ეპიდემიოლოგია

მსოფლიოს მასშტაბით პრევალენტობა უცნობია სტანდარტიზებული სამედიცინო მიდგომების არარსებობის და ნაკლებგანვითარებულ ქვეყნებში ჯანდაცვის არასაკმარისი მისაწვდომობის გათვალისწინებით. გაერთიანებულ სამეფოში დაავადებული პირების რაოდენობა შეადგენს 212 000-ს.[6] შეერთებულ შტატებში, დაახლოებით 110,000 ადამიანი დაავადებულია, მაგრამ მონაცემები აჩვენებს, რომ პრევალენტობა იზრდება.[7][8] ბრონქოექტაზია უფრო ხშირია ასაკის მატებასთან ერთად და ცვალებადობს 4.2-დან 100000 მოსახლეზე18-დან 34 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში 272-მდე 100000 მოსახლეზე 75 წელზე უფროს ასაკობრივ ჯგუფში.[7] ბრონქოექტაზიის ეკონომიკური დატვირთვა მნიშვნელოვანია, რომლისთვისაც ჰოსპიტალიზაცია არის მთავარი მამოძრავებელი ფაქტორი, განსაკუთრებით ხშირი გამწვავებების ან ქრონიკული  Pseudomonas-ის ინფექციის მქონე პაციენტებში.[9]

ბრონქოექტაზი ბავშვებში უფრო და უფრო ხშირად დგინდება.[10] ახალ ზელანდიაში ჩატარებული კვლევის გათვლებით ინციდენტობის მაჩვენებელი მაღალი აღმოჩნდა ბავშვთა ასაკში და შეადგენდა 3.7-ს 100000 მოსახლეზე; უნდა აღინიშნოს, რომ ინციდენტობა განსხვავდებოდა სხვადასხვა ეთნიკურ ჯგუფში და აღწევდა ყველაზე მაღალ მაჩვენებელს ოკეანიის ბავშვთა პოპულაციაში, რაც შეადგენდა 17.8-ს 100000 მოსახლეზე.[11] ბრონქოექტაზის მქონე მოზრდილების 60%-ზე მეტი აღნიშნავს სიმპტომებს ბავშვობიდან და ამ პაციენტებს აქვთ დაავადების უფრო არაკეთილსაეიმედო ფორმა და ცუდი პროგნოზი, მოზრდილობის ასაკში დაწყებული ბრონქოექტაზის მქონე პაციენტებთან შედარებით.[12] ბრონქოექტაზი ასოცირდება ცხოვრების ცუდ ხარისხთან როგორც ბავშვებში, ასევე მათ მშობლებში, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც გამწვავებები ხშირია.[10]

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას