დიფერენციული დიაგნოზები

ფქოდ - ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

სუნთქვის ხმიანობის შემცირება, რომელიც დამახასიათებელია ფქოდ-ისთვის, ბრონქოექტაზიის დროს არ აღინიშნება.

ბრონქოექტაზიის დროს აუსკულტაციით შესაძლებელია მშრალი ხიხინის მოსმენა, თუმცა ჩასუნთქვაზე კრეპიტაციის და სველი ხიხინის დანამატის თანხლებით.

კვლევები

ფქოდ-ის დროს გულმკერდის CT შესაძლოა იყოს ნორმალური, ან ავლენდეს ემფიზემას, რაც დიამეტრალურად განსხვავებულია ბრონქოექტაზიის დროს ნანახი დამახასიათებელი პათოლოგიური ნიშნებისგან (როგორიცაა შესქელებული, დილატირებული სასუნთქი გზები სითხის დონით, ან მის გარეშე, ვარიკოზული შევიწროებები სასუნთქი გზების გაყოლებით, ბალონირებული ცისტები ბრონქების დაბოლოებებზე, და/ან დაკვირტული ხის მახასიათებლები). ფქოდ-ის მქონე პაციენტებს აგრეთვე შესაძლოა განუვითარდეს ბრონქოექტაზია.

ასთმა

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

კრეპიტაცია და სველი ხიხინი ჩასუნთქვისას, რაც ხშირად ვლინდება ბრონქოექტაზიის დროს, ასთმისთვის დამახასიათებელი არ არის.

კვლევები

გულმკერდის CT შესაძლოა ავლენდეს სასუნთქი გზების შესქელებას, თუმცა მათი ზომაში მატების და გაფართოების (ბეჭდისებრი რგოლის ნიშნების) გარეშე, რაც დამახასიათებელია ბრონქოექტაზიისთვის (როგორიცაა შესქელებული, დილატირებული სასუნთქი გზები სითხის დონით, ან მის გარეშე, ვარიკოზული შევიწროებები სასუნთქი გზების გაყოლებით, ბალონირებული ცისტები ბრონქების დაბოლოებებზე, და/ან დაკვირტული ხის მახასიათებლები).

ჰაერის ნაკადის ობსტრუქცია ასთმის დროს ხშირად შექცევადია.

ასთმის მქონე პაციენტებს ასევე შეიძლება განუვითარდეთ ბრონქოექტაზია, განსაკუთრებით მძიმე ასთმის შემთხვევაში.

პნევმონია

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

პნევმონიის მქონე პაციენტებს სიმპტომები აღენიშნებათ დროის ხანმოკლე პერიოდში (7-დან 10 დღემდე), რაც დიამეტრალურად განსხვავებულია წლების განმავლობაში მიმდინარე ბრონქოექტაზიისგან.

აუსკულტაციის მონაცემები (მშრალი ხიხინი, მსტვინავი სუნთქვა, სველი ხიხინი) შესაძლოა იყოს იდენტური ბრონქოექტაზიის და პნევმონიის დროს, განსაკუთრებით მულტი-ლობარული პნევმონიის შემთხვევაში. ბრონქიალური სუნთქვის ხმიანობა, რომელიც პნევმონიისთვის დამახასიათებელია, ბრონქოექტაზიისას არ ვლინდება.

კვლევები

გულმკერდის რენტგენოგრაფიის და CT-ს მონაცემები პნევმონიის დროს საკმაოდ ცვალებადია და ხშირად დამოკიდებულია ეტიოლოგიურ ფაქტორზე.

ბრონქოექტაზიის დროს კი ვლინდება ბრონქების დამახასიათებელი დილატაცია სასუნთქი გზების შესქელებით, ან მის გარეშე.

კონსოლიდაცია, რომელიც ვლინდება პნევმონიის დროს, ბრონქოექტაზიისას არ აღინიშნება.

ქრონიკული სინუსიტი

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

კრეპიტაცია და სველი ხიხინი ჩასუნთქვაზე, რაც აღინიშნება ბრონქოექტაზიის დროს, ქრონიკული სინუსიტისთვის იშვიათობას წარმოადგენს.

კვლევები

ქრონიკული სინუსიტის დროს გულმკერდის რენტგენოგრაფიის და CT-ს მონაცემები შეესაბამება ნორმას. ქრონიკული სინუსიტის დროს დანამატი წიაღების CT ავლენს სახის დაავადებული სინუსის დაჩრდილვას.

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას