯვის მეშვეობით, შესაბამის უწყებაში საეჭვო მოვლენის შეტყობინებას და სხვა პირების ექსპოზიციის თავიდან ასაცილებელი მოქმედებების დაწყებას. უმეტეს შემთხვევებში, აღნიშნული საჭიროა კონკრეტულ ტოქსინთან კონტაქტის დადასტურებამდე გაცილებით ადრე.

დეკონტამინაცია და დამცავი ტანსაცმლის ტარება აუცილებელია, რადგან კანთან კონტაქტის გზით შესაძლებელია ინფექციის ადამიანიდან ადამიანზე გადაცემა. შესაძლო ქიმიური, ბიოლოგიური, რადიოლოგიური და ბირთვული (CBRN) საგანგებო მდგომარეობების დროს გასათვალისწინებელია ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (NATO) და სხვა ადგილობრივი ორგანოების მიერ გამოქვეყნებული გაიდლაინები, პირველი რეაგირების მინიმალური სტანდარტების თაობაზე.[20][21][22]

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას