ანამნეზი და გასინჯვა
ძირითადი დიაგნოსტიკური ფაქტორები
ხშირი
დიარეა
Escherichia coli-ით გამოწვეული ნაწლავური ინფექციები ხასიათდება დიარეით.
ენტეროტოქსიგენური Ecoli ინფექცია, როგორც წესი, ძლიერ წყლიან დიარეას, ხოლო შიგას მსგავსი ტოქსინი ენტეროჰემორაგიული E coli-ს დროს განაპირობებს სისხლიან დიარეას და მუცლის ტკივილს.[31]
მოგზაურობის, დაბინძურებულ საკვებთან კონტაქტის ან ინფიცირებულ პირთან კონტაქტის ანამნეზი
საჭიროა მოგზაურობის ანამნეზის შეკრება, რადგან E coli მოგზაურთა დიარეის ყველაზე ხშირი მიზეზია.[8]
მიუხედავად იმისა, რომ საკვების ისტორია მნიშვნელოვანია, სავარაუდოდ, ვერ მოახერხებთ დიფერენცირებას E coli-ით გამოწვეულ შემთხვევასა და სხვა ინფექციას შორის. საქონლის ფარშის მიღების ანამნეზი (მაგ. ჰამბურგერი) მნიშვნელოვანია, ვინაიდან არსებობს მჭიდრო კავშირი საქონლის ფარშის მიღებასა და E coli-ს O157:H7 ქვეტიპს შორის.[14] ერთ-ერთი მეტა-ანალიზის თანახმად, ჩრდილოეთ ამერიკასა და ევროპაში შიგა ტოქსინის წარმომქმნელი E coli-ს შეძენის ყველაზე მნიშვნელოვანი საკვები წყარო აღმოჩნდა საქონლის ხორცი, ხოლო წყნარ ოკეანეთის დასავლეთ ნაწილში ყველაზე მნიშვნელოვანი წყარო იყო ქათმის ხორცი.[34]
კონტაქტების ანამნეზის შეგროვება საჭიროა თითოეულ პაციენტში, ვინაიდან ინფექციია შესაძლოა ფეკალურ-ორალური გზით გავრცელდეს.
სხვა დიაგნოსტიკური ფაქტორები
ხშირი
მუცლის ტკივილი ან დისკომფორტი
ხშირი, თუმცა არასპეციფიკური სიმპტომია, რომელიც არაერთ საკვებისმიერ ინფექციაში ვლინდება.
მოცულობის შემცირება
ვლინდება ლორწოვანი გარსების სიმშრალით, კანის ტურგორის დაქვეითებით, მძიმე შემთხვევებში ტაქიკარდიით და ჰიპოტენზიით.
იშვიათი
ცხელება
ხშირია ნაწლავური და საკვებისმიერი ინფექციების დროს.
იშვიათად გრძელდება პირველი 2-3 დღის შემდეგ. მუდმივი მაღალი ცხელება მიუთითებს ბაქტერიემიაზე.
გულისრევა/ღებინება
E coli-ს ინფექციები იშვიათად იწვევს გულისრევას. ღებინება არ არის დამახასიათბელი.
ანორექსია (მადის დაქვეითევა)
შესაძლოა დაკავშირებული იყოს გასტროინტესტინურ ტრაქტის დამატებით სიმპტომებთან, როგორიცაა მადის გაქრობა.
ლეთარგია
ზოგჯერ აღინიშნება სისტემური სიმპტომები, მათ შორის ლეთარგია.
რისკფაქტორები
ძლიერი
დაბინძურებული საკვები პროდუქტების ან წყლის მიღება
ინფექცია უკავშირდება დაბინძურებულ წყალთან ან საკვებთან ექსპოზიციას, რაც ხშირია სათანადო სანიტარული ნორმებისა და სუფთა წყლის არმქონე რეგიონებში.[15]
შეერთებულ შტატებში, Escherichia coli O157:H7 ეპიდემიების 52% დაკავშირებულია დაბინძურებულ საკვებთან, მათ შორის საქონლის ხორცის ფარში (41%), პროდუქტები (21%), სხვა საქონლის ხორცი (6%), რძის პროდუქტები (4%) და უცნობი/სხვა საკვები (28%).[14] E coli bsp O157:H7 ეპიდაფეთქებები ასევე დაკავშირებულია ისპანახთან, რომის სალათთან, არაპასტერიზებულ რძესთან და კვებითი ობიექტების ინფიცირებულ თანამშრომლებთან.[14][15]
E coli აღმოჩენილია განვითარებადი ქვეყნების მზა საკვების 33%-ში.[28]
მოგზაურობა
Escherichia coli მოგზაურთა დიარეის წამყვანი მიზეზია, ენტეროტოქსიგენური E coli წარმოადგენს დიარეული ეპიზოდების 34%-ს იმ პირებში, რომლებიც მოგზაურობენ: ლათინურ ამერიკაში, აფრიკაში, სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში.[8]
დიფუზურად ადჰერენტული E coli (DAEC) და ენტეროაგრეგაციული E coli (EAEC) ასევე გამოყოფილია მოგზაურთა დიარეის გამომწვევ მიზეზად. დიფუზურად ადჰერენტული E coli მეტწილად უკავშირდება ჩრდილოეთ აფრიკაში, მექსიკაში ან სამხრეთ ამერიკაში მოგზაურ ბავშვებსა და ზრდასრულებს. კვლევების მიხედვით, შტამი განაპირობებს მოგზაურთა დიარეის შემთხვევათა 8%-14%-ს.[17]
ჰიგიენის არასათანადო პრაქტიკა
Escherichia coli O157:H7 გავრცელების 14%-ს შეადგენს გადაცემის ფეკალურ-ორალური გზა.[14] ამ ეპიდაფეთქებათა უმრავლესობა დაფიქსირდა ბავშვთა მოვლის დაწესებულებებში, თუმცა, ადამიანიდან ადამიანზე გავრცელებული ეპიდაფეთქებები ასევე ფიქსირდება ინდივიდუალურ საცხოვრებლებში, თემებში, საცხოვრებელ დაწესებულებებსა და სკოლებში.[14]
ეს ეპიდაფეთქებები ყველაზე ხშირად ზაფხულის თვეებში ხდება.[14]
ბავშვთა ან ხანდაზმული ასაკი (<5 წელი და >60 წელი)
მიუხედავად იმისა, რომ საკვებისმიერი Escherichia coli ყველა ასაკობრივ ჯგუფში გვხვდება, გართულებები გაცილებით ხშირია უკიდურეს ასაკობრივ ჯგუფებში. ჰემოლიზურ-ურემიული სინდრომი და სიკვდილი გაცილებით უფრო ხშირია აღნიშნულ ასაკობრივ ჯგუფებში.[14]
ენტეროპათოგენური E coli (EPEC) ხასიათდება დიარეის დაავადების გამოწვევით ჩვილებში (2 წლამდე ასაკის ბავშვებში).
ანამნეზში კონტაქტის ფაქტი
E coli ინფექციები ხშირად ვითარდება ერთობლივად ეპიდაფეთქების სახით, ფეკალურ-ორალური დაბინძურების შედეგად; კონტაქტების ანამნეზი უნდა შეიკრიბოს თითოეული პაციენტის შემთხვევაში.
სუსტი
იმუნოკომპრომისული მდგომარეობა
იმუნოკომპრომისული მდგომარეობა ძირითადი დაავადების გამო (მაგ. კიბო, აივ ინფექცია), არასაკმარისი კვება ან იმუნოსუპრესიული თერაპია, შესაძლოა ზრდიდეს პაციენტის მგრძნობელობას ეშერიხია კოლის ინფექციების მიმართ. გარდა ამისა, nbspE coli ინფექციებმა, რომლებიც, როგორც წესი, თვითლიმიტირებადია და ხანმოკლე მიმდინარეობით ხასიათდება, შეიძლება გამოიწვიოს გახანგრძლივებული დაავადება იმუნოკომპრომისულ ადამიანებში.
კონტაქტი ინფიცირებულ ცხოველებთან
დაფიქსირდა სპორადული შეტყობინებები პათოგენის გადაცემის შესახებ ცხოველებთან კონტაქტით, რომლებიც ატარებდნენ nbspEscherichia colinbsp-ს. მათ შორის ზოოპარკის ცხოველები, ფერმის ცხოველები და საყოფაცხოვრებო შინაური ცხოველები.[20][21][22][23]თუმცა, ინციდენტობა დაბალია და ამ გზით გადაცემა განიხილება E coli ინფექციის სუსტ რისკფაქტორად.
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას