მიდგომა
არ არსებობს სპეციალური ანტივირუსული თერაპია ყბაყურაზე. იმის გათვალისწინებით, რომ დაავადება, როგორც წესი, კეთილთვისებიანი და თვითლიმიტირებადი, მკურნალობის აქცენტი კეთდება დამხმარე მოვლასა და სიმპტომების შემსუბუქებაზე, ძირითადად ანალგეტიკების და სიცხის დამწევი საშუალებების გამოყენებით.
ყბაყურით ინფიცირებული პაციენტები იზოლირებულად უნდა მოთავსდნენ ინფექციის გავრცელების პრევენციის მიზნით. ამერიკის პედიატრიის აკადემია (AAP), დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრები (CDC) და ინფექციების საკონტროლო პრაქტიკის მრჩეველთა კომიტეტი (HICPAC) რეკომენდაციას უწევენ პაროტიტის გამოვლენიდან 5-დღიან იზოლირებას როგორც საზოგადოებრივ, ასევე ჯანდაცვის პირობებში და სტანდარტული უსაფრთხოებისა და ჰაერწვეთოვანი უსაფრთხოების ზომების მიღებას.[46] დიდ ბრიტანეთში სკოლიდან ან სამსახურიდან განთავისუფლება ასევე რეკომენდებულია 5 დღით.[47] ჯანდაცვის მუშაკები, რომელთაც ყბაყურას მიმართ იმუნიტეტის მტკიცებულება არ აქვთ და ექსპოზირებულნი იყვნენ ყბაყურას მქონე პაციენტთან, უნდა დაითხოვონ სამუშაოდან პირველი ექსპოზიციიდან 12 დღის და ბოლო ექსპოზიციიდან 26 დღის პერიოდის განმავლობაში.[46] უნდა გაეცნოთ ადგილობრივ გაიდლაინებს.
ყბაყურას საწინააღმდეგო იმუნოგლობულინი არ მიიჩნევა სასარგებლოდ პროფილაქტიკისთვის ან აქტიური დაავადების სამკურნალოდ, ამიტომ ხელმისაწვდომი აღარ არის უმრავლეს ქვეყნებში.
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას