შემთხვევის ანამნეზი

შემთხვევის ანამნეზი

35 წლის ქალბატონს 4 თვეა პერიოდულად აწუხებს სინუსურ ღრუებზე ზეწოლა/ტკივილი რინორეით, პოსტნაზალური დრენაჟი და შეგუბება. გამონადენი სქელი და მწვანე ფერისაა. წარსულში პაციენტი მკურნალობდა ანტიბიოტიკებით, რამაც გააუმჯობესა მდგომარეობა, თუმცა სიმპტომები არ გამქრალა. ანამნეზში აღენიშნება ალერგიული რინიტი და დადებითი შედეგი ალერგიის ტესტებზე. გასინჯვით ვლინდება მტკივნეულობა ზედა ყბისა და შუბლის სინუსური ღრუების პალპაციისას. ნაზალური გასინჯვით ვლინდება ცხვირის ძგიდის ძლიერი/მკვეთრი გადახრა მარცხნივ, გასქელებული და ერითემატოზული ლორწოვანით და მწვანე ჩირქით.

სხვა გამოვლინებები

ცხვირის პოლიპების მქონე პაციენტებში გამოხატულია ცხვირის ღრუს ობსტრუქცია და ანოსმია/ჰიპოსმია. იმ პაციენტებში, რომლებიც თავდაპირველად თავის ტკივილს უჩივიან, ყოველთვის უნდა გავითვალისწინოთ შაკიკი, როგორც პირველადი შესაძლო დიაგნოზი.

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას