მიდგომა
იმ შემთხვევაში, თუ ეჭვია მიკოტოქსინზე (ქრონიკული საკვებისმიერი შემთხვევების გარდა), კლინიცისტებმა უნდა შეატყობინონ ადგილობრივ ან ეროვნულ ორგანოებს. ტოქსიკოზედამხედველობის მიზნით ასევე რეკომენდებულია ტოქსიკოლოგიის რეგიონული ცენტრის ინფორმირება.
ურგენტული საკითხები
აეროზოლის ექსპოზიციის შემთხვევაში, პირველი რეაგირების პერსონალმა უნდა ატაროს პირადი დაცვის საშუალებები (ტანსაცმელი და ნიღაბი) და დაიწყოს მიმდებარე არეალის ევაკუაცია.[20][21][22] აეროზოლიზებული მიკოტოქსინებით მოცული დაბინძურებული არე სავარაუდოდ, მცირე სივრცეს მოიცავს. გამფილტრავი ნიღაბი, რომელიც აფერხებს 3-4 მიკრომეტრი ან მეტი ზომის ნაწილაკების შეღწევას, უზრუნველყოფს სასუნთქი სისტემის დაცვას მიკოტოქსინების ექსპოზიციისაგან. კანთან ექსპოზიციის შემთხვევაში პაციენტმა დაზიანებული კანი საპნით და წყლით უნდა დაიმუშაოს.
დაკვირვება და დამხმარე მკურნალობა
T-2 მოწამვლის ადრეული ნიშნები დამოკიდებულია ექსპოზიციის გზაზე. თუმცა, ნებისმიერი ტიპის ექსპოზიციის შემთხვევაში შესაძლებელია სისტემური სიმპტომების გამოვლენა. ყველა პაციენტს, შემდგომი 24-48 საათის განმავლობაში ესაჭიროება ტოქსიკურობაზე მონიტორინგი. მონაცემები მწირია, ამიტომ რჩევების დიდი ნაწილი ემპირიულია.
დამხმარე მკურნალობა მართვის მთავარი ფაქტორია. მიკოტოქსინით მოწამვლის საეჭვო ან დადასტურებული შემთხვევები უნდა შეფასდეს და მოხდეს მონიტორინგი სასუნთქი გზების დამცველი რეფლექსების ადეკვატურობაზე (ღებინება და ხველება); ასევე აუცილებელია ოქსიგენაციის და ვენტილაციის შეფასება. სასუნთქი გზების კონტროლი და მექანიკური ვენტილაცია უნდა განიხილოთ ზემო სასუნთქი გზების უკმარისობის ან ვენტილაციის დაქვეითების შემთხვევებში. ძლიერი, შეუჩერებელი ღებინების ან დიარეის მქონე პაციენტებში ნაჩვენებია სითხეებისა და ელექტროლიტების აგრესიული ჩანაცვლება.
აქტივირებული ნახშირით კუჭ-ნაწლავის გაუსნებოვნებამ შეიძლება შეამციროს ტოქსინების შთანთქმა მუცლიდან და შეამციროს მოწამვლის სიმძიმე, თუ გამოყენებული იქნება დროულად.
ამჟამად არ არის ხელმისაწვდომი ეფექტური ანტიდოტები.
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას