მიდგომა
აღნიშნული მდგომარეობა შეიძლება გამოვლინდეს ნებისმიერ ასაკში, მრავალფეროვანი სიმპტომებით. თავდაპირველი დიაგნოზი კლინიკურად დგინდება. თითოეული პაციენტის შემთხვევა უნდა იყოს გამოკვლეული სათანადოდ ჩატარებული მკურნალობის მიმართ, რადგან ხშირად ხდება პაციენტების მკურნალობის დაგვიანება.
ქრონიკული რინოსინუსიტის დიაგნოსტიკური კრიტერიუმები ამერიკის ოტოლარინგოლოგიის აკადემიის მიხედვით:[20]
ჩამოთვლილი ნიშნებიდან და სიმპტომებიდან ორის ან მეტის არსებობა 12 კვირის განმავლობაში ან უფრო ხანგრძლივად:
მუკოპურულენტური დრენაჟი (წინა, უკანა ან ორივე)
ცხვირის ობსტრუქცია (გაჭედვა)
ტკივილი/ზეწოლა/სისავსის შეგრძენება სახის არეში
სუნის შეგრძნების დაქვეითება
ანთება დასტურდება ჩამოთვლილთაგან ერთი ან მეტი ნიშნის არსებობით:
ჩირქიანი (გაუმჭვირვალე) ლორწო ან შეშუპება შუა არხში ან ცხავის ძვლის წინა ნაწილში
პოლიპები ცხვირის ღრუში ან შუა არხში და/ან
1) ვიზუალიზაცია 2) გამოსახულება
კლინიკური შეფასება
ანამნეზის ის ნაწილი, რომლებიც უნდა გამოირკვეს, მოიცავს ცხვირის ღრუს სიმპტომატიკის ხანგრძლივობას წარსულში და ახლა, გამწვავებასთან/მდგომარეობის შემსუბუქებასთან ასოცირებულ ფაქტორებს, წარსულში გადატანილ ქირურგიულ ჩარევას ცხვირზე/სინუსებზე,წარსულში ჩატარებულ მკურნალობას და მათ ხანგრძლივობას. თანმდევი ალერგიული რინიტის სიმპტომებისა (ქავილი- სეზონური ან მთელი წლის განმავლობაში მიმდინარე, არაჩირქოვანი რინორეა, შეგუბება ან თვალის გაღიზიანება) და ასთმის არსებობაც უნდა გამოირკვეს. გასინჯვისას საჭიროა ზედა ყბის ძვლისა და შუბლის სინუსების მიმდებარე არეების პალპაცია. ინფიცირების შემთხვევაში შესაძლოა გამოვლინდეს ტკივილი. თუმცა, ეს არ არის თანხვედრილი ყველა პაციენტში და უფრო მნიშვნელოვანია მწვავე რინოსინუსიტის დროს, ვიდრე ქრონიკული რინოსინუსიტის დროს.
კვლევები
ყველა პაციენტს უნდა ჩაუტარდეს წინა რინოსკოპია: ცხვირის ღრუს გამოკვლევა, რომელიც ტარდება ცხვირის სარკითა და სინათლის წყაროს გამოყენებით, ან ოტოსკოპით.
ვიდეო, სადაც აღწერილია, თუ როგორ უნდა ჩატარდეს ცხვირის და ცხვირის ღრუს გამოკვლევა
ცხვირის ენდოსკოპია სასურველია მას შემდეგ, რაც პაციენტი გაიგზავნება სპეციალისტთან; ის იძლევა საფუძვლიან ინფორმაციას სინუსური დრენაჟის გზების შესახებ.[3][21] ორივემ შეიძლება აჩვენოს ცხვირის გამონადენი/პოსტნაზალური წვეთოვანი ჩამონადენი, ცხვირის პოლიპები/პოლიპოიდური ლორწოვანი გარსი, შეშუპება ან ერითემა ცხვირის შუა ნიჟარაში (შუა ჯირკვლის გვერდით) და განზოგადებული/ლოკალიზებული შეშუპება, ერითემა ან გრანულაციური ქსოვილი ცხვირის ღრუში. .
სინუსების კომპიტერულ-ტომოგრაფიული სკანირება (კონტრასტის გარეშე), როგორც წესი, არ არის რეკომენდებული სიმპტომების გამოვლენისთანავე. ამ შემთხვევაში, დიაგნოზი დგინდება ანამნეზისა და გასინჯვით მოპოვებული მონაცემებით. პაციენტებში, მდგომარეობა არ უმჯობესდებამედიკამენტური მკურნალობის შედეგად, საჭიროა მედიკამენტური მკურნალობის შემდეგ ჩატარდეს კომპიუტერულ-ტომოგრაფიული სკანირება, რათა დადასტურდეს დიაგნოზი, დადგინდეს დაავადების გავრცელების სტადია და შეფასდეს ანატომია შესაძლო ქირურგიული ჩარევისათვის.[22] დამადასტურებელი ვიზუალიზაციის დასკვნები მოიცავს ლორწოვანის გასქელებას, სინუსების გამჭვირვალობას, პოლიპებს ან შეკავების ცისტებს და სკლეროზულ და გასქელებულ სინუსის კედლებს.[23] კორონალური გამოსახულებები 1-დან 3 მმ-მდე მიმდებარე ჭრილებში შესაძლებელს ხდის ოთხი სინუსის (მაქსილარული, ეთმოიდური, ფრონტალური და სფენოიდური) და მათი გამომავალი ტრაქტის შესანიშნავ შეფასებას. მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია წარმოადგენს კომპიუტერული ტომოგრაფიის დამატებით/დამხმარე კვლევას, რომელიც განკუთვნილია იმ პაციენტებისთვის, რომელთაც შესაძლოა ჰქონდეთ ანთებითი სინუსური დაავადების ინტრაკრანიული გავრცელება, სოკოვანი დაავადება ან ნეოპლაზია.[23] სპეციალისტთან მიმართვა გამართლებულია მორეციდივე ან რეფრაქტერული რინოსინუსიტის ფონზე, ასევე ქრონიკული რინოსინუსიტის დიაგნოზის დასადასტურებლად.
ალერგიული რინიტი არის საერთო წინასწარგანწყობის ფაქტორი და ალერგიის ტესტირება (ნაკაწრი, ინტრადერმული ან ინ ვიტრო სპეციფიკური IgE განსაზღვრა) შეიძლება გამოყენებულ იქნას საეჭვო ალერგიის მქონე პაციენტების შესაფასებლად. ცხვირის ან სინუსის ღრუს კულტურა, ზოგადად, საჭირო არ არის, გარდა იმ შემთხვევისა, როცა პაციენტი არ პასუხობს ემპირიულ თერაპიას.
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას