შემთხვევის ანამნეზი

შემთხვევის ანამნეზი #1

42 წლის მამაკაცი წარმოდგენილია კონსულტაციაზე სისხლიანი დიარეის 48-საათიანი ანამნეზით. დეფეკაცია აქვს დღეში 6-8-ჯერ, ასევე აწუხებს გულისრევა, ლეთარგია და გენერალიზებული დისკომფორტი მუცლის არეში. ანამნეზში ბოლო დროს მოგზაურობა არ აღინიშნება. პაციენტი ცხოვრობს მეუღლესთან და ორ შვილთან ერთად, რომლებიც თავს კარგად გრძნობენ. ისინი 5 დღის წინ იმყოფებოდნენ რესტორანში, სადაც მიირთვეს ძროხის ხორცის ბურგერი და კარტოფილი ფრი. მათთან ერთად რესტორანში იმყოფებოდა პაციენტის მეგობარი, რომელმაც იგივე საკვები მიირთვა და შემდგომ აგრეთვე მასაც განუვითარდა მსგავსი სიმპტომები. გასინჯვით ვლინდება ცხელება (38°C [100.5°F]) სხვამხრივ ყველაფერი ნორმაშია. სისხლის საერთო ანალიზზე ვლინდება ლეიკოციტების რაოდენობის მატება (15,000/mm³). განავლის კულტურის შედეგები ხელმისაწვდომია 3 დღის შემდეგ და დადებითია Escherichia coli-ზე. სეროტიპირება ადასტურებს E coli O157:H7-ს.

შემთხვევის ანამნეზი #2

21 წლის ქალი წარმოდგენილია ძლიერი წყლიანი დიარეით, რომელიც დღეში 20-მდე ეპიზოდით აღინიშნება. აგრეთვე სახეზეა გულისრევა, მადის გაქრობა და ლეთარგია. პაციენტი 4 დღის წინ დაბრუნდა კენიიდან, სადაც მან მიირთვა არაერთი ადგილობრივი დელიკატესი, ძირითადად, გარე მოვაჭრეებისგან. გასინჯვისას ვლინდება ლორწოვანი გარსის სიმშრალე და კანის ტურგორის დაქვეითება. პაციენტი ჰიპოტენზიური (არტერიული წნევა 95/50 მმ.ვწყ.სვ) და ტაქიკარდიულია (პულსი 110 დარტყმა წუთში). მუცლის გასინჯვით ვლინდება მსუბუქი დიფუზური მტკივნეულობა. პაციენტი კარგად პასუხობს ინტრავენური სითხის ჩანაცვლების თერაპიას. სიმპტომები კუპირდა 48 საათის ფარგლებში. განავლის კულტურით და სეროტიპირებით შემდგომში დასტურდება ენტეროტოქსიგენური E coli (ETEC).

სხვა გამოვლინებები

Escherichia coli-ის ინფექციები გვხვდება ყველა ასაკში, თუმცა ჩვილები და ხანდაზმული უფრო მოწყვლად ასაკობრივ ჯგუფებს მიეკუთვნებიან.

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას