ანამნეზი და გასინჯვა
ძირითადი დიაგნოსტიკური ფაქტორები
ხშირი
რისკ-ფაქტორების არსებობა
რისკ ფაქტორებია: სასუნთქი გზების ჰიპერმგრძნობელობა, ცილიალური დისფუნქცია, მგრძნობელობა ასპირინის მიმართ, შუა ძგიდის მძიმე ფორმის გადახრა, ნიჟარის ბულოზური დეფორმაცია, პარადოქსულად მოხრილი შუა ნიჟარის, გადატანილი ქირურგიული ჩარევა სინუსურ ღრუებზე, უცხო სხეულები, ქალა-სახის ანომალიები, ალერგიული რინიტი, იმუნოდეფიციტი, მოწევა, სინუსური ქირურგია, ასთმა.
სახის არეში ტკივილი/ზეწოლის შეგრძნება
პაციენტები უჩივიან სახის ტკივილს ან წნევას, ხშირად კონკრეტულად მიუთითებენ ჩართულ სინუსებზე გადაფარებულ უბნებზე (მაგ. შუბლი შუბლის სინუსიტის დროს).
ნაზალური ობსტრუქცია
პაციენტებს ხშირად არ შეუძლიათ ცხვირით სუნთქვა.
გამონადენი ცხვირიდან/პოსტნაზალური წვეთა
უკანა ხახაზე შეიძლება გამოვლინდეს ფერშეცვლილი რინორეა ან სქელი პოსტნაზალური წვეთა.
ჩირქი
შეიძლება შევნიშნოთ სინუსის გასავალ ხვრელთან ენდოსკოპური გამოკვლევისას.
თავის ტკივილი
შეიძლება გართულდეს გარჩევა სახის ტკივილის სხვა წყაროებისგან. თავის ტკივილი /ტკივილი თხემის არეში დამახასიათებელია სოლისებრი სინუსის ანთებისთვის.
სხვა დიაგნოსტიკური ფაქტორები
ხშირი
დაღლილობა
ხშირი სიმპტომია.
ხველა
შეიძლება გამოწვეული იყოს პოსტნაზალური წვეთით.
იშვიათი
ჰიპოსმია/ანოსმია
შეიძლება გაქრეს ან დაქვეითდეს ყნოსვის უნარი. ეს გამოწვეულია ცხვირის ღრუს ზედა ნაწილში არსებული ყნოსვის ბოჭკოების ჰაერით მომარაგების შემცირებით.
ცხელება
უფრო ხშირია მწვავე რინოსინუსიტის დროს, მაგრამ შეიძლება იყოს წყვეტილი ან არ იყოს ქრონიკული რინოსინუსიტის დროს.
ჰალითოზი
სინუსის დრენირებამ შესაძლოა გამოიწვიოს ცუდი სუნი პირის ღრუდან.
კბილის ტკივილი
ნაკლებად ხშირია ქრონიკული რინოსინუსიტის დროს. უფრო ხშირია მწვავე რინოსინუსიტის დროს (მაგ., ყბის მწვავე რინოსინუსიტი).
ყურის ტკივილი/ზეწოლა
ლორწოვანის გენერალიზებული შეშუპება იწვევს სასმენი მილის ბლოკირებას.
რისკფაქტორები
ძლიერი
ცილიარული დისფუნქცია
თითოეულ სინუსს აქვს გამოსავალი ხვრელი - ძვლოვანი ხვრელი, რომლის საშუალებითაც გამონადენი/სეკრეტი დრენირდება. ცილიები (წამწამოვანი ზანაზარდები) იმგვარად მოძრაობენ, რომ სეკრეტები მიმართონ ბუნებრივი გამოსავალი ხვრელის მიმართულებით. მუკოცილიარული კლირენსი უმნიშვნელოვანესია პარანაზალური სინუსების ჯანსაღი მდგომარეობისა და ფუნქციის შესანარჩუნებლად.[9] კისტოზური ფიბროზით და პირველადი ცილიარული დისკინეზიის მქონე პაციენტებს აღენიშნებათ არანორმალური ცილიარული ფუნქცია და ქრონიკული რინოსინუსიტის გაცილებით მაღალი სიხშირე.
ასპირინის მიმართ მგრძნობელობა
პაციენტები სამტერის ტრიადით (ცხვირის პოლიპოზი, ასპირინის მგრძნობელობა და ასთმა) ხშირად ავადობენ რეფრაქტერული ქრონიკული რინოსინუსიტით. მექანიზმი მოიცავს სასუნთქი გზების მომატებულ რეაქტიულობას და ობსტრუქციას ცხვირის ღრუს პოლიპების გამო.
ალერგიული რინიტი
სასუნთქი გზების ჰიპერრეაქტიულობა/ასთმა
სინუსებზე გადატანილი ქირურგიული ჩარევა
სინუსებზე წარსულში ჩატარებული ოპერაციების გამო შესაძლებელია ჩამოყალიბდეს ადჰეზია ან შუა ნიჟარის ლატერალიზაცია, რაც დროთა განმავლობაში გამოიწვევს სინუსური გასავალი ტრაქტის ობსტრუქციას და შეაფერხებს მუკოცილიურ კლირენსს. შუა ნიჟარის ლატერალიზაცია არის სინუსებზე ქირურგიული ჩარევის არასასურველი შედეგის წამყვანი განმაპირობებელი მიზეზი და შეიძლება ხელს უწყობდეს შუბლის სინუსის იატროგენულ ობსტრუქციასა და დაავადებას. სწორი ქირურგიული მიდგომა, რომელიც ითვალისწინებს შუა ნიჟარის ლორწოვანის დაუზიანებლად და მინიმალური ტრავმით მუშაობას, უმნიშვნელოვანესია სინუსებზე ოპერაციის შემდეგ კეთილსაიმედო კლინიკური გამოსავლისთვის.
იმუნოდეფიციტი
როგორც პირველადი, ისე შეძენილი იმუნური დეფიციტი ზრდის რინოსინუსიტის რისკს. ქრონიკული რინოსინუსიტი ხშირია და ხშირად უფრო რთულია მკურნალობა აივ-ით დაავადებულ პაციენტებში. კვლევები ვარაუდობენ, რომ იმუნური დეფიციტი შეიძლება იყოს მკურნალობის მიმსრთ რეფრაქტერული ქრონიკული რინოსინუსიტის მქონეთა ნახევარში.[13][14]
შუა ძგიდის გადახრის მძიმე ფორმა
პათოლოგიები, რომლებიც გასავალ ტრაქტებს ბლოკავენ (განსაკუთრებით ცხვირის ძვლოვანი კომპლექსი) ხელს უშლიან სეკრეტების გასვლას, რის გამოც სეკრეტი ყოვნდება და იოლდება სუპერინფექციის განვითარდება.
ნიჟარის ბულოზური (concha bullosa) დეფორმაცია
ზოგიერთ პაციენტში შეიძლება ხელს უწყობდეს გასავალი ტრაქტის ობსტრუქციას.
პარადოქსულად მოხრილი შუა ნიჟარები
ზოგიერთ პაციენტში შეიძლება ხელს უწყობდეს გასავალი ტრაქტის ობსტრუქციას.
უცხო სხეულები
იწვევენ გასავალი ტრაქტის ობსტრუქციას.
ქალა-სახის ანომალიები
იწვევენ გასავალი ტრაქტის ობსტრუქციას.
მოწევა
ხელს უშლის ნორმალურ მუკოცილიარულ კლირენსს და მნიშვნელოვნადაა დაკავშირებული უარეს სიმპტომურ გამოსავალთან ენდოსკოპიური სინუსური ქირურგიის შემდეგ.[15]
დაბინძურებული გარემო
ასთმის ანამნეზი
ქრონიკული რინოსინუსიტის განვითარების კონცეფცია არის "ერთიანი სასუნთქი გზების ჰიპოთეზა", რომელიც ხაზს უსვამს მსგავსებას ზედა და ქვედა სასუნთქ გზებში დაავადების მიმდინარეობის შესახებ. ქვედა სასუნთქი გზების ცუდად კონტროლირებადმა დაავადებამ (ასთმა) შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს ქრონიკული რინოსინუსიტის კონტროლზე და პირიქით.[19] ასპირინით გამწვავებული რესპირატორული დაავადების მქონე პაციენტებს (ასევე ცნობილია როგორც ტრიადული ასთმა ან სამტერის ტრიადა) ახასიათებთ ცხვირის პოლიპოზი, ასპირინის მგრძნობელობა და ასთმა. ქრონიკული რინოსინუსიტის მქონე პაციენტების ამ ქვეჯგუფს აქვს უფრო ცუდი შედეგები და უფრო აგრესიული პოლიპური დაავადება, ვიდრე ტრიადის გარეშე.
სუსტი
სარკოიდოზი
შეიძლება გავლენა იქონიოს სინონაზალურ ტრაქტზე, რაც იწვევს ქრონიკულ რინოსინუსიტს.
გრანულომატოზი პოლიანგიიტით
შეიძლება გავლენა იქონიოს სინონაზალურ ტრაქტზე, რაც იწვევს ქრონიკულ რინოსინუსიტს.
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას