კვლევები

1-ად შესაკვეთი გამოკვლევები

წინა რინოსკოპია

ტესტი
შედეგი
ტესტი

ტარდება თავდაპირველი გასინჯვის ფარგლებში, როგორც პირველადი ჯანდაცვის კლინიკაში, ასევე სპეციალისტის მიერ. შეიძლება გამოვიყენოთ ცხვირის ღრუს სარკე სინათლის წყაროთი ან ოტოსკოპი.


როგორ გამოვიკვლიოთ ცხვირის ღრუ
როგორ გამოვიკვლიოთ ცხვირის ღრუ

ვიდეო, სადაც აღწერილია, თუ როგორ უნდა ჩატარდეს ცხვირის და ცხვირის ღრუს გამოკვლევა


​ შეიძლება გამოვლინდეს ინტრანაზალური ჩირქი, ისევე როგორც უკანა ოროფარინგეალური ჩირქი.

შედეგი

შეიძლება გამოვლინდეს პოლიპები, ჩირქი შუა შესავლიდან ან სტრუქტურული ანომალიები

ნაზალური ენდოსკოპია

ტესტი
შედეგი
ტესტი

ხორციელდება ოტო-რინო-ლარინგოლოგის მიერ კლინიკაში ნაზალური დეკონგესტატის გაოყენების შემდეგ. ანესთეზია საჭირო არ არის, ვინაიდან პროცედურა უმტკივნეულოა და კარგი ამტანობით ხასიათდება. დრეკადი ან რიგიდული ტელესკოპის (ენდოსკოპის) გამოყენებით შესაძლებელია ცხვირის მთლიანი ღრუსა და სინუსების გასავალი ხვრელების ტრაქტების ვიზუალიზაცია.

შედეგი

შეიძლება გამოვლინდეს პოლიპები, გამოხატული ჩირქი ან სტრუქტურული ობსტრუქცია

გასათვალისწინებელი კვლევები

სინუსების CT

ტესტი
შედეგი
ტესტი

CT სკანირება (კონტრასტის გარეშე) ადასტურებს დიაგნოზს. უნდა დაინიშნოს ქრონიკული რინოსინუსიტის დასადასტურებლად და ქრონიკულირინოსინუსიტის პაციენტებში, რომლებიც ვერ ახერხებენ მაქსიმალურ სამედიცინო მართვას. კონტრასტი შეიძლება დამხმარე იყოს თუ არსებობს ეჭვი ინტრაკრანიული ან ინტრაორბიტული ჩირქოვანი გართულებების შესახებ. გამოსადეგია აქსიალური ან საგიტალური ჭრილები ანატომიური ურთიერთკავშირების დასადგენად (მაგ. ფრონტალური სინუსის დაავადების დროს) და ქირურგიული ჩარევის დასაგეგმად.[23]

შედეგი

ჩართული სინუსების დაჩრდილვა, ლორწოვანის გასქელება, ჰაერის სითხის დონე ან ანატომიური დარღვევები, როგორიცაა პოლიპები, რეტენციული ცისტები ან სკლეროზული ან გასქელებული სინუსის კედლები

სინუსების MRI

ტესტი
შედეგი
ტესტი

კომპიუტერული ტომოგრაფიის დამატებითიი კვლევა. ახასიათებს რბილი ქსოვილების უკეთესი გარჩევადობა, თუმცა არ გვიჩვენებს ძვლოვანი სინუსების დანაყოფებს. ტიპიურ შემთხვევებში გადანახულია იმ პაციენტებისთვის, რომლებთანაც არსებობს ეჭვი სინუსის ანთებითი დაავადების გავრცელებაზე, სოკოვანი დაავადების ზოგიერთ შემთხვევაზე ან ნეოპლაზიაზე.[23][24]

შედეგი

სინუსების დაჩრდილვა, ლორწოვანის გასქელება, აირ-სითხოვანი დონეები, ანატომიური ანომალიები ან სიგნალის გაძლიერება გადოლინიუმით

ცხვირის/სინუსური ღრუს კულტურები

ტესტი
შედეგი
ტესტი

რთული მოსაპოვებელია და ხშირად ბინძურდება წინა რინოსკოპიით ნიმუშის აღების შემთხვევაში. თუ ნიმუში აღებულია შუა შესავლის სეკრეტიდან, სპეციალისტის მიერ და ენდოსკოპიური მეთოდით, შესაძლებელია კულტურაზე ინფორმაცია მივიღოთ სინუსებში არსებული პათოგენური ბაქტერიების შესახებ, რაც ანტიბიოტიკოთერაპიის შერჩევაში დაგვეხმარება.[25][26] საზოგადოდ, არ არის საჭირო საზოგადოებაში შეძენილი ინფექციების სამკურნალოდ, გარდა იმ შემთხვევისა, როცა პაციენტი არ პასუხობს ემპირიულ თერაპიაზე.

შედეგი

პათოგენის არსებობა

ალერგიაზე ტესტირება

ტესტი
შედეგი
ტესტი

ალერგიული რინიტი ხშირი მაპროვოცირებელი ფაქტორია. საეჭვო ალერგიის შესაფასებლად ხელმისაწვდომია სხვადასხვა in vivo (ნაკაწრი, ინტრადერმული ტესტირება) და in vitro (სპეციფიკური IgE განსაზღვრა) ტესტები. თუ ცალკეულ ალერგენებზე ნაკაწრი და ინტრადერმალური ტესტები დადებითია, ისინი გამოავლენს შეშუპებას (ინდურაციას) და ერითემას (ჰიპერემიას); ინ ვიტრო-სპეციფიკური IgE განსაზღვრით ასევე შეიძლება სპეციფიკურ ალერგენზე ალერგიული რეაქციის დეტექცია.

შედეგი

დადებითი

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას