მონიტორინგი
გულმკერდის რენტგენოგრამა არ არის რეკომენდებული დიაგნოზის დასადგენად, რადგან გულმკერდის რენტგენის დასკვნები არ არის სპეციფიკური ბრონქიექტაზიის დროს და შეიძლება ნორმალურიც კი იყოს. თუმცა, გულმკერდის რენტგენი შეიძლება იყოს სასარგებლო ალტერნატივა, თუ კლინიკური მდგომარეობა უარესდება.[44] განმეორებითი კომპიუტერული ტომოგრაფიული (CT) სკანირება შეიძლება განიხილებოდეს პირველადი იმუნოდეფიციტის მქონე მოზრდილ პაციენტებში, სკანირების ინტერვალით 3-დან 5 წლამდე.[44] განმეორებითი კომპიუტერულ-ტომოგრაფიული სკანირება ასევე შეიძლება განიხილებოდეს ბრონქოექტაზის მქონე ზრდასრულ პაციენტებში, რომელთა მდგომარეობა უარესდება.[44]
ბრიტანეთის თორაკალური საზოგადოების (BTS) გაიდლაინები გვირჩევენ, რომ ბრონქოექტაზის მქონე მოზრდილებში უნდა წარმოებდეს მონიტორინგი ყოველ 12 თვეში, თუ მათი დაავადება მსუბუქი სიმძიმისაა, ან ყოველ 6 თვეში, თუ მათი დაავადება საშუალო ან მძიმე ხარისხის არის.[44] უფრო მსუბუქი დაავადების მქონე ზრდასრული პაციენტების მონიტორინგი შეიძლება სპეციალისტის მეურვეობის მიღმა, მაგალითად, პირველადი ჯანდაცვის რგოლში. ბრიტანეთის თორაკალური საზოგადოება რეკომენდაციას უწევს ზრდასრულ პაციენტებს, რომელთაც აღენიშნებათ ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე, იყვნენ მონიტორინგის ქვეშ კლინიკაში ან სპეციალიზებულ გარემოში:[44]
ქრონიკული Pseudomonas aeruginosa, არატუბერკულოზური მიკობაქტერიები ან მეთიცილინ-რეზისტენტული Staphylococcus aureus (MRSA) კოლონიზაცია
გაუარესებული ბრონქოექტაზი ფილტვების ფუნქციის დაქვეითებით
განმეორებითი გამწვავებები (≥3 წელიწადში)
გრძელვადიანი ანტიბიოტიკოთერაპიის საჭიროება (პერორალური, სიანჰალაციო ან ნებულაიზირებული)
ბრონქოექტაზი, რომელიც ასოცირებულია რევმატოიდულ ართრიტთან, იმუნური დეფიციტთან, ნაწლავის ანთებით დაავადებასთან და/ან პირველად ცილიარულ დისკინეზიასთან
ალერგიური ბრონქოპულმონური ასპერგილოზი
დაავადების მოგვიანებითი ეტაპი
ტრანსპლანტაციის შესაძლო საჭიროება.
რეკომენდებულია ნახველის კულტურებზე რეგულარული ეპიდზედამხედველობის დაწესება (მაგ. ყოველ 6-12 თვეში ერთხელ, დაავადების სიმძიმის გათვალისწინებით) ანტიბიოტიკების მიმართ ნახველში არსებული მიკროორგანიზმების მგრძნობელობის ცვლილების მონიტორინგის მიზნით. სპირომეტრია უნდა ჩატარდეს ქირურგიის ვიზიტების უმრავლესობის დროს და ამოსუნთქვის პირველ წუთზე ფორსირებული ამოსუნთქვის მოცულობის (FEV₁) შემცირება ან FEV₁/ფორსირებული სასიცოცხლო ტევადობის (FVC) თანაფარდობა განიხილება, როგორც დაავადების პროგრესის ან გამწვავების ინდიკატორი. სხეულის მასის ინდექსი და ჟანგბადის სატურაცია უნდა დაფიქსირდეს ყოველი ვიზიტის დროს. ასევე სასარგებლოა პაციენტის გამწვავების ისტორიისა და ქოშინის ხარისხის ცოდნა (მაგ. სამედიცინო კვლევის საბჭოს [MRC] დისპნოეს სკალაზე).[44] თუ პაციენტის მდგომარეობა გაუარესდება, მაშინ შეიძლება განიხილებოდეს საწყისი გამოკვლევების განმეორება (მაგ. გამომწვევი მიზეზის გამოკვლევა).[44]
ევროპის რესპირატორული საზოგადოების (ERS) გაიდლიანი გვირჩევს, რომ ბრონქოექტაზიით დაავადებული ბავშვები/მოზარდები უნდა შეფასდნენ ყოველ 3-დან 6 თვემდე ამბულატორიულ კლინიკებში. ეს არის პაციენტის ზოგადი კეთილდღეობისა და რესპირატორული მდგომარეობის მონიტორინგი, მათ შორის სპირომეტრია (თუ ბავშვი საკმარისად დიდია) და პულს ოქსიმეტრია და ნებისმიერი გართულების იდენტიფიცირება. ERS ასევე რეკომენდაციას უწევს ნახველის ნიმუშების აღებას, თუ ეს შესაძლებელია, ყოველ 6-დან 12 თვემდე ერთხელ, რათა აღმოაჩინონ ახალი პათოგენები (მაგ. Pseudomonas aeruginosa) და ინფორმირდეს ემპირიული ანტიბიოტიკოთერაპია, რომელიც შეიძლება საჭირო გახდეს მომავალში.[10]
ბრონქოექტაზიის მქონე ბავშვებისთვის/მოზარდებისთვის, რომელთა მდგომარეობა ეტაპობრივად უარესდება, ევროპის რესპირატორული საზოგადოების გაიდლაინები გვირჩევენ, რომ ახალ ინფექციებზე ტესტირების გარდა, ასევე შეფასდეს ისეთი დაავადებები, როგორიცაა გასტროეზოფაგური რეფლუქსის დაავადება, კვებითი დეფიციტები, ასთმა ან სტომატოლოგიური ან ძილის პრობლემები.[10] ასეთ ბავშვებს/მოზარდებს შეიძლება დასჭირდეთ ჰოსპიტალიზაცია ინტრავენური ანტიბიოტიკების და სასუნთქი გზების კლირენსისთვის.[10] ERS ასევე რეკომენდაციას იძლევა, რომ განმეორებითი CT სკანირება უნდა ჩატარდეს ბრონქოექტაზიის მქონე ბავშვებში/მოზარდებში მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შედეგი შეცვლის მენეჯმენტს.[10]
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას