პროგნოზი

ბრონქოექტაზია წარმოადგენს შეუქცევად მდგომარეობას ზრდასრულებში. ბავშვებსა და მოზარდებში, ის შეიძლება შექცევადი იყოს ადრეული გამოვლენით და ეფექტური მკურნალობით, რაც თავიდან აგვაცილებს ფილტვების ფუნქციის შემდგომ გაუარესებას.[10] დაავადების ტიპიური მიმდინარეობა შედგება სიმპტომების კონტროლის ქვეშ ყოფნის პერიოდებისგან, რომელთაც არღვევს გამწვავებების პერიოდები. ბრონქოექტაზია ხშირად თანხლებულია სხვა რესპირატორულ დაავადებებთან, რაც ართულებს პროგნოზის განსაზღვრას იზოლირებულად ბრონქოექტაზიისთვის.[119] ფაქტორები, რომელნიც ასოცირდებიან ფილტვის ფუნქციის სწრაფ გაუარესებასთან, მოიცავენ ხშირ და მძიმე ფორმის გამწვავებებს.[120] არსებული მონაცემების თანახმად ჰიპოქსემია, ჰიპერკაპნია, დისპნოე და დაავადების რადიოგრაფიული გავრცელება კორელაციურ დამოკიდებულებაშია სიკვდილიანობასთან. საპირისპიროდ, უფრო მაღალი BMI, ექიმთან ვიზიტების რეგულარული განრიგი და ვაქცინაცია აუმჯობესებს გადარჩენადობას.[68]

ბრონქოექტაზიის სიმძიმის ინდექსი (Bronchiectasis Severity Index), რომელსაც მიღებული აქვს ვალიდაცია ბრიტანეთსა და ევროპაში, შესაძლოა იყოს გამოსადეგი პროგნოზის ჩამოყალიბების და მკურნალობის წარმართვისთვის.[105][106][107]

მულტივარიაციული ანალიზის შედეგად გამოვლენილია შემდეგი ფაქტორები, რომელნიც წარმოადგენენ სიკვდილობის დამოუკიდებელ პრედიქტორებს საშუალო, ან მძიმე ფორმის ბრონქოექტაზიის დროს:[121]

  • Pseudomonas aeruginosa ინფექცია

  • მამრობითი სქესი

  • ხანდაზმული ასაკი

  • ნარჩენი მოცულობის (RV)/ფილტვის საერთო ტევადობასთან (TLC) თანაფარდობა უფრო მაღალია

  • კომპიუტერული ტომოგრაფიული კვლევისას ვლინდება კედლის სისქის მომატება

  • კითხვარიაქტიურობის დონის დაბალი მაჩვენებელი წმ. გიორგის ჰოსპიტალის რესპირატორული ფუნქციის შესაფასებელი კითხვარის (St. George’s Respiratory Questionnaire) მიხედვით.

ცხოვრების ხარისხი

წმ. გიორგის ჰოსპიტალის რესპირატორული კითხვარის (St. George Respiratory Questionnaire) თანახმად, ქოშინს, დაქვეითებული ფორსირებული ამოსუნთქვის მოცულობას ამოსუნთქვის პირველ წამს (FEV₁), და ყოველდღიური ნახველის წარმოქმნას ყველაზე დიდი გავლენა აქვს ბრონქოექტაზიის მქონე პაციენტების ცხოვრების ხარისხზე.[122]

პაციენტებმა და მშობლებმა, რომლებიც გამოეხმაურნენ ევროპის ფილტვების ფონდის კვლევას, განაცხადეს, რომ გამწვავებები იყო ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, რომელიც გავლენას ახდენდა ბავშვის ცხოვრების ხარისხზე.[10]

ფსევდომონური სახეობები ნახველში

ბრონქოექტაზიის მქონე პაციენტების ნახველში ფსევდომონური სახეობები მიუთითებს უფრო მძიმე ფილტვის დაავადებაზე და ფილტვის ფუნქციის უფრო მძიმე დაზიანებაზე, ვიდრე პაციენტებში, რომლებსაც არ აქვთ ფსევდომონური სახეობები. ზოგიერთი კვლევა ავლენს ფსევდომონური სახეობების კოლონიზაციას, რაც დამოუკიდებელი ფაქტორია, რომელიც დაკავშირებულია ფილტვის ფუნქციის სწრაფ დაქვეითებასთან. მტკიცებულებები წინააღმდეგობრივია.[120]

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას