კვლევები
1-ად შესაკვეთი გამოკვლევები
კლინიკური დიაგნოზი
ტესტი
დიაგნოზი კლინიკურია, ემყარება ნიშნებსა და სიმპტომებს, ასევე შესაძლო ექსპოზიციის ანამნეზს.
შედეგი
ნიშნები შეიძლება მოიცავდეს კანის ტკივილს და ბუშტუკებს, ღებინებას და დიარეას, რესპირატორულ სიმპტომებსა და სისხლდენას.
გასათვალისწინებელი კვლევები
პულსოქსიმეტრია
ტესტი
უნდა ჩაუტარდეს ყველა პაციენტს, რათა შეფასდეს მოწამვლის სიმძიმე და ტოქსიკურობის მიმდინარეობის მონიტორინგი.
შედეგი
შეიძლება იყოს ნორმალური; შეიძლება აჩვენოს ჰიპოქსემია
კაპნოგრაფია
ტესტი
უნდა ჩაუტარდეს ყველა პაციენტს, განსაკუთრებით ინტენსიურ განყოფილებაში, რათა შეფასდეს მოწამვლის სიმძიმე, ასევე სუნთქვის უკმარისობამდე შესასძლო სისტემური პროგრესირების მონიტორინგისას.
შედეგი
შეიძლება იყოს ნორმალური; შეიძლება აჩვენოს რესპირატორული დარღვევა
არტერიული სისხლის აირები
ტესტი
უნდა ჩატარდეს სასუნთქი გზების კონტროლისა და ვენტილაციის პოტენციური საჭიროების მქონე პაციენტებს შორის.
შედეგი
შეიძლება იყოს ნორმალური; შეიძლება აჩვენოს აციდოზი, ჰიპერკარბია, ჰიპოქსია
სუნთქვის ფუნქციური სინჯები
ტესტი
ფილტვის ფუნქციური ტესტები (მაგ., ამოსუნთქვის პიკური სიჩქარე, CO2-ის დონე ამოსუნთქვის ბოლოს) უნდა ჩაუტარდეთ პაციენტებს, რომელთა პულმონური დარღვევები არ უმჯობესდება სტანდარტული დამხმარე მოვლით, სასუნთქი გზების კონტროლისა და ვენტილაციის მონიტორინგის მიზნით.
შედეგი
შეიძლება იყოს ნორმალური; შეიძლება აჩვენოს რესპირატორული დარღვევა
გულმკერდის რენტგენოგრაფია (რენტგენი)
ტესტი
უნდა ჩატარდეს ფილტვის შეშუპების ნიშნების მქონე პაციენტებში.
შედეგი
შეიძლება იყოს ნორმაში
სისხლის შრატში ელექტროლიტების შემცველობა
ტესტი
უნდა ჩატარდეს კუჭ-ნაწლავთან დაკავშირებული ჩივილის და შესაძლო დეჰიდრატაციის მქონე პაციენტებში.
შედეგი
შეიძლება იყოს ნორმალური; შეიძლება აჩვენოს აციდოზი, თირკმლის ფუნქციის დარღვევა, ელექტროლიტური დისბალანსი
კოაგულოგრამა
ტესტი
ტარდება სისხლდენის ნიშნების მქონე პაციენტებში. შეიძლება დაგვეხმაროს მძიმე კოაგულოპათიის რისკის მქონე პაციენტების გამოვლენაში.
შედეგი
შეიძლება ნორმაში იყოს; შესაძლოა გამოვლინდეს პროთრომბინის დროის ან აქტივირებული ნაწილობრივი თრომბოპლასტინის დროის (aPTT) გახანგრძლივება
FBC
ტესტი
თავდაპირველი ბაზისური სისხლის საერთო ანალიზი, მიმდინარე მონიტორინგი ძვლის ტვინის სუპრესიის რისკის გამო.
შედეგი
შეიძლება იყოს ნორმალური; შეიძლება აჩვენოს ლიმფოპენია
ცხვირის, ხახისა და რესპირატორული სეკრეტების მასსპექტრომეტრიული ანალიზი
ტესტი
უნდა გაიგზავნოს რეფერალურ ლაბორატორიაში. ამ გამოკვლევების ჩატარებას ხშირად რამდენიმე დღე ან კვირა სჭირდება; შესაბამისად, კლინიკური ამოცნობა და დამხმარე მართვა მნიშვნელოვანია T-2 ტოქსინთან კონტაქტების შემთხვევების თავდაპირველი მართვისთვის.
შედეგი
დადებითია T-2 მიკოტოქსინზე
შრატის, შარდის ან ქსოვილის ნიმუშის გაგზავნა ტოქსინის ანლიზზე
ტესტი
უნდა გაიგზავნოს რეფერალურ ლაბორატორიაში. ხელმისაწვდომია თხიერი ქრომატოგრაფიის/ელექტროიონიზაციის ტანდემური მასსპექტრომეტრიის მეთოდი, იმუნოფერმენტული მეთოდი და ანტისხეულების კვლევები.
შედეგი
დადებითია T-2 მიკოტოქსინზე
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას